დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1590 |
ავტორ(ებ)ი | დავით ღონიაშვილი |
თარიღი | 13 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
ბ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება“
გ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული დანართი №1 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“
დ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“
ე. „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დისციპლინური გადაცდომის ჩადენის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული დანართი №1 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“-ს მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი“-ს მე-8 თავის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას (ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, დისციპლინურ გადაცდომად და (ბ) ეს ქმედება დაადგინოს დისციპლინური სახდელის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.„ა“ მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1.„ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
გიორგი ღონიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის 24 წლის სტაჟი აქვს. იგი წოდებით არის პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი. 2019 წლის 8 თებერვალს დავით ღონიაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ინსპექტირების სამსახურების უფროსად. 2019 წლის 15 ოქტომბერს არასამუშაო დროს, დაახლოებით 23:30 სთ-ზე დავით ღონიაშვილი წვეულებიდან ავტომანქანით ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს ოპერატიული ავტომანქანით მოძრავმა შსს გენერალური ისნპექციის თანამშრომლებმა და მოსთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაყოლა სადაც განუცხადეს რომ მარიხუანას მოხმარებაზე შემოწმებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურისათვის უნდა ჩაებარებინა ბიომასალა, რაზედაც დავით ღონიაშვილმა განაცხადა რომ იყენებდა კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და ამ უფლების ფარგლებში ექსპერტიზის ჩატარება ნეიტრალურ, დაწესებულებაში, რომელიც არ იქნებოდა ადმინისტრაციულად დამოკიდებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამასთან, რადგან მარიხუანა ორგანიზმში რჩება მუნიმუმ 7 დღე მაინც, დ.ღონიაშვილმა ექსპერტიზის ჩატარება ითხოვა მომდევნო სამუშაო დღეს სამუშაო საათებში სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აღნიშნულის შემდგომ, დავით ღონიაშვილმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და მეორე დღეს თავად მიმართა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის 2017 წლის 17 ოქტომბრის დასკვნითაც მის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობა არ დადასტურდა. ამ პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ღონიაშვილის მიერ დაცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენება ჩათვალა შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის გასაჩივრებული ბრძანების მე-3 პუნქტის დარღვევად (ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდებად), შს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტრეტს და შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით დავით ღონიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება დავით ღონიაშვილმა გაასაჩივრა სასამართლოში და 2 ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელის დაკმაყოფიილებაზე და თანამდებობაზე აღდგენაზე უარი უთხრა. კონსტიტუციური სარჩელის წარდგენისათვის საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საყურადღებოა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა/გამოიყენა შს მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის MIA 4 18 00001/73 ბრძანება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასამართლოებმა შს მოსამსახურის მიერ დაცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენება ჩათვალა შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის გასაჩივრებული ბრძანების მე-3 პუნქტის დარღვევად (ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდებად), შს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტრეტს, რაც არის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან დათხოვნის საკმარის საფუძვლად მიუხედავად იმისა, რომ თვით მომსამსახურის ინიციატივით მეორე დღეს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის MIA 4 18 00001/73 ბრძანება არ არის ნოტმატიული აქტი, არ არის შეტანილი ნორმატიული აქტების რეესტრში და არ არის გამოქვეყნებული ოფიციალურ ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის პასუხით (იხ.: დანართი). განსახილველ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით. ამ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დისციპლინურ დარღვევად (სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელ ქმედებად რომელიც ლახავს სამინისტროს ავტორიტეტს) დაადგინა შს მოსამსახურის მიერ ნაკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმებაზე თავის არიდებად ჩათვალა ის შემთხვევაც თუკი მოსამსახურე იყენებს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და ამ უფლების ფარგლებში მოითხოვს უახლოეს სამუშაო საათებში, მომდევნო დღეს ნეიტრალურ და შს სამინისტროსგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებაში შემოწმებას ან ექსპერტიზის გავლას. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით, ნეიტრალურ დაწესებულებაში, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მოსამსახურის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა, მხოლოდ „შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის“ იგი დისციპლინური წესით დასაჯეს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმებით საქართველოს პარლამენტმა მოხდინა „სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“-ს, „პოლიციის ეთიკის კოდექსი“-ს და „სამინისტრროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე. ამ დელეგირებით არ არის დადგენილი არც სამართლის ფორმა (ნორმატიული აქტი თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და არც დელეგირების მიზმნები, ჩარჩო, ფარგლები, პრინციპები ან კრირეტიუმები. ეს საკითხებიც წარმოდგენილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად.
