ყოფილი მოსამართლეები
ოთარ სიჭინავა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდაიბადა 1972 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994).
მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიის მდივნად(1993-1996).
იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი(1996-1998).
მუშაობდა საქართველოს საინვესტიციო ცენტრში იურისტად (1999-2000).
2000 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად.
2000-2002 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტ პარიზ 8-ში იურიდიულ ფაკულტეტზე თემპუს-ის პროგრამის ფარგლებში.
2005-2006 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2006 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2006 წლის 30 სექტემბერს, ფიცის დადების დღიდან კი შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, ლათინურ, რუსულ და იტალიურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.