1) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 54 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 56 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 58 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 4) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 51 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 5) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 48 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/134–139–140–142–151/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 6 თებერვალი 2001 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – კოლეგიის თავმჯდომარე;
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე
საქმის დასახელება: 1) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 54 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 56 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 58 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 4) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 51 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 5) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 48 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კოსნტიტუციის 28–ე და 49-ე მუხლის პირველ და მეორე და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით № 63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №63 აბაშის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას;
2) კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 44-ე და 49-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით: (ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №192/193 დადგენილება №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 უბნებში არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ: (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №70 ფოთის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად პეტრე ბერაიას ცნობას; (გ) საქართველოს პარლამენტის “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დადასტურების შესახებ” 1999 წლის 20 ნოემბრის დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება პეტრე ბერაიას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას;
3) კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე, 28-ე, 4-ე და 49-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით: (ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ; (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარლამენტის 1999 წლის 18 ნოემბრის“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7-14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად ვალერი ჭანტურიას ცნობას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას: (გ) საქართველოს პარლამენტის “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დადასტურების შესახებ” 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვალერი ჭანტურიას, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას;
4) კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით: (ა) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ”, ის ნაწილი, რომელიც ეხება თამაზ გიორგაძის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას; (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბერის №193/1999 დადგენილება “№10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და №37-ე საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ”; (გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I და II მუხლის 89 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი; “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი და მეორე ნაწილი და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს ის გარემოება, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების (პირველი – შედეგების მიხედვით №63 აბაშის საარჩევნო ოლქში მე-2 ადგილზე გავიდა მაჟორიტარი კანდიდატი თამაზ ხოშტარია და საჭირო იყო არჩევნების მე-2 ტურის ჩატარება, რაც დადასტურებულია №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 1999 წლის 2 ნოემბერს გაცემული საოლქო მაჟორიტარული სიით (ფორმა №22/99). მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიეღოთ თენგიზ კალანდაძეს და თამაზ ხოშტარიას, როგორც საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე სავსებით უკანონოდ დაადგინა, რომ №63 აბაშის საარჩევნო ოლქში დანიშნულიყო არჩევნების მე-2 ტური კანდიდატ თენგიზ კალანდაძესა და კანდიდატ სამსონ (სოსო) ჭანტურიას შორის, რომელიც გასული იყო მე-3 ადგილზე. შესაბამისად, მე-2 ტური ჩატარდა კანდიდატების თენგიზ კალანდაძისა და სამსონ (სოსო) ჭანტურიას მონაწილეობით. ამით თამაზ ხოშტარიას შეუზღუდეს კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.
მოსარჩელეთა აზრით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 49-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და 44-ე მუხლი. ამის გამო დაირღვა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თამაზ ხოშტარიას კონსტიტუციური უფლება – მონაწილეობა მიეღო პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი №63 აბაშის საარჩევნო ოლქმში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 24 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნა და ჩატარება და ბათილად იქნეს ცნობილი მისი შედეგები. ასევე არაკონსტიტუციურად და ბათილა დიქნეს აღიარებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” Vპუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №63 აბაშის საარჩევნო ოლქმში პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას;
2. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 139-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის (ფოთი) შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, მე-40 მუხლი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 26 ნოემბერის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ” (დადგენილება მე-2 პუნქტი).
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მე-2 ტურის არჩევნებში მონაწილეობდნენ დეპუტატობის კანდიატები: რომან მელია და პეტრე ბერაია. 1999 წლის 14 ნოემბერს, ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე №70 საარჩევნო ოლქის №17 საარჩევნო უბანი დაარბიეს უცნობმა პირებმა და ამის გამო უბანში არ მოხერხდა ხმების დათვლა და შედეგების შემაჯამებელი სიის გაფორმება. №70 ფოთის საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 16 ნოემბე5რის სხდომაზე იმსჯელა №17 საარჩევნო უბნის შესახებ და ამ უბანზე არჩევნები ჩატარებულად მიიჩნია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რა შეათანხმა საოლქო კომისიის ამ გადაწყვეტილებას და 1999 წლის 19 ნოემბრის №91/1999 დადგენილებით ბათილად ცნო მე-2 ტურის შედეგები №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №17 უბანზე. №17 უბნის შედეგების გაუთვალისწინებლდა მე-2 ტურში რომან მელიამ მიიღო 8533 ხმა, ხოლო პეტრე ბერაიამ 9334. ხმათა ხვაობამ შეადგინა 801. ამომრჩეველთა რაოდენობა №17 უბანზე შეადგენდა №40-ს. “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას ოლქმში წარდგენილი კანდიდატებისათვის, თუ ამ უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეტია კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა სხვაობის რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 19 ნოემბერის სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამებისას კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ისე, რომ არ დაუნიშნავს ხელახალი ხმის მიცემა №17 საარჩევნო უბანში და არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საარჩევნო პროცედურა, №70 ფოთის საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადდა პეტრე ბერაია.
მოსარჩელეთა აზრით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 9-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების პრინციპები და 44-ე მუხლი. ამის გამო დაირღვა პარლამენტის წევრობის კანდიდატის რომან მელიას კონსტიტუციური უფლება - ცნობილი ყოფილიყო არჩეულად საქართველოს პარლამენტის წევრად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ გაუქმდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 8 ნოემბერის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №70 ფოთის საარჩევნო ოლქმში არჩეულ პარლამენტის წევრად პეტრე ბერაიას ცნობას: ასევე საქართველოს პარლამენტის “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დადასტურების შესახებ” 1999 წლის 20 ნოემბრის დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება პეტრე ბერაიას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას და აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად ცნობილი იქნას რომან მელია;
3. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 140-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის (წალენჯიხა) შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის –ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, მე-40 მუხლი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 26 ნოემბერის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ” (დადგენილების მე-2 პუნქტი).
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხმების დათვლის დროს მომხდარი არეულობის გამო განადგურდა ბიულეტენები და არ მომხდარა შედეგების შეჯამება ამ უბანში. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა ამის თაობაზე და 1999 წლის 5 ნოემბერს №183/1999 დადგენილებით ბათილად ცნო არჩევნები №68 წალენჯიხის №13 საარჩევნო უბანში. “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად 1999 წლის 5 ნოემბრის №185/199 დადგენილებით დანიშნა ხელახალი ხმის მიცემა №68 წალენჯიხის №13 საარჩევნო უბანში და თარიღად დაადგინა 1999 წლის 14 ნოემბერი. 1999 წლის 14 ნოემბერს №13 უბანში ხელახალი ხმის მიცემა არ შემდგარა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შეგნებული მოქმედების და სახემწიფო ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების არაკანონიერი მოქმედების შედეგად, რაც გამოიხატა იმაში, რომ არჩევნების დღეს სოფელ ობუჯში თავი მოუყარეს ყველა პოლიციურ სტრუქუტრას, შექმნეს “ბლოკ-პოსტები”, შემოიყვანეს პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, სულ 89 კაცი. შეიარაღებული ფორმიანი რაზმელები გაწვრთნილი ძაღლებით ჩააყენეს, როგორც სოფლის შიგნით, ისე გასასვლელ-შემოსასვლელებში, აგრეთვე საუბნო კომისიის მისასვლელთან. შემოღებული იქნა ერთჯერადი საშვთა სისტემა, რმელიც გაიცემოდა წალენჯიხის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ. ამით ფაქტიურად აკრძალული იყო სოფლის შიგნით თავისუფლად გადაადგილება ხელისუფლებამ არჩევნების დღეს შემოიღო საგანგებო წესები ყოველგვარი კანონისა და სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე. გარდა ამისა, ამომრჩევლებს საუბნო კომისიის მიერ არ დარიგებიათ ამომრჩევლის ბარათი, რომელიც გახდა ძირითადი მიზეზი ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე არ დაშვებისა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება ხელახალი ხმის მიცემის არჩასატარებლად. ამომრჩევლებმა ვერ მიიღეს. ამომრჩევლის ბარათები, შესაბამისად ბიულეტენები ვერ მიიღეს ამომრჩევლის ბარათები, შესაბამისად ბიულეტენბი და ვერ განახორციელეს კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილებით ბათილად ცნო №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ფაქტიურად არ შემდგარი, არარსებული ხმის მიცემა და ამით უგულველყო ამომრჩევლის პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციური გარანტიები.
მოსარჩელეების აზრით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 49-ე მუხლების პირველი პუნქტებით აღიარებული არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და 22-ე და 44-ე მუხლები, რის შედეგად ამომრჩევლებმა ვერ განახორციელეს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.
მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიის 1999 წლის 19 ნოემბერის № დადგენილება № წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და 1999 წლის 18 ნოემბრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მე-2 ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტი ის ნაწილი, რომელიც ეხება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქმში არჩეულ პარლამენტის წევრად ვალერი ჭანტურიას ცნობას. ასევე საქართველოს პარლამენტის ”საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ” 1999 წლის 20 ნოემბრის №3-I-ს დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვალერი ჭანტურიას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას;
4. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 142-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუვძლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 54-ე მუხლების პირველი პუნქტების, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ზ” პუნქტი, მე-40 მუხლი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლი, “პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 25 ნოემბერის განჩინება “სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ” (დადგენილების მე-2 პუნქტი).
სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 1999 წლის 14 ნოემბერს №10 გლდაგის საარჩევნო ოლქმში დარღვევებით ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტური. კერძოდ: არჩევნების შედეგების დათვლისას №13, №20, №33 და №37 საარჩევნო უბნებში მოხდა არსებული შედეგების გაყალდება. ამ უბნებში გლდაგის საოლქო და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა უხეშად დაარღვიეს “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” ორგანული კანონის 53-ე და 54-ე მუხლები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია აგრეთვე აღნიშნული ორგანული კანონის 22-ე მუხლი, ხოლო №10 გლდაგის საოლქო საარჩევნო კომისიამ 24-ე მუხლი. აღნიშნულმა დარღვევებმა ის შედეგი გამოიღო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით მაჟორიტარმა კანდიდატმა თამაზ გიორგაძემ მოაგროვა 14369 ხმა, ხოლო თემურ გოცირიძემ – 13460 ხმა. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კომისიების მიერ მოხდებოდა მითითებული დარღვევების მიმართ კანონშესაბამისი ზომების გატარება თემურ გოცირიძე მოაგროვებდა 14205 ხმას, ხოლო თამაზ გიორგაძე – 11694 ხმას და პარლამენტის წევრად აირჩეოდა თემურ გოცირიძე.
მოსარჩელეების აზრით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 49-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და 29-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამის შედეგად დაირღვა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თემურ გოცირიძის კონსტიტუციური უფლება - ცნობილი ყოფილიყო არჩეულად, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე და 50-ე მუხლების პირველ პუნქტებთან შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბერი №3-I-ს დადგენილების “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ”, ის ნაწილი, რომელიც ეხება თამაზ გიორგაძის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის ნოემბრის №193/1999 დადგენილება “№10 გლდანის საარჩევნო ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში მე-2 ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ” და “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ადგენს №10 გლდანის საარჩევნო ოლქმში პარლამენტის წევრად თამაზ გიორგაძის არჩევას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №20 და №37 საარჩევნო უბნებში მე-2 ტურის შედეგების ბათილად ცნობას. ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად ცნობილი იქნეს თემურ გოცირიძე.
5. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 151-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტის და 33-ე და 37-ე მუხლების პირველი პუნქტები, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 10 აგვისტოს მიიღო დადგენილება №27, რომლითაც დაამტკიცა სააღრიცხვო ბარათის ფორმა, რომლებშიც შეიტანა ისეთი რეკვიზიტები, რომლებსაც კანონი არ ითვალისწინებდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო დადგენილება გადაეცა იუსტიციის სამინისტროსათვის ათი დღის ვადაში და იუსტიციის სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭებინა სახელმწიფო კოდი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა და ისე გამოაქვეყნა ბეჭდვით ორგანოში. ასეთ ნორმატიულ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილია. ასევე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 15 სექტემბერს მიიღო დადგენილება №77 “საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”. ამით ცენტრალური საარჩევნო კომისია გასცდა კანონით მინიჭებულ უფლებას და დაადგინა ორგანული კანონით განსაზღვრული წესის განსხვავებული რეგისტრაციის წესი ამ დადგენილებაში ცვლილებები იქნა შეტანილი 1999 წლის 20 სექტემბერის №83 დადგენილებით. გარდა ამისა ზვიად ცეცხდაძეს სააღრიცხვო ბარათი შევსებული აქვს 1999 წლის 17 სექტემბერს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის №77-ე და №83-ე დადგენილებები ძალაში შევიდა 22 სექტემბრის №77 და 20 სექტემბრის №83 დადაგენილებები უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებულ ზვიად ცეცხლაძის საარჩევნო უფლებას და ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეხუთე პუნქტს. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მიღებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება “საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ”, 1999 წლის 6 ოქტომრის №141 დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის (ბლოკის) მიერ წარმოდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ” და 1999 წლის 25 აგვისტოს №52 დადგენილება “არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”. ამ სადავო აქტების საფუძველზე ცენტრალურა საარჩევნო კომისიამ №141 დადგენილებით გააუქმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “საქართველოს აღორძინების” პარტიულ სიაში რეგისტრაცია და ოზურგეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული კანდიდატის რეგისტრაცია, რითაც დაირღვა დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ცეცხლაძის კონსტიტუციური უფლება.
მოსარჩელეების აზრით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 49-ე მუხლების პირველი პუნქტებით აღიარებული თავისუფლების, საყოველთაობის და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და 49-ე მუხლი, რის შედეგად დეპუტატობის კანდიდატმა ვერ განახორციელა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.
მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) 1999 წლის 10 აგვისტოს №27 დადგენილება “ზოგიერთი საარჩევნო ფორმის დამტკიცების შესახებ”; ბ) 1999 წლის 15 სექტემბერის №77 დადგენილება “საარჩევნო ოლქმში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”; გ) 1999 წლის 20 სექტემბრის №83 დადგენილება №77 დადგენილებაში “ცვლილებების შეტანის შესახებ”; დ) 1999 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება “საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ”; ე) 1999 წლის 6 ოქტომბრის №141 დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 312 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის (ბლოკის) მიერ წარმოდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ”; ვ) 1999 წლის 25 აგვისტოს №52 დადგენილება “არჩევნების მზადებისა და ჩატარების პერიოდში ინფორმაციის, საქმიანი ქაღალდების, საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-გაცემის ფორმის, წესისა და პროცედურის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.
სასამართლო კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელებისა და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელელთა წარმომადგენლებისა და ადვოკატთა განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი სარჩელების გაერთიანებისა და არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი.
1. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 37-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები დანიშნულია, ან ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 50-ე მუხლის პირველი – მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით.
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლით საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან. ე.ი. სულ 235 დეპუტატისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ანუ 47 დეპუტატს.
ა) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 134-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციურ სარჩელს (აბაშა) ხელს აწერს 54 დეპუტატი. ამის შემდეგ, 2001 წლის 17 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 13 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც ისინი თხოულობენ ბათილად იქნას ცნობილი მათი ხელმოწერა №134 კონსტიტუციურ სარჩელზე. 25 იანვარს დეპუტატ თ. ფიჩხაიას, ხოლო 26 იანვარს დეპუტატებს ბ. ხურციძეს, ფ. ჩიხრაძეს, მ. თევდორაძეს და ე. ნადირაძეს შემოაქვთ განცხადება ანალოგიური მოთხოვნით. ხოლო დეპუტატი როსტომ დოლიძე იმავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე რიგით 52-ე ხელმოწერა მისი არ არის. ზემოთქმულის გათვალისწინებით ვღებულობთ შემდეგ სურათს: 54-13=41-6=35. გარდა ამისა, დეპუტატი ზურაბ ქაფიანიძე არჩეულის ორ გრაფაზე (№20 და №21) აწერს ხელს. ე.ი. ხელმოწერათა რაოდენობას უნდა გამოაკლდეს კიდევ ერთი (35-1=34). საბოლოოდ სარჩელხე იქნება 35 ხელმოწერა.
2001 წლის 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 17 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც მხარს უჭერენ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას. აქედან სამ დეპუტატს, კერძოდ, რ. ქრაძეს, ზ. ქუცნაშვილს და ვ. გვარამიას ხელი აქვთ მოწერილი კონსტიტუციურ სარჩელზე (შესაბამისად №37, №38, №50). ამიტომ 3 უნდა მოაკლდეს 17-ს და რჩება 14 დეპუტატი. 25 იანვარს შემოსული განცხადებით სარჩელს მხარს უჭერენ დეპუტატები: გ. ფაცაცია, ა. ჯიქია, ა. მარშანია, გ. მოდებაძე, ა. შალამბერიძე, და თ. ფიჩხაია. ე.ი. სულ 6 დეპუტატი. ა. შალამბერიძეს ხელი ავქს მოწერილი კონსტიტუციურ სარჩელზეც, ამიტომ იგი უნდა გამოაკლდეს ექვსს (6-1=5). 27 იანვარს შემოსული განცხადებით დეპუტატები დ. კოვზირიძე და ე. ნადირაძე აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისად 18 და 26 იანვარს შემოსულ განცხადებებზე მათი ხელმოწერა, რომლითაც ისინი მოითხოვენ კონსტიტუციურ სარჩელზე მათი ხელმოწერის ბათილად ცნობას, გაუგებრობის ბრალია და თხოულობენ რომ იურიდიული ძალის მქონედ ჩაითვალოს მათი ხელმოწერები კონსტიტუციურ სარჩელზე. საბოლოო სურათი ასეთია: 34+14=48+5=53+2=55. ე.ი. სასარჩელო მოთხოვნას მხარს უჭერს 55 დეპუტატი.
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 139-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს (ფოთი) ხელს აწერს 56 დეპუტატი. 2001 წლის 18 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 11 დეპუტატი, №139 კონსტიტუციურ სარჩელზე მათი ხელმოწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით. 26 იანვარს პარლამენტის წევრებს ლ. მანაგაძეს, ფ. ჩიხრაძეს, გ. ყარყარაშვილს, თ. ღოღობერიძეს და ე. ნადირაძეს (სულ 5 დეპუტატი) შემოაქვთ განცხაება ანალოგიური მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო განცხადებაზე რჩება 40 დეპუტატის ხელმოწერა (56-11=45-5=40).
2001 წლის 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 10 დეპუტატი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე მხარდაჭერის მოთხოვნით. აქედან 2 დეპუტატს ი. ღუდუშაურსა და რ. ბაქრაძეს ხელი აქვთ მოწერილი კონსტიტუციურ სარჩელზე (შესაბამისად №46 და 5). ამდენად ათს უნდა გამოაკლდეს ორი (10-2=8). რჩება 8 დეპუტატი.ასევე 26 იანვარს შემოვიდა 7 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც მხარს უჭერენ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას, აქედან 4 დეპუტატი, კერძოდ, არნ. ფენდერავა, მ. ბარამიძე, მ. შენგელია და ა. წოწონავა ხელს აწერენ 25 იანვარს შემოსულ განცხადებასაც და შესაბამსად შვიდს უნდა გამოაკლდეს ოთხი (7-4=3). ე.ი. რჩება 3 დეპუტატის ხელმოწერა. 22, 23 და 24 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოდის პარლამენტის დეპუტატების ა. შალამბერიძის, ნ. ჯავახიშვილის, თ. ფიჩხაიას, ზ. ქაფიანიძისა და ნ. მოდბაძის (სულ 5 დეპუტატი) განცხადება, კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე მხარდაჭერის მოთხოვნით. მაგრამ ამ დეპუტატებიდან სამს ა. შალამბერიძეს, ნ. ჯავახიშვილსა და ნ. მოდებაძეს ხელი აქვთ მოწერილი კონსტიტუციურ სარჩელზე. ამიტომ ეს სამი უნდა გამოაკლდეს ხუთს (5-3=2). ე.ი. რჩება 2 დეპუტატის ხელმოწერა. საბოლოო შედეგი ასეთია: 40-8=48+3+51+2=53 ე.ი. სასარჩელო მოთხოვნას მხარს უჭერს 53 დეპუტატი.
გ) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 140-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს (წალენჯიზა) ხელს აწერს 58 დეპუტატი. ხელმოწერათა შემოწმებისას გამოირკვა, რომ დეპუტატ ნ. ჯავახიშვილს ერთდროულად ორ გრაფაზე (№36 და №37) აქვს ხელი მოწერილი. ამიტომ ხელმოწერათა საერთო რაოდენობა შეადგენს არა 58-ს, არმედ 57-ს. 2001 წლის 17 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 17 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადება, სადაც ისინი ითხოვენ ბათილად იქნას ცნობილი მათი ხელმოწერა №140 კონსტიტუციურ სარჩელზე. ამ განცხადებას ხელს აწერს დეპუტატი ვ. კვიციანი, რომელიც იქვე აკეთებს შენიშვნას, რომ დეპუტატ ვ. ჭანტურიას საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს და წალენჯიხის არჩევნების დეტალების საქმის კურსში არ არის, ხოლო 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე გამოგზავნილ განცხადებაში მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული განცხადების ტექსტიდან გამომდინარე, მას სასამართლოსათვის რაიმე იურიდიული ქმედების შესრულება არ უთხოვია. აქედან გამომდინარე, ძალაში რჩება მისი ხელმოწერა ძირითად სარჩელზე საქმის განხილვის მხარდაჭერის მოთხოვნით. ამიტომ 17 ხელმოწერას უნდა გამოაკლდეს ერთი (127-1=16). ასევე 26 იანვარს შემოვიდა დეპუტატების ე. ნადირაძისა და გ. ხურციძის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. საბოლოოდ კონსტიტუციურ სარჩელზე ეხება 39 ხელმოწერა (57-16=41-2=39).
2001 წლის 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა განცხადება, 8 დეპუტატის ხელმოწერით, რომლებიც მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას. აქედან 2 დეპუტატი, კერძოდ, რ. ბაქრაძე და ი. ღუდუშაური კონსტიტუციურ სარჩელზეც აწერენ ხელს შესაბამისად №48 და 58) და ამდენად 8-ს უნდა გამოაკლდეს 2 (8-2=6). 18, 22, 23 და 24 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულ განცხადებებში დეპტუტატები ო. ღორჯომელაძე, ნ. მოდებაძე, თ. ფიჩხაია, ა. შალამბერიძე, ი. მინდელი და ზ. ქაფიანიძე (სულ 6 დეპუტატი) გაუგებრობას მიაწერენ მათ ხელმოწერას 17 იანვარს სასამართლოში შემოსულ განცხადებაზე, ამიტომ მოითხოვენ მათი ხელმოწერის ბათილად ცნობას და ითხოვენ იურიდიული ძალის მქონედ ჩაითვალოს მათი ხელმოწერა №140 კონსტიტუციურ სარჩელზე. 26 იანვარს შემოსული განცხადებით დეპუტატები თ. პაატაშვილი და ა. ჯიქია (2 დეპუტატი) უერთდებიან კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მოთხოვნას. საბოლოო სურათი ასეთია: 39+6=45+6=51+2=53. ე.ი. სასარჩელო განცხადებას მხარს უჭერს 53 დეპუტატი.
დ) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 142-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელის (გლდანი) ხელს აწერს 51 დეპუტატი, რომელსაც 32-ე ნომრით ხელს აწერს ვ. კვიციანი, რომელიც 2001 წლის 15 იანვარის წერილში აცხადებს, რომ 2000 წლის 28 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ სასარჩელო განცხადებაზე მას ხელი არ მოუწერია. ამიტომ 51 ხელმოწერას უნდა გამოაკლდეს ერთი (51-1=50). 2001 წლის 17 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 11 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც ისინი უარს ამბობენ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნაზე (50-11=39). 26 ტაგვაოს ანალოგიური მოთხოვნით შემოდის განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 10 დეპუტატი (39-10=29). ასევე 26 იანვარს შემოსული განცხადებით სამი დეპუტატი უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე (29-3=26). ამავე დღეს გამოდის დეპუტატ გ. სანიკიძის მოთხოვნა ანალოგიური მოთხოვნით (26-1=25). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციურ სარჩელზე რჩება 25 დეპუტატის ხელმოწერა.
2001 წლის 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 15 დეპუტუტმა კონსტიტუციურ სარჩელზე მხარდაჭერის მოთხოვნით. 15 დეპუტატიდან ორს, კერძოდ, რ. ბაქრაძეს და თ. ბეჟანიშვილს ხელი აქვს მოწერილი კონსტიტუციურ სარჩელზე (შესაბამისად №2 და №23). ამიტომ 15 ხელმოწერას უნდა გამოაკლდეს 2 ხელმოწერა (15-2=13). 25, 266 28 და 29 იანვარს დეპუტატებმა ა. ჯიქიამ, ბ. ბუცხრიკიძემ, ნ. გრიგალაშვილმა და გ. ბოლოთაშვილმა (სულ 4 დეპუტატი) საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანეს განცხადება კონსტიტუციურ სარჩელზე მხარდაჭერის მოთხოვნით. იანვარს შემოვიდა 5 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი განცხადება ანალოგიური მოთხოვნით. ამ 5 დეპუტატიდან ორს, კერძოდ, ვ. გვარამიასა და ა. გეგაძეს ხელი აქვთ მოწერილი კონსტიუციურ სარჩელზეც (შესაბამისად №42 და №43), ხოლო ორს – გ. თარგამაძესა და თ. გულიაშვილს იმავე დღეს შემოტანილ კოლექტიურ განცხადებაზეც. ამიტომ 5 დეპუტატის ხელმოწერას უნდა გამოაკლდეს 4 (5-4=1). 26 იანვარს დეპუტატებმა ვ. გვაზავამ და გვაძაბიამ შემოიტანეს განცხადება, რითაც მხარს უჭერდნენ კონსტიტუციურ სარჩელის განხილვას. ხოლო 29 იანვარს შემოიტანეს განცხადება, რომლითაც მათ მიერ შემოტანილი განცხადების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. ამიტომ მათი განცხადებები კოლეგიამ ბათილად ჩათვალა. საბოლოოდ ვღებულობთ შემდეგ სურათს: 25+13=38+4=42+1=43. კონსტიტუციურ სარჩელზე რჩება 43 დეპუტატის ხელმოწერა.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 142-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს ხელს არ აწერს კანონით დადგენილი დეპუტატთა საჭირო რაოდენობა. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 და მე-18 მუხლის “ბ” პუნქტებიდან გამომდინარე კოლეგია კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად ვერ მიიღებს.
ე) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 151-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელს (ზ. ცეცხლაძე) ხელს აწერს 48 დეპუტატი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ვ. გელბახიანმა უარი თქვა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის იმ დებულების მითითებით, სადაც “მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს თავდაპირველი მოთხოვნის საგანი და საფუძველი, გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე”.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის იმავე პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა... იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”. ამასთან ვ. გელბახიანი სასამართლო კოლეგიას თხოვს იშუამდგომლოს სასამართლო პლენუმის წინაშე. რათა რიგგარეშე იქნას განხილული ამავე საკითხზე დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ცეცხლაძის მიერ შემოტანილი სასარჩელო განცხადება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებიდან უფლებამოსილი სუბიექტის მიერ წარდგენილად უნდა ჩაითვალოს ის სარჩელები, რომლებსაც განმწესრიგებელი სხდომის დამთავრებამდე მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მიუხედავად იმისა, სარჩელზე საბოლოოდ ხელმომწერთა შორის ფიგურირებენ თუ არა, ისეთი დეპუტატების ხელმოწერები, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის დროს საერთოდ არ იყვნენ პარლამენტის წევრები6 მაგრამ სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვამდე გახდნენ დეპუტატები,კოლეგია თვლის, რომ ადგილი არა აქვს სარჩელის აღძვრისათვის დადგენილი წესების დარღვევას, ჯერ ერთი, თავდაპირველად ყველა სარჩელი აღძრული იყო “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მხარდაჭერით. სარჩელების აღძვრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გამნწესრიგებელ სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე წარმოდგენილი იქნა პარლამენტის ათეული წევრის უარი სარჩელზე, შემდეგ კი, განმწესრიგებელი სხდომის პერიოდში, პერმანენტულად იცვლებოდა სარჩელის განხილვის მომხრე და მოწინააღმდეგე პარლამენტართა რაოდენობა ორივე მიმართულებით.
მეორე, საქართველოს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 37-ე მუხლი კონსტიტუციური სარჩელის სუბიექტად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ე.ი. რომ რაოდენობრივ და არა საელობით შემადგენლობას, ამიტომ სარჩელზე უარის თქმის გამო გასულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ჩანაცვლება, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის. საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებით, არ ეწინააღმდეგება კანონს და სარჩელის აღძვრისათვის დადგენილ სამართალწარმოების სხვა ნორმებს.
სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ სასამართლომ არ მიიღო დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი პარლამენტის წევრთა ახალი ხელმოწერები, სარჩელის უარყოფის ან მხარდაჭერის შესახებ. ვინაიდან საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
2. ა) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 131-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის (აბაშა) დავის საგანია №63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემის ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის საქართველოს პარლაენტის 1999 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის “V პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც ეხება №63 აბაშიძის საარჩევნო ოლქმში პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას.
ვინაიდან ამ კონსტიტუციურ სარჩელში სადაო არჩევნების კონსტიტუციურობა, სასამართლო განხილვა წარიმართება “საქართველოს კონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტისა და 37-ე მუხლის 1-ლი მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მოპასუხეა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ დავას აღნიშნული ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ძალით, განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 139-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი (ფოთი) ერთმანეთისაგან განსხვავებულ ორ დავის საგანს მოიცავს:
(ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 დეკემბერის №192/193 დადგენილების №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 უბნებში არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბერის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც ეხება №70 ფოთის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად პეტრე ბერაიას ცნობას.
(ბ) საქართველოს პარლამენტის “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დადასტურების შესახებ” 1999 წლის 20 ნოემბერის დადგენილების იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც ეხება პეტრე ბერაიას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას.
პირველ შემთხვევაში სადავოა არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად, სასამართლო განხილვა წარიმართება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პუნქტისა და 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისადაქ. ამავე 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ დავას, აღნიშნული ორგანული კანონის 2-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ძალით განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
მეორე შემთხვევაში სადავო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი. რის გამოც სასამართლო განხილვა წარიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე19-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის მიხედვით. ამ უკანასკნელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მოპასუხედ ითვლება საქართველოს პარლამენტი, ხოლო ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
გ) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 140-ე ნომრით დარეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელიც (წალენჯიხა) ერთმანეთისაგან განსხვავებულ ორ დავის საგანს შეიცავს.
(ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 იავრის №190 დადგენილების №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 იანვრის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმის V პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქმში არჩეულ პარლამენტის წევრად ჭანტურიას ცნობას, აგრეთვე VII პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც ეხება ამავე ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას.
(ბ) საქართველოს პარლამენტის “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დადასტურების შესახებ” 1999 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილების იმ ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც ეხება ვალერი ჭანტურიას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურებას.