შინაგან საქმეთა მინისტრის MIA 4 18 00001/73 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია სწორედ გასაჩივრებული ნორმატიული აქტების ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ სამსახურებრივ და დისციპლინურ საკითხებსა და უფლებამოსილებებს, მათ შორის უფლებამოსილებას რომ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმებისთვის თავის არიდებად ჩაითვალოს მოსამსახურის მიერ დაცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში სამუშაო დროს ნეიტრალურ საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის გავლის მოთხოვნა და ეს კი თავისთავად ჩაითვალოს შს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტრეტს, რომელიც გათავისუფლების საკმარისი საფუძველია იმ შემთხვევაშიც როცა მეორე დღეს ნეიტრალურ საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დასტურდება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში კანონმდებელს არ აქვს დაწესებული რაიმე ჩარჩო შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებებზე გადაწყვეტილებისთვის მიღებისთვის. საკანონმდებლო ორგანომ მოახდინა უფლებამოსილების სრული და შეუზღუდავი დელეგირება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია ანტიკონსტიტუციურად. კანონის გასაჩივრებული ნორმები არ განსაზღვრავს არც იმ საკითხს მინისტრს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება რომელი სამართლებრივი ფორმით შეუძლია (ნორმატიული აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და არც იმ საკითხს რა ფარგლებში, რა პრინციპების, კრიტერიუმებისა თუ მოთხოვნების დაცვით შეუძლია მინისტრს დისციპლინური საკითხების დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ვფიქრობთ საკანონმდებლო ორგანომ დისციპლინურ საკითხების დადგენის სრული დელეგირება მოახდინა რაც შეუძლებელს ხდის შინაგან საქმეთა მინისტრის შეუზღუდავი უფლებამოსილების დარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობისა თუ კანონშესაბამისობის კონტროლს.
ამდენად, მოსარჩელე გიორგი ღონიაშვილი არის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რომლის უფლებებიც დარღვეულია.
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვილია გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან შესაბამისობის შემოწმება. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება მოიცავს თანამდებობიდან არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური საფუძვლით გათავისუფლებისგან დაცვის უფლებასაც. „კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). გასაჩივრებული აქტები,მათი ნორმატიული შინაარსი შეეხება შს სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამდენად სახეზეა გასაჩივრებული ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებასთან.
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვილია გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციით დაცულ დაცვის უფლებასთან შესაბამისობის შემოწმება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად დაცვის უფლება გარანტირებულია. დაცვის უფლება არ ექვემდებარება შეზღუდვას კანონით. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროსაც კი დაცვის უფლების შეზღუდვა ან კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მოქმედების შეჩერება დაუშვებელია. ამ პირობებში გასაჩივრებული აქტით და მათი ნორმატიული შინაარსით შს მოსამსახურის მიერ დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩათვლილია აკრძალულ ქმედებად და დისციპლინური სახდელის, შს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად, რაც დაცვის უფლების დარღვევაა. დავით ღონიაშვილის მიერ სწორედ დაცვის უფლების გამოყენება და ამ უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში მომდევნო დღეს სამუშაო საათებში ჩატარების მოთხოვნა ჩათვლილია აკრძალულ ქმედებად, რომელიც შს მოსამსახურისათვის შეუფერებელია რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და გათავისუფლოდა თანამდებობიდან. შესაბამისად, დავით ღონიაშვილის მიმართ გასაჩივრებული აქტების საფუძველზე დარღვეულია კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
- კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმებიც, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. გიორგი ღონიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის 24 წლის სტაჟი აქვს. იგი წოდებით არის პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი. 2019 წლის 8 თებერვალს დავით ღონიაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ინსპექტირების სამსახურების უფროსად.
2. 2019 წლის 15 ოქტომბერს არასამუშაო დროს, დაახლოებით 23:30 სთ-ზე როდესაც იგი წვეულებიდან ავტომანქანით ბრუნდებოდა სახლში, შსს გენერალური ისნპექციის თანამშრომლებმა შეაჩერეს, მოსთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაყოლა და მარიხუანას მოხმარებაზე შემოწმებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმების გავლა.
3. შს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა ამ მოთხოვნაზე დავით ღონიაშვილმა განაცხადა რომ იყენებდა კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და ამ უფლების ფარგლებში მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება მომდევნო დღეს სამუშაო საათებში ნეიტრალურ დაწესებულებაში, რომელიც არ იქნებოდა ადმინისტრაციულად დამოკიდებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
4. შს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დავით ღონიაშვილის ეს პოზიცია ჩათვალეს შემოწმებაზე უარის თქმად, როგორც ეს აღნიშნულია გასაჩივრებული, შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის ბრძანების მე-3 პუნქტში.
5. შს გენერალური ინსპექციის დასკვნით (რომელიც გაიზიარა შს მინისტრმა დავით ღონიაშვილის გათავისუფლების ბრძანებით) დავით ღონიაშვილის ეს პოზიცია ჩაითვალა შს სამინისტროს მოსამსახურისთვის აკრძალულ (შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის ბრძანების მე-3 პუნქტით), შეუფერებელ ქმედებად რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს („პოლიციის შესახებ“ კანონის ნორმების ფარგლებში გამოცემული შს მინისტრის აქტით), რისთვისაც გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დაითხოვეს შს სამინისტროდან.
6. დავით ღონიაშვილმა შს მინისტრის ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში, მაგრამ ორი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა შს მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. დავით ღონიაშვილის საკასაციო საჩივარი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის (მოსამართლე ალექსანდრე წულაძე) წარმოებაში.
7. ორივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებების და დავით ღონიაშვილის სასარჩელო მოთხიოვნის უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა გასაჩივრებული აქტები ისე რომ არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ მათი კონსტიტუციურობა.
8. შინაგან საქმეთა მინისტრის MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტით ნარკოტიკული ნივთიერების შემოწმებისთვის თავის არიდება ითვლება შს მოსამსახურისთვის აკრძალულ ქმედებად.
9. იმავდროულად ეს ქმედება გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით (რომლებიც მითითებულია შინაგან საქმეთა მინისტრის MIA 4 18 00001/73 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებად) მიჩნეულია შს მოსამსახურისთვის შეუფერებელ ქმედებად რომელიც ხელყოფს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
10. გასაჩივრებული ნორმები მოიცავს იმ ნორმატიულ შინაარსსაც რომელიც გამოიყენა დავით ღონიაშვილმა. კერძოდ, შს სამინისტროს მოსამსახურის მოთხოვნა ნარკოტიკული შემოწმების სამუშაო საათებში ნეიტრალურ, შს სამინისტროსგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა და შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ დაცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენება. ეს კი გასაჩივრებული ნორმატიული აქტებითა და მათ საფუძველზე გამოცემული შინაგან საქმეთა მინისტრის MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 მუხლით ითვლება „შემოწმებისათვის თავის არიდებად“, დისციპლინურ დარღვევად და გადაცდომად.
11. ამდენად, გასაჩივრებული აქტებით კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება (კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება) დარღვეულია პრაქტიკულადაც, როგორც შს სამინისტროს მიერ არამედ სასამართლოებშიც.
12. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება გულისხმობს საჯარო თანამდებობიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაცვის უფლებასაც. შს მოსამსახურის მიერ დაცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენების მიჩნევა აკრძალულ და უკანონო ქმედებად არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო. ამ საფუძვლით შს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და შს სამინისტროდან დათხოვნა არის არალეგიტიმური, დაუსაბუთებელი და ანტიკონსტიტუციური. გასაჩივრებული აქტებით, მათი ნორმატიული შინაარსით დაცვის უფლების გამოყენება არის დისციპლინური სასჯელის და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, განსახილიველი ნორმატიული აქტებით, მათ საფუძველზე შეილახა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში დავით ღონიაშვილის უფლება იყოს დაცული საჯარო თანამდებობიდან არალეგიტიმური, უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო დათხოვნისგან.
13. გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი პრობლემურია ფორმალური თვალსაზრისითაც და ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შემოღების უფლებამოსილებისა და ნორმის განჭვრეტადორბის თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-37)
დამატებით არგუმენტაციას წარმოგიდგენთ სხდომაზე საქმის განხილვისას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა