საქართველოს მოქალაქეები - რუსუდან ქარჩავა, ქეთევან ბაშელეიშვილი, მარიამ მჭედლიძე, ხათუნა ციხისელი, ნინო ახვლედიანი, გიორგი ძიძიგური, ნინო გოგოლიძე, დიანა ვართანოვი, პაატა კაპანაძე, დალი გოგიძე, ია პაიჭაძე, ბესიკი შენგელია, ბექა კვინიკაძე, ბექა ონიანი, ლაშა ხუსკივაძე, ლიანა ენუქიძე, ანნა მაჭავარიანი და კესო ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/7-1/832, 833, 834, 835, 836, 837, 838, 839, 840, 841, 842, 843, 844, 845, 846, 847, 848, 849 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 16 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2016 17:51 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა) საქართველოს მოქალაქე რუსუდან ქარჩავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №832);
ბ) საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბაშელეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №833);
გ) საქართველოს მოქალაქე მარიამ მჭედლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №834);
დ) საქართველოს მოქალაქე ხათუნა ციხისელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №835);
ე) საქართველოს მოქალაქე ნინო ახვლედიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №836);
ვ) საქართველოს მოქალაქე გიორგი ძიძიგური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №837);
ზ) საქართველოს მოქალაქე ნინო გოგოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №838);
თ) საქართველოს მოქალაქე დიანა ვართანოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №839);
ი) საქართველოს მოქალაქე პაატა კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №840);
კ) საქართველოს მოქალაქე დალი გოგიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №841);
ლ) საქართველოს მოქალაქე ია პაიჭაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №842);
მ) საქართველოს მოქალაქე ბესიკი შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №843);
ნ) საქართველოს მოქალაქე ბექა კვინიკაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №844);
ო) საქართველოს მოქალაქე ბექა ონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №845);
პ) საქართველოს მოქალაქე ლაშა ხუსკივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №846);
ჟ) საქართველოს მოქალაქე ლიანა ენუქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №847);
რ) საქართველოს მოქალაქე ანნა მაჭავარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №848);
ს) საქართველოს მოქალაქე კესო ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №849).
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბერს მთელი რიგი კონსტიტუციური სარჩელებით (№832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849) მიმართეს შემდეგმა პირებმა (შემდეგში მოსარჩელეებმა) - რუსუდან ქარჩავამ, ქეთევან ბაშელეიშვილმა, მარიამ მჭედლიძემ, ხათუნა ციხისელმა, ნინო ახვლედიანმა, გიორგი ძიძიგურმა, ნინო გოგოლიძემ, დიანა ვართანოვმა, პაატა კაპანაძემ, დალი გოგიძემ, ია პაიჭაძემ, ბესიკი შენგელიამ, ბექა კვინიკაძემ, ბექა ონიანმა, ლაშა ხუსკივაძემ, ლიანა ენუქიძემ, ანნა მაჭავარიანმა, კესო ლომიძემ.
2. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 20 სექტემბერს.
3. კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
5. სსკ-ის 182-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელს ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არა აქვს“.
7. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია და მისგან არ იკვეთება, თუ რა იგულისხმება სიტყვა „გაფლანგვაში“. ასევე, მათთვის გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს დანაშაულის შემადგენლობის სხვა ნიშნები - „მართლზომიერი მფლობელობა ან გამგებლობა“ და რა განსხვავებაა მათ შორის. ასევე, რა სხვაობაა „გაფლანგვასა“ და „მითვისებას“ შორის.
8. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სასამართლოების პრაქტიკაში სადავო ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვხვდება, რაც განაპირობებს იმას, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურ კანონმდებლებად იქცევიან. ამის მიზეზად კი კანონმდებლის მიერ სადავო ნორმის ბუნდოვანი შინაარსის შექმნა სახელდება.
9. კონსტიტუციურ სარჩელებში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა, მფლობელობის საკითხის გაურკვევლად, ნორმის შემფარდებელს შესაძლებლობას აძლევს, შეფასების მიღმა დატოვოს გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი და ისე მოახდინოს ქმედების გაფლანგვად კვალიფიკაცია. ამავდროულად, პროკურატურა და სასამართლო სადავო ნორმით აღჭურვილი არიან უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვრონ, თუ რა სახის ხარჯის გაწევაა ამა თუ იმ ორგანოსთვის მისაღები და დასაშვები და რა არა.
10. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირის პასუხისმგბელობა მოხდეს კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რაც ასევე გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს.
11. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის და განჭვრეტადობის პრინციპებს, რადგან ის მინიმალურ დონეზეც კი არ შეიცავს დასჯადი ქმედების აღწერას და ნორმის შინაარსის შექმნას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას ნორმის შემფარდებელს მიანდობს. შესაბამისად, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
13. მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ლალი ფაფიაშვილის და მერაბ ტურავას აცილების თაობაზე.
14. მოსარჩელეთა აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედის მიმართ, რომელიც ნოტარიუსად არის განმწესებული, მიმდინარეობს გამოძიება სწორედ მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამდენად, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ლალი ფაფიაშვილის აცილების საჭიროება დადგეს.
15. მოსარჩელეების მტკიცებით, მოსამართლე მერაბ ტურავა ცდილობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოცხადების შეფერხებას, რაც მოპასუხის მიმართ მიკერძოებულობაში უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, შუამდგომლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას მიერ მასობრივი ინფორმაციის წყაროთათვის მიცემული ინტერვიუები მიუთითებს მის წინასწარ ნეგატიურ განწყობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე, რის გამოც მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ განსახილველ საქმეზე მოსამართლე მერაბ ტურავას აცილება მოხდეს.
16. №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849 კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან უკვე წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/9/740 და 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერებით სასამართლომ მიიღო არსებითად განსახილველად №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერითვე მოხდა ამ საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740,764 საოქმო ჩანაწერით, სხვა კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთად, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განსახილველად იმ საფუძვლით, რომ განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
17. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849 კონსტიტუციურ სარჩელებში გასაჩივრებულია იგივე სადავო ნორმა იმავე კონსტიტუციურ დებულებასთან, მიზანშეწონილი იყო საქმე განეხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
18. აქედან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2016 წლის 11 ნოემბრის №1-3/6/832, 833, 834, 835, 836, 837, 838, 839, 840, 841, 842, 843, 844, 845, 846, 847, 848, 849 განჩინებით საქმე გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849 კონსტიტუციური სარჩელების პლენუმზე მიღებასთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2016 წლის 16 ნოემბერს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პლენუმზე განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელები - №740 და №764. ხსენებული კონსტიტუციური სარჩელების მსგავსად, მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელებშიც სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელების მსგავსად, მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელებშიც სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად ეფუძნება ამ ნორმის ზოგად და ბუნდოვან ხასიათზე მითითებას.
2. 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიუთითა, რომ „მოსარჩელის არგუმენტები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ თანაბრად რელევანტურია მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მრავალი ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, დანაშაულის შემადგენლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურმა სტანდარტმა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს სისხლის სამართლის კოდექსის მრავალი ნორმის კონსტიტუციურობაზე და ეჭვქვეშ დააყენოს მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგიტიმურობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განსაზღვრულობის ის სტანდარტები, რომლებიც რელევანტური იქნება ზოგადად, მთელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის დამდგენ ნორმებთან მიმართებით განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტის მოთხოვნების განსაზღვრა, ამ სტანდარტთან სადავო ნორმების შესაბამისობის შეფასება კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას წარმოშობს”.
3. ხსენებული არგუმენტაცია თანაბრად რელევანტურია №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს პირველი კოლეგიის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელების მსგავსად, მოცემული კონსტიტუციური სარჩელები თავისი შინაარსით წარმოშობენ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და განხილული უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. №832, №833, №834, №835, №836, №837, №838, №839, №840, №841, №842, №843, №844, №845, №846, №847, №848, №849 კონსტიტუციური სარჩელები მიღებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი