საქართველოს სახალხო დამცველი საქართველის იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1637 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 27 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულება“;
ბ. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება“;
გ. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულება“;
დ. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება“;
ე. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულება“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის საგანი
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანია:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულებების (შემდგომში, დებულებები) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით;
2. №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში;
3. ასევე, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, ისევე, როგორც №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-5 და №6 დაწესებულების დებულების 27 მუხლის მე-5 პუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართების, რომლითაც, პატიმარი დეესკალაციის ოთახში შესაძლებელია მოთავსდეს შეუზღუდავი რაოდენობით.
ზემოაღნიშნულ პირველ ჯგუფში გათვალისწინებული სადავო ნორმების შესაბამისად, თუ (შიდა კლასიფიკაციის საკანში/საკანში განთავსებული) ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
ამრიგად, დეესკალაციის ოთახში პატიმარის მოთავსება ხდება იმ საფრთხის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც შეიძლება პატიმარმა შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
№2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებენ პატიმრის დეესკალაციის ოთახში 72 საათის განმავლობაში მოთავსების შესაძლებლობას. ამავე დროს, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, ისევე, როგორც №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-5 და №6 დაწესებულების დებულების 27 მუხლის მე-5 პუნქტები პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსებას, შესაბამისი საფრთხის არსებობისას, უშვებენ შეუზღუდავი რაოდენობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლისა და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის მე-6 პუნქტების თანახმად, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.
დეესკალაციის ოთახის გამოყენების პრაქტიკა
როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მოუწოდებს შესაბამის უწყებას, უზრუნველყოს, რომ დეესკალაციის ოთახის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენება, ხდებოდეს მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, არა უმეტეს 24 საათისა და მულტი-დისციპლინური მუშაობის პირობებში. მიუხედავად ამისა, კვლავ აქვს ადგილი პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივ, არამიზნობრივ და დასჯის მიზნით მოთავსებას, რაც სახალხო დამცველის შეფასებით უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.[1]
დეესკალაციის ოთახში პატიმრის ხანგრძლივი დროით მოთავსება
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ 2018 წელს საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების დრო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს.[2] მიუხედავად ამისა, პენიტენციური დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებული გადაყვანის ვადად კვლავ 72 საათია განსაზღვრული. ამასთანავე, არ არის შეზღუდული დეესკალაციის ოთახში პატიმრის განმეორებით მოთავსების რაოდენობა.
2020 წელს N2, N3, N6 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტების შედეგად გაირკვა, რომ პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანა უმეტეს შემთხვევაში ხდება მაქსიმალური ვადით და ადგილი აქვს ერთი და იგივე პირის ფაქტობრივად უწყვეტ მოთავსებას რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალებით. ასე, მაგალითად, N3 დაწესებულებაში, ერთ შემთხვევაში პატიმარი 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი იქნა 27-ჯერ, საიდანაც აღნიშნული პატიმარი 4 შემთხვევაში დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად წუთებისა და საათების ინტერვალებით მოთავსებული იყო 9, 7, 6 და 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე საათი და წუთია მითითებული, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პატიმრის გამოყვანა ხდება ფორმალურად.[3] N6 დაწესებულებაში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრებს მაქსიმუმ 14 დღემდე ვადითაც ათავსებდნენ. ასევე, N6 დაწესებულებაში ადგილი აქვს დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პატიმრების მიმართ ხელბორკილების დადების პრაქტიკას. დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ პატიმრებისთვის ხელბორკილების დადება ხდება საშუალოდ 3-4 საათით, თუმცა დაფიქსირებულია 6 საათით ან 9 საათით ხელბორკილების დადების შემთხვევებიც (ერთ-ერთ პატიმარს ღამის 12 საათზე დაადეს და დილით 9 საათზე მოხსნეს). 2020 წლის განმავლობაში 17 დეკემბრის ჩათვლით ხელბორკილები გამოყენებულ იქნა 33 შემთხვევაში.
