ყოფილი მოსამართლეები

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

დაიბადა 1928 წლის 30 აგვისტოს თბილისში. 

1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის იურისტის სპეციალობით.

1952-1957 წლებში მუშაობდა გაზეთ ,,ზარია ვოსტოკას’’ რედაქციაში; 

1957-1965 წლებში - საქართველოს კპ ცკ-ს ინსტუქტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგედ;

1965-73 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი;

1976-90 წლებში  მუშაობდა რესპუბლიკური რუსული და ქართული გაზეთების მთავარ რედაქტორად.

1990 წელს აირჩიეს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის პირველ თავმჯდომარედ. წლების მანძილზე, პარალელურად, დაკავებული იყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით.

მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. არის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი; საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

1996 წლის 7 ივლისს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

2001 წელს კონსტიტუციური კონტროლის შექმნასა და დამკვიდრებაში, სახელმწიფო მოხელეთა და მოსახლეობის სამართლებრივ აღზრდაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს.

2004 წლის 28 სექტემბერს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი