ყოფილი მოსამართლეები

ნიკოლოზ შაშკინი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

დაიბადა 1941 წლის 24 სექტემბერს უკრაინაში, ქალაქ უმანში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 

დაამთავრა თბილისის N63-ე სკოლა.

1960-64 წლებში სწავლობდა თბილისის ფიზიკური კულტურის ცენტრში.

1970 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1971 წლიდან მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინიჭებული აქვს კაპიტნის წოდება. წლების მანძილზე იყო რესპუბლიკის პროკურატურაში საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილე; საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე; სასამართლოზე ზედამზედველობის განყოფილების უფროსი. 1998 წელს გადაიყვანეს ქ.თბილისის პროკურატურაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. არის იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

1996 წლის 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

1999 წლის 22 ნოემბრიდან 2004 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით არჩეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.