N8 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დეესკალაციის ოთახების და სამარტოო (უსაფრთხო) საკნების გამოყენება არასრულწლოვნებთან მიმართებითაც ხდება. ასე, მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრიდან 7 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში არასრულწლოვანი პატიმრები სამარტოო (უსაფრთხო) საკანში 10 შემთხვევაში მოათავსეს და აქედან 1 შემთხვევაში არასრულწლოვანი 6 დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტად იმყოფებოდა. დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ის 24 საათის გასვლის შემდეგ გამოყავდათ სამარტოო (უსაფრთხო) საკნიდან და რამდენიმე წუთში აბრუნებდნენ უკან. სახალხო დამცველი თვლის, რომ დაუშვებელია სამარტოო (უსაფრთხო) საკანსა და დეესკალაციის ოთახში არსებულ არასათანადო პირობებში და მითუმეტეს, ხანგრძლივად არასრულწლოვნის მოთავსება. აღნიშნული პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.[4]
დეესკალაციის ოთახის არამიზნობრივი გამოყენება
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ დეესკალაციის ოთახში/სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსება ვერ უზრუნველყოფს პატიმრის მიერ საკუთარი თავის დაზიანების თავიდან აცილებას და მის დამშვიდებას. დეესკალაციის ოთახები და სამარტოო (უსაფრთხო) საკნები არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი და ამ საკნებში არსებული პატიმრობის პირობები ხშირად, პატიმრების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც ხდება.
ასე, მაგალითად, N2 დაწესებულებაში 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირდა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების 8 შემთხვევა, ხოლო N8 დაწესებულებაში - 31 თვითდაზიანების შემთხვევა, N3 დაწესებულებაში 2019 წლის სამი თვის განმავლობაში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.[5]
N8 დაწესებულებაში ასევე დაფიქსირდა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების შემთხვევები. მაგალითად, 2016 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, დეესკალაციის ოთახში თვითდაზიანება პატიმრებმა 25 შემთხვევაში მიიყენეს. შესაბამისად, ნათელია, რომ მხოლოდ უსაფრთხო ოთახში მოთავსება ვერ იქნება ეფექტური საშუალება პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების თავიდან ასაცილებლად და იქ არსებული პატიმრობის პირობები, იზოლირებასთან ერთად შესაძლოა პატიმრის მიერ აუტო-აგრესიის მაპროვოცირებელიც კი გახდეს.[6]
N3 დაწესებულებაში დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების რამდენიმე შემთხვევა ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის მიერ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამ ზომის გამოყენების ეფექტურობას. 2016 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, დეესკალაციის/უსაფრთხო ოთახში პატიმრებმა თვითდაზიანება 9 შემთხვევაში მიიყენეს. შესაბამისად, ნათელია, რომ მხოლოდ აღნიშნულ ოთახში მოთავსება არაა ეფექტიანი საშუალება პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების თავიდან ასაცილებლად.[7]
დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება უნდა ემსახურებოდეს მათ შორის, პატიმრის მიერ საკუთარი თავის დაზიანების თავიდან აცილების მიზანს, თუმცა N2 და N8 დაწესებულების დეესკალაციის ოთახები არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი და ამ ოთახებში არსებული პატიმრობის პირობები ხშირად, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც ხდება. N2 დაწესებულებაში 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირდა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების 8 შემთხვევა, ხოლო N8 დაწესებულებაში - 31 თვითდაზიანების შემთხვევა, რაც ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის მიერ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამ ზომის გამოყენების ეფექტურობას.[8]
ამრიგად, შესაძლებელია ითქვას, რომ პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების ზემოაღნიშნული შემთხვევები ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის მიერ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ამ ზომის გამოყენების ეფექტურობას. დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებამდე ან მოთავსების პარალელურად არ ხდება მულტი-დისციპლინური გუნდის მუშაობა, კრიზისის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. დაწესებულების თანამშრომლები არ არიან გადამზადებულნი კრიზისული შემთხვევის არა-ძალისმიერი მეთოდებით მართვის უნარებსა და დეესკალაციის მეთოდებში.[9] იგივეს მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი.[10]
2020 წელს დახურულ და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების[11] შედეგად გაირკვა, რომ ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლის მოთხოვნებს და წარმოადგენს სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.[12]
აღსანიშნავია, რომ დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომლიც არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტი-დისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა. ხოლო, თუ მულტი-დისციპლინური გუნდის მუშაობა არასაკმარისი იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნის მისაღწევად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.[13]
დეესკალაციის ოთახის დასჯის მიზნით გამოყენება
პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრების დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში მოთავსება რეალურად ხორციელდება ნორმატიული საფუძვლის (საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი), არსებობის გარეშე. კერძოდ, პატიმრების განცხადებით, მითითებულ საკნებში მოთავსების რეალურ მიზეზს დაწესებულების თანამშრომლების მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, პატიმრების მიერ პროტესტის გამოხატვა, სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევა და დაწესებულების თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შელაპარაკება წარმოადგენს. ასე მაგალითად, N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი მოთავსებული იყო დეესკალაციის ოთახში. მისი გადმოცემით, დეესკალაციის ოთახში მოთავსების რეალური მიზეზი გახდა კუთვნილი სატელეფონო საუბრის მოთხოვნა. პატიმრის განმარტებით, დაწესებულების თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ მას უნდა დაერეკა ჟურნალისტებთან და ესაუბრა დაწესებულებაში მის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მისი განმარტებით, ის არც აღელვებული ყოფილა და არც თვითდაზიანების შემთხვევა არ ჰქონია.[14]
აღსანიშნავია, რომ დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები; ამ ოთახებში მოთავსებული პატიმრების ტანსაცმელი ინახება დაწესებულების თანამშრომლებთან და პატიმრებს საკუთარ ტანსაცმელზე წვდომა შეზღუდული აქვთ. დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო საკნებში ყოფნის დროს, პატიმრებს უმეტესად არ ეძლევათ შხაპის მიღების და გასეირნების საშუალება; მათ შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ დეესკალაციის ოთახში და სამარტოო საკანში მოთავსებისას პატიმრებს ეზღუდებათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, უარესდება მათი საცხოვრებელი პირობები, არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური დახმარება, გამოკითხული პატიმრები დეესკალაციის ოთახში მოთავსებას აღიქვამდნენ როგორც „ჭკუის სასწავლებელ“ ღონისძიებას. ამასთან პატიმრები აცხადებენ, რომ დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო საკნებში მოთავსების პარალელურად, მათ მიმართ ხდება დისციპლინური სახდელების გამოყენება.[15]
ასე, მაგალითად, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ N3 დაწესებულებაში ადგილი აქვს დეესკალაციის ოთახში მყოფი პატიმრების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებას, რაც აძლიერებს პატიმრების განცდას, რომ აღნიშნულ ოთახებში გადაყვანა მათი დასჯის მიზანს ემსახურება. კერძოდ, 2019 წლის იანვრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებულებაში დაფიქსირდა დისციპლინური სახდელების გამოყენების 660 შემთხვევა, საიდანაც 74 შემთხვევაში დისციპლინური სახდელი დაკისრებულ იქნა პატიმრის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას. N3 დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.[16]
ნიშანდობლივია, რომ წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში სერიოზული შეშფოთება გამოხატა დეესკალაციის ოთახის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით. კომიტეტმა დეესკალაციის ოთახების 72 საათიანი ვადით ხშირი გამოყენების პრაქტიკა შეაფასა, როგორც დე ფაქტო დასჯა. ამასთანავე, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი გამოკითხული პატიმრისთვის დეესკალაციის ოთახში მოთავსება აღიქმებოდა, როგორც მათ მიერ გამოვლენილი რთული ქცევის საპასუხო სასჯელი.[17]
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ზემოაღნიშნული დებულების მიზნებისთვის, მოპყრობა რომ ჩაითვალოს არაჰუმანურად, სასტიკად ან პატივისა და ღირსების შემლახველად, ის უნდა აღწევდეს სიმწვავის განსაზღვრულ დონეს. „არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს ... ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -185).[18]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოპყრობის სიმწვავის დონის შეფასება დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე. „[მოპყრობის] შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532/533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -180).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181).
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებების მიმართ
მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებების მიმართ გაანალიზა პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა თუ ბრალდებულთა შემოწმების იმგვარი პროცედურების კონსტიტუციურობის შეფასებისას, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ადამიანის სხეულის ანდა მისი ნაწილის გაშიშვლებას.[19]
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასახელებულ საქმეში გაკეთებული განმარტებით, „...მიუხედავად იმისა, რომ პირის გაშიშვლება ინტენსიური ხასიათის შეზღუდვაა და, შესაძლოა, იწვევდეს დისკომფორტის და სირცხვილის შეგრძნებას, იგი, თავისთავად, არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობად. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლების ღონისძიება ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ, თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, იგი არ შეფასდება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა.“[20]
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, რომ ცალკეული მოპყრობის ფორმა per se კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის საწინააღმდეგო შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უადგილო იქნება მოპყრობის მიზნებისა და აუცილებლობის შეფასება. თუმცა, სასამართლოს განმარტებით, პირის გაშიშვლება მისი შემოწმების მიზნით არ წარმოადგენს თავისთავად კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლით აკრძალულ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.[21]
ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, „...რომ დაუშვებელია, პირის მიმართ ისეთი ინტენსიური შემზღუდველი ღონისძიება, როგორიც არის სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილების გაშიშვლება, გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმგვარ წნეხს, რომელიც აშკარად აჭარბებს თავისუფლების შეზღუდვის თანმდევ ლეგიტიმურ მოპყრობასა და თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი ყველა სხვა ზომა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განკუთვნილი, თანაზომიერი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპყრობა თვითმიზნურად ჩაითვლება და შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“[22]
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს იქ მოთავსებული პირების უფლებებს, არ უნდა იწვევდეს ტკივილის, დისკომფორტის, ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღონისძიება დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციის (თავდაპირველი რედაქციის) მე-17 მუხლს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება. ... ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების არსი, მისი ლეგიტიმური მიზანი და თანაზომიერება.“[23]
სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების არსი და მიზანი
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ზოგადად, სადავოდ არ ვხდით დეესკალაციის ამ ღონისძიების კონსტიტუციურობას, სადავოდ მიგვაჩნია მხოლოდ მისი არა სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით გამოყენების კონსტიტუციურობა. ასევე, სადავოდ მიგვაჩნია დეესკალაციის ამ ღონისძიების, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, ხანგრძლივი და მრავალჯერადი გამოყენების კონსტიტუციურობა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულებების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ (შიდა კლასიფიკაციის საკანში/საკანში განთავსებული) ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დებულებათა ზემოაღნიშნული მუხლების მე-6 პუნქტების თანახმად, დაუშვებელია დეესკალაციის ამ ღონისძიების დასჯის მიზნით გამოყენება.
როგორც დასახელებულ სადავო ნორმაშია მითითებული, დეესკალაციის ოთახში მოთავსება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებათა ზემოაღნიშნული დებულებების სხვა ნორმები ასევე განსაზღვრავენ ე.წ. უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს. კერძოდ, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-26 მუხლის, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 24-ე მუხლის და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 25-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ, სპეციალური საშუალებების გამოყენება; სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება; დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება; დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა.
თუ შევადარებთ ამ ორ ღონისძიებას, ცხადია, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსება (რომელიც, თავის მხრივ, აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერითა და 24 საათიანი ვიზუალური კონტროლით, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით) უნდა ხდებოდეს მაშინ, როდესაც პატიმრის მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა წარმოშობს მისი, მათ შორის, საკუთარი თავისგან დაცვის გადაუდებელ აუცილებლობას. სამედიცინო პერსონალის ჩართულობა კი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს, მიუთითებს იმაზე, რომ დეესკალაციის სწორედ ამ და არა სხვა, მაგალითად, უფრო მეტად სამედიცინო ხასიათის ღონისძიების გამოყენების გადაუდებელი საჭიროება დგას იმ კონკრეტულ მომენტში. ამდენად, ეს ღონისძიება ემსახურება პატიმრის უსაფრთხო ფიზიკურ გარემოში მოთავსებას, მისი იმ წუთიერი მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობით გამოწვეული (თვით-)აგრესიის დეესკალაციისთვის. შესაბამისად, პატიმრის ამგვარი შეზღუდვა ემსახურება მისი აგრესიის დეესკალაციის მიზანს, რაც უდავოდ წარმოადგენს როგორც საჯარო, ისე კერძო, უშუალოდ პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის უმნიშვნელოვანეს ინტერესს.
გამოსადეგობა
უნდა ითქვას, რომ სადავო ნორმის საფუძვლად მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის მითითება არ წარმოადგენს მისი კონსტიტუციის შესაბამისად მიჩნევის თვითკმარ საფუძველს. აუცილებელია, რომ უფლების შემზღუდველი ღონისძიება ასევე წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. გამოსადეგობის მოთხოვნის დაკმაყოფილებულად მიჩნევისთვის, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის.[24] შესაბამისად, გამოსადეგობის კომპონენტი მიიჩნევა დაკმაყოფილებულად, როდესაც კანონმდებლის მიერ შერჩეული საშუალება ობიექტურად მიმართულია ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ.