ბუნებრივია, აქაც, პირველ შემთხვევაში სადავოა არჩევნების კონსტიტუციურობა და, მაშასადამე, სასამართლო განხილვა წარიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტისა და 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ დავას, აღნიშნული ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
მეორე შემთხვევაშიც, სადავოა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რის გამოც სასამართლო განხილვა წარიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ზ” პუნქტისა და მე-40 მუხლის მიხედვით. ამ უკანასკნელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მოპასუხე ითვლება საქართველოს პარლამენტი, ხოლო ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძალით, საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
ამგვარად, განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებული სადავო საკითხების ერთი ნაწილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, მეორე ნაწილი კი კოლეგიის განსჯადია.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით მკვეთრად არის ერთმანეთისაგან გამიჯნული, ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა და მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსახილველი საკითხები. მაშასადამე, დაუშვებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილოს სასამართლო კოლეგიის კომპეტენციაში შემავალი საკითხები (ისევე, როგორც კოლეგია ვერ განიხილავს პლენუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს).
აქედან გამომდინარე, გამორიცხულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველ საკითხად – დავა არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ გაერთიანდეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსახიველ საკითხთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
სასამართლო კოლეგიის აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 134-ე, 139-ე და 140-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების ის მოთხოვნები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია, შეიძლება გაერთიანდეს და ერთობლივად განიხილოს იმ საფუძვლით, რომ სამივე დავა ერთი და იგივე კატეგორიისა, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია, მათი განხილვა გაიმართება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “დ” პუნქტისა და 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სამივეგან მოსარჩელეები, ისევე, როგორც დავის საგანი, ანალოგიურია, მოპასუხეც ერთი და იგივეა.
აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ამჟამად ამ სამი გაერთიანებული სადავო საკითხის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს გადაწყვეტს, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად სადავო საკითხებს, მათი არსებითად განსახილველად მიღება-არმიღების შესახებ სასამართლო კოლეგია ამჯერად არ იმსჯელებს. ეს საკითხი სხვა დროს. კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით განიხილება და გადაწყდება.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველ ხსენებულ სადავო საკითხებთან მიმართებით დაცულია “სკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელე მხარეები უფლებამოსილი სუბიექტებია და სამივე სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, საკონსტიტციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 21-ე და 22-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე და მე-40 მუხლებითა და 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგია
ადგენს:
1. მიღებული იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (აბაშა) 134-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი №63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 24 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა, ჩატარებისა და მისი შედეგების ბათილად და არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის “1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმის” V პუნქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობის და საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის საკითხი, რომელიც ეხება №63 აბაშიძის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას;
2. მიღებული იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ფოთი) 139-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქარათველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 უბნებში არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, 1999 წლის 19 ნოემბრის 192/193 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18 ნოემბერის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმის V პუნქტის იმ ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის საკითხს, რომელიც ეხება №70 ფოთის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად პეტრე ბერაიას ცნობას.
3. მიღებული იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (წალენჯიხა) 40-ე ნომრით რეგისტრირებული საკონსტიტუციო სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ 1999 წლის 19 ნოემბერის დადგენილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 18 ნოემბერის “საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის და ხელახალი ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმის V პუნქტის იმ ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის რომელიც ეხება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქმში არჩეულ პარლამენტის წევრად ვალერი ჭანტურიას ცნობას და VII პუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობას, რომელიც ეხება ამავე ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას;
4. პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
5. გაერთიანდეს პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული კონსტიუციური სარჩელები მათი ერთობლივად განხილვის მიზნით ერთ საქმედ - “საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი” (1) 134-ე ნომრით რეგისტრირებული (აბაშა), (2) 139-ე ნომრით რეგისტრირებული (ფოთი) და (3) 140-ე ნომრით რეგისტრირებული (წალენჯიხა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ;
6. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი;
7. არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული პარლამენტის წევრთა ჯგუფის (გლდანი) 142-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი;
8. შეწყდეს სამართალწარმოება პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ზ. ცეცხლაძე) 151-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელზე. სასამართლო კოლეგია შუამდგომლობს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე, რათა ეს საკითხი განხილული იქნეს რიგგარეშე;
9. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ფოთი) 139-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის სადავო საკითხი “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბერის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის პეტრე ბერაიას უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (წალენჯიხა) 140-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის სადავო საკითხი “საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბერის №3 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 54-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით იმ ნაწილში, რომელითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი ჭანტურიას უფლებამოსილება, განიხილება საერთო წესით თავისთავად კონსტიტუციური სარჩელის სახით;
10. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
11. განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბერიძე (თავმჯდომარე)
2. ლამარა ჩორგოლაშვილი
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე)