ყოფილი მოსამართლეები
კონსტანტინე ვარძელაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილედაიბადა 1972 წლის 26 ივლისს ქ.თბილისში.
წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1994). მიიღო ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრის (MA) ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ქ. ბუდაპეშტში (1994-1995).
1996-1997 წლებში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ედინბურგის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა დოქტურანტურის კურსის ფარგლებში.
1997 წელს კითხულობდა ლექციებს ედინბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ნაციონალიზმის შესწავლის საზაფხულო სკოლაში.
წარჩინებით დაამთვრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი (2002). მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული განათლების და მედიის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად (1998-1999). იყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროგრამის „რეფორმის მხარდაჭერის სააგენტოს“ ანალიტიკური ჯგუფის წევრი (2000-2001).
2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2002-2003 წლებში კომუნიკაციების და მაუწყებლობის სამართლებრივი რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი.
2001-2004 წლებში იყო ბრიტანეთის საბჭოს სამართლებრივი რეფორმის (სისხლის სამართლის რეფორმის) და იურიდიული განათლების პროგრამების, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტების სასწავლო კურსების ხელმძღვანელი, საქართველოს პროკურატურის რეფორმის პროექტის კურატორი.
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 2006 წლის 30 სექტემბერს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.
2006 წლის 2 ოქტომბერსა და 2011 წლის 21 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ.
2009 წელს დაინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს Ad Hoc მოსამართლედ. 2007 წლიდან არის ევროპული კომისიის „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“ (ვენეციის კომისია) შემცვლელი წევრი.
2012 წლის ოქტომბრიდან არის გაეროს ადამიანის უფებათა კომიტეტის წევრი, 2014-215 წლებში იყო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2015 წლის მარტიდან არის გაეროს ადამიანის უფლება კომიტეტი მომხსენებელი.
2010 – 2013 წლებში იყო მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2008 – 2011 წლებში ასევე კითხულობდა ლექციებს „კონსტიტუციური უფლებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში“; „გამოხატვის და რელიგიის თავისუფლება“; „საკუთრების უფლება“. არის ჟურნალ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიმოხილვის“ (ყოველკვარტალური სამართლის ჟურნალი) სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.