როგორც უკვე ითქვა, №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ (შიდა კლასიფიკაციის საკანში/საკანში განთავსებული) ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. ამგვარად, დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს ან სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია, ან დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკი. მაშასადამე, დაწესებულების არასამედიცინო პერსონალის პატაკი წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებელ, თვითკმარ საფუძველს, მაშინაც კი, როდესაც პატიმარი შესაძლებელია საჭიროებდეს სხვა სახის, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის ჩარევას, მაგალითად, როდესაც პატიმრის აგრესიის საფუძველს წარმოადგენს სამედიცინო ან სხვა ხასიათის პრობლემით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება, მინიმუმ, შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირებთან ერთობლივად უნდა იქნეს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ღონისძიების მიზნის საპირისპიროდ, პატიმრის მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდეს.
მართალია, სადავო ღონისძიების მომწესრიგებელი ნორმებით გათვალისწინებულია, მაგალითად, დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ დაწესებულების ექიმის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაუყოვნებლივი სამედიცინო შემოწმება,[25] ისევე, როგორც დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების თაობაზე ოქმში, გონივრული შუალედებით, უნდა გაკეთდეს ჩანაწერი მისი მდგომარეობის შესახებ[26] (არსებული პრაქტიკით, დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ პატიმრის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერს „გონივრული შუალედებით“ (დღეში 2-ჯერ) აკეთებს სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომელი, რომელიც ამ ოთახებთან მორიგეობს. ჩანაწერები კეთდება სპეციალურ ფორმაში, ისინი არის შაბლონური და ფორმალური. ძირითადად მიეთითება მოკლედ, რომ „პატიმარი არის აგრესიული, ყვირის და ა.შ.“ პატიმრის დეესკალაციის ოთახიდან გაყვანამდე კეთდება ჩანაწერი, რომ „პატიმარი დამშვიდდა“. რაც მთავარია, ამას აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ რეჟიმის თანამშრომელი), მიუხედავად ამისა, გაუგებარია თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი და რა შედეგი მოჰყვება მათ, მაგალითად, როდესაც 24 საათის განმავლობაში პირის მდგომარეობა არის უცვლელი, ან თუ აღელვება კიდევ უფრო გამწვავდა. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ მიზანს უფრო მეტად წარმოადგენს ის, რომ ამ ღონისძიების დროს პატიმარი არ დაშავდეს ან თვითდაზიანება არ მიიყენოს, ვიდრე მისი ძლიერი სულიერი აღელვების შემსუბუქება.
უფრო მეტიც, როგორც სადავო ნორმების შინაარსიდან ირკვევა, ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა,[27] ამასთან ერთად, შესაბამისი საფრთხის არსებობისას, პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.[28] ასე, მაგალითად, როდესაც მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო პატიმარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს, გაუგებარია, არასამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით, რა რაოდენობით უნდა იქნეს გამოყენებული დეესკალაციის ეს სტატიკური ღონისძიება. ასევე, გაუგებარია, როდესაც სამედიცინო პერსონალი დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსების რეკომენდაციას არ იძლევა, თუმცა, ამას მოითხოვს შესაბამისი თანამშრომელი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ვისი პოზიცია უნდა გაიზიაროს. ამის თაობაზე სადავო ნორმები პირდაპირ მითითებას არ შეიცავენ, რის გამოც თვითნებური გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს ქმნიან. უნდა ითქვას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ სამედიცინო პერსონალის ჩართულობა აქცევს ამ ღონისძიებას ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
ის, რომ სადავო ნორმებს პრობლემა აქვს გამოსადეგობის თვალსაზრისით, ასევე დასტურდება დეესკალაციის ოთახში პატიმრის შეუზღუდავი რაოდენობით მოთავსების შესაძლებლობით. თუ დეესკალაციის ოთახში 72 საათიანმა, მაშასადამე, 3 დღე-ღამის განმავლობაში მოთავსებამ შედეგი არ გამოიღო, ეჭქვეშ დგება როგორც მისი თავდაპირველი, ისე ყოველი შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობა, თუნდაც მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალის შესაბამისი რეკომენდაცია არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ დაწესებულების იმ თანამშრომლის პატაკზე, რომელსაც სამედიცინო კვალიფიკაცია შეიძლება საერთოდ არ გააჩნდეს. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევენ ამ სტატიკური ღონისძიების შეუზღუდავი რაოდენობით გამოყენების შესაძლებლობას, რაც ელემენტარულ ლოგიკასაა მოკლებული, თუ მისი გამოყენებით პატიმრის დაშინება, მისი დაქვემდებარება, ფიზიკური და მორალური გატეხვა არ არის მიზნად ქცეული, რაც, ეწინააღმდეგება არამხოლოდ ღონისძიების უშუალო მიზანს, არამედ, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს. აღნიშნული გარემოება დასტურდება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული არაერთი მონიტორინგის საფუძველზე. ასე, მაგალითად, N3 დაწესებულებაში, ერთ შემთხვევაში პატიმარი 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი იქნა 27-ჯერ, საიდანაც აღნიშნული პატიმარი 4 შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად წუთებისა და საათების ინტერვალებით მოთავსებული იყო 9, 7, 6 და 4 დღის განმავლობაში.[29] გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე საათი და წუთია მითითებული, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პატიმრის გამოყვანა რეალურად არ ხდება და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი გააჩნია.[30]
გამოსადეგობის თვალსაზრისით, ასევე ბუნდოვანია დეესკალაციის ოთახში მოთავსების 72-საათიანი, ანუ 3 დღე-ღამის განმავლობაში მოთავსების ვადა. როდესაც პატიმრის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან/და გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გრძელდება 24 საათი ან უფრო მეტ ხანს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მწვავე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან, შესაძლებელია ფსიქოზთან, რა დროსაც უსაფრთხოების სტატიკური ღონისძიება უნდა ჩანაცვლდეს უფრო მეტად დინამიური, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის სხვა ღონისძიებით. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ, საჭიროა უშუალოდ ამ ღონისძიების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესაბამის პროფესიონალთა ჯგუფის მიერ კვალიფიციური შეფასება.
ამ მხრივ, მხედველობაშია მისაღები, ჩვენს მიერ ზემოთ განხილული, უსაფრთხოების ღონისძიება - პატიმრის სამარტოო საკანში 24-საათიანი მოთავსება, თვითონ პატიმრის, ან გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე.[31] ამგვარად, უსაფრთხოების ღონისძიებების მომწესრიგებელი ნორმები ითვალისწინებენ წარმოშობილი პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას, როდესაც ღონისძიება დასახული მიზნის მისაღწევად ობიექტურად გამოუსადეგარი ხდება. აღნიშნულისგან განსხვავებით, როდესაც დეესკალაციის ოთახში მოთავსება ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მაშასადამე, პატიმრის მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მინელებას, მას შედეგად მოჰყვება იგივე ღონისძიების ხელმეორედ გამოყენება, ნაცვლად, თუნდაც, პატიმრის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისა, სადაც მას ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ.
ამ მხრივ, კვლავ მხედველობაშია მისაღები პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, რომლის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დახურულ და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. სპეციალური პრევენციული ჯგუფის განცხადებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 მუხლის მოთხოვნებს და წარმოადგენს სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.[32] დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტი-დისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა. ხოლო, თუ მულტი-დისციპლინური გუნდის მუშაობა არასაკმარისი იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნის მისაღწევად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.[33]
დეესკალაციის სადავო ღონისძიების არამიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობაზე მეტყველებს, ასევე, მისი მომწესრიგებელი მუხლების მე-7 და მე-8 პუნქტები. კერძოდ, ამ ნორმების თანახმად, მსჯავრდებულის/ბრალდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა დასაშვებია დამცველთან/ადვოკატთან შესახვედრად, ასევე საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში (მათ შორის ასევე უნდა ვიგულისხმოთ სასამართლო განხილვაში) მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი. თუ პატიმრის მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ისეთ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მისი სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში, სავალდებულო 24-საათიანი ვიზუალური კონტროლისა და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის პირობებში მოთავსება, გაუგებარია, როგორ შეძლებს იგი დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას, მითუმეტეს საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, როგორც შესაბამისი ნორმები მიუთითებენ, მისი დაბრუნება კვლავ უნდა მოხდეს დეესკალაციის ოთახში, ვინაიდან, აღმოფხვრილი შეიძლება არ იყოს მისი იქ მოთავსების გარდაუვალი საჭიროება. აღნიშნული გარემოება ასევე მეტყველებს იმაზე, რომ დეესკალაციის ოთახში შეიძლება მოთავსებული იქნეს ისეთი პირი, რომელსაც უნარი შესწევს იმდენად გააკონტროლოს საკუთარი ქცევა, რომ კონსულტაციისთვის შეხვდეს დამცველს/ადვოკატს და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედებაში. სწორედ ამიტომ, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ ანგარიშში სერიოზული შეშფოთება გამოხატა დეესკალაციის ოთახის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით. კომიტეტმა დეესკალაციის ოთახების 72-საათიანი ვადით ხშირი გამოყენების პრაქტიკა შეაფასა, როგორც დე ფაქტო დასჯა. ამასთანავე, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი გამოკითხული პატიმრისთვის დეესკალაციის ოთახში მოთავსება აღიქმება, როგორც მათ მიერ გამოვლენილი რთული ქცევის საპასუხო სასჯელი[34] და ეს იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი ნორმები პირდაპირ კრძალავენ ამ ღონისძიების დასჯის მიზნით გამოყენებას.
როგორც უკვე აღინიშნა, უფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის მოთხოვნის დაკმაყოფილებულად მიჩნევისთვის, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვის ფორმას შორის.[35] შესაბამისად, გამოსადეგობის კომპონენტი დაკმაყოფილებულად მიიჩნევა, როდესაც კანონმდებლის მიერ შერჩეული საშუალება ობიექტურად მიმართულია ლეგიტიმური მიზნის, მაშასადამე, პატიმრის მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციის და შედეგად გამოწვეული (თვით-)აგრესიის დეესკალაციის მიღწევისკენ. უნდა ითქვას, რომ დეესკალაციის ამ ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მულტი-დისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მონაწილეობა განაპირობებს მის მიზანშეწონილობას. ამასთან ერთად, დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება უნდა წარმოადგენდეს ზემოაღნიშნული ჯგუფის უშუალო მონაწილეობით მიღებულ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელებულ იმ წუთიერ და დროში მაქსიმალურად შეზღუდულ ღონისძიებას, რომელსაც გონივრულ დროში თუ არ მოჰყვა პატიმრის მწვავე მდგომარეობის სტაბილიზაცია, გამოყენებული უნდა იქნეს სხვა, შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული ღონისძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივმა და უწყვეტმა მოთავსებამ, პირიქით, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიაყენოს პატიმრის ჯანმრთელობას. ამაზე მეტყველებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შესწავლილი შესაბამისი შემთხვევებიც. ასე, მაგალითად, N2 დაწესებულებაში 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირდა დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების 8 შემთხვევა, ხოლო N8 დაწესებულებაში - 31 თვითდაზიანების შემთხვევა, N3 დაწესებულებაში 2019 წლის სამი თვის განმავლობაში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) დეესკალაციის ოთახში პატიმრის მიერ თვითდაზიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.[36]
ამრიგად, მიგვაჩნია, რომ დეესკალაციის ამ ღონისძიების გამოყენების მომწესრიგებელი სადავო ნორმები ობიექტურად არ არის მიმართული შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ, კერძოდ, გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის არ მქონე პირების მიერ, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიზანშეწონილობას; ამ ღონისძიების ხანგრძლივი და ფაქტობრივად უწყვეტი, მრავალჯერადი გამოყენება კი, - იმ პირობებში, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხდება პატიმრის მწვავე ემოციური ფონის სტაბილიზაცია - საერთოდ არ არის მიმართული შესაბამისი მიზნის მიღწევისაკენ, ვინაიდან ამ დროს უნდა განხორციელდეს სათანადო სამედიცინო დახმარება, რასაც სადავო ნორმები გასაგებად არ ითვალისწინებენ. ასეთ პირობებში კი, დეესკალაციის ოთახის გამოყენება წარმოადგენს არაადამიანურ სასჯელს პატიმრის მწვავე ფსიქოემოციური მდგომარეობით გამოწვეული ქცევისათვის, რისი კონტროლის უნარიც, მას შესაძლებელია საერთო დაკარგული ჰქონდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“
[1] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 31. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[2] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 94, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/1680945eca ; აქვე, მხედველობაშია მისაღები, რომ იმავე ანგარიშში წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტი, კერძოდ აღნიშნავს: „In the Committee’s view, “de-escalation rooms” should only be used to place, for as short a time as possible (preferably just a few hours), prisoners who are agitated and/or aggressive, and the whole procedure should be under the authority of the doctor, not the custodial staff. Any prisoner who remains agitated after several hours must be clinically assessed and, if necessary, transferred to a mental health establishment. The current procedure is a hybrid between security and medical elements and, considering the absence of procedural safeguards, it is all too tempting for prison Directors to apply it as a means of ensuring order and discipline in the establishment.“ იქვე, პარ. 101;
[3] იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის N3 დაწესებულების საგანგებო მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში (2020 წლის 12-13 ივლისი), გვ.5. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2020122514202220362.pdf ;
[4] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 47. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[5] N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში; გვ. 25-26; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019121618092132463.pdf ;
[6] ანგარიში N8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ (2015-2016 წელი); გვ. 17; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019032810432593857.pdf ;
[7] N3 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში (2016 წლის 23-25 მაისს და 2017 წლის 2-4 თებერვალს განხორციელებული ვიზიტების შემდგომი ანგარიში). გვ. 14; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019032815021473858.pdf ;
[8] N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში; გვ. 25-26; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019121618092132463.pdf ;
[9] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 48. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[10] „Report to the Georgian Government on the visit to Georgia carried out by the European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) from 10 to 21 September 2018.“ გვ. 5; ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680945eca ;
[11] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 48. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[12] საქმეზე კუჩერუკი უკრაინის წინააღმდეგ (Kucheruk v. Ukraine)(no. 2570/04) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის განმარტოებით და ხელბორკილებით ხანგრძლივი და განმეორებითი მოთავსება იმის გამო, რომ დაწესებულებას არ გააჩნდა საკმარისი რესურსი პატიმრის ქცევის სამართავად და ფსიქიატრიული დახმარების მისაწოდებლად, მიიჩნია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევად. პარ. 131;
[13] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 48-49. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[14] იხ. იქვე, გვ. 49;
[15] მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ უმეტეს შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახი წარმოადგენს სტანდარტულ ცარიელ საკანს ბეტონის იატაკით და შეღებილი კედლებით, ოთახს აქვს მცირე ზომის სარკმელი, რომელიც არ იღება. ოთახში უჰაერობაა თუ არ ჩავრთავთ ხელოვნურ ვენტილაციას. ასევე, უნიტაზი დამონტაჟებულია ვიდეოკამერის ხედვის არეალში.
[16] პრევენციის ეროვნული მექანიზმი N3 დაწესებულების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში (2019 წლის 16-17 სექტემბერი), გვ. 10. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2020032321170591389.pdf ;
[17] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარა. 101, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/1680945eca ;
[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება, II-13;
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება;
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება, II-17;
[21] იქვე, II-18;
[22] იქვე, II-19;
[23] იქვე, II-20;
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება, II-48;
[25] პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი მუხლების მე-4 პუნქტი;
[26] იქვე, მე-3 პუნქტი;
[27] იქვე, მე-4 პუნქტი;
[28] იქვე, მე-5 პუნქტი;
[29] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 47. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[30] დეტალურად, იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის N3 დაწესებულების საგანგებო მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში (2020 წლის 12-13 ივლისი), გვ.5. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2020122514202220362.pdf ;
[31] №2, №5 და №8 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი;
[32] საქმეზე კუჩერუკი უკრაინის წინააღმდეგ (Kucheruk v. Ukraine)(no. 2570/04) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის განმარტოებით და ხელბორკილებით ხანგრძლივი და განმეორებითი მოთავსება იმის გამო, რომ დაწესებულებას არ გააჩნდა საკმარისი რესურსი პატიმრის ქცევის სამართავად და ფსიქიატრიული დახმარების მისაწოდებლად, მიიჩნია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევად. პარ. 131;
[33] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიში, გვ. 48-49. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040114045198598.pdf ;
[34] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარა. 101, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/1680945eca ;
[35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება, II-48.
[36] N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში; გვ. 25-26; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019121618092132463.pdf ;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა