ყოფილი მოსამართლეები

ქეთევან ერემაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

დაიბადა 1975 წლის 14 თებერვალს ქ.თბილისში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998), ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრაზე (2002).

2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები საქართველოში“, მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

იყო ავსტრიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი, ვენის უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტში(2006-2007), მომზადებული აქვს კვლევა თემაზე: „სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემები“.

1998-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე -  წამყვან სპეციალისტად (1998-1999); საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩევლად (1999-2001); საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ (2001-2005); საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსად (2005-2006). გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში (2003).

2000-2001 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ხოლო 2005-2006 და 2010-2014 წლებში ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2011 წელს - თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.  უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა იმავე წლის 30 სექტემბერს, ფიცის დადების დღიდან,  ხოლო 2006 წლის 2 ოქტომბერსა და   2011 წლის 21 სექტემბერს  არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.  

არის ორი წიგნის და ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.