ყოფილი მოსამართლეები
ავთანდილ აბაშიძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდაიბადა 1959 წლის 1 აგვისტოს ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშში.
1957 წელს დაამთავრა ჩიხარეშის საშუალო სკოლა.
1980-86 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1987-95 წლებში, მუშაობდა კასპის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; შემდეგ – ამავე რაიონის პროკურორის თანაშემწედ; ბოლნისის რაიონის პროკურორის თანაშემწედ; საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად; ადიგენის რაიონის პროკურორად.
1995 წლის 5 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.
1996 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.
1999 წლის 18 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №755 განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.
2003 წლის 13 ივნისს შეუწყდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.