ყოფილი მოსამართლეები

ჯონი ხეცურიანი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

დაიბადა 1951 წლის 23 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973 წ.) და ეკონომიკის  (1988 წ.) ფაკულტეტები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა (1976 წ.)

1976-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად, სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 1982 წელს მიენიჭა საკავშირო ახალგაზრდული პრემიის ლაურიატის წოდება მეცნიერების დარგში.

1977 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1994 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ –  -კორესპონდენტად.

1990–1992 და 1999–2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1995–1999 და 2000–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

2001 წლის 6 ივლისს  საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, 2001–2006 წლებში იყო საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი სამოქალაქო, კონსტიტუციური და სისხლის სამართლის პრობლემებზე. 1979 წელს დაბეჭდა პირველი წერილი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.  აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მიტინგის აღკვეთისას მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაში. არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის (1991 წ.); საქართველოს კონსტიტუციის  (1995 წ.); სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.); კონსტიტუციური შეთანხმების (2002წ.) პროექტების ერთ–ერთი ავტორი.

ჰყავს მეუღლე  და  შვილი.