თეიმურაზ ლომიძე და გიორგი ბერიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1670 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ლომიძე, გიორგი ბერიძე |
თარიღი | 11 იანვარი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთვარობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილების 33 მუხლის 1 პუნქტი და მე-2 პუნქტის 1 წინადადება. 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის „მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას: ა) ვაქცინირებულია სრულად, „იზოლაციისა და კარანტინის წესებისა“ და „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების შესაბამისად; ბ) ფლობს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციაზე ჩატარებული PCR ტესტირების ან/და უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენ/სწრაფი ტესტირების ნეგატიურ პასუხს; გ) გადატანილი აქვს კორონავირუსით (SARS-CoV- 2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და ლაბორატორიულად დადასტურების თარიღიდან გასულია 14 დღეზე მეტი. 2. ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს. |
მე-11 მუხლის 1 პუნქტი - თანასწორობის უფლება ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 და 313 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლო ,,იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით”; მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ვითხოვთ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, რომელიც განამტკიცებს თანასწორობის უფლებას.
გ) განსჯადობა
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიერ შემოტანილი სარჩელი ჩემს ძირითად უფლებებათან მიმართებით კონკრეტული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას ეხება, ასეთი ტიპის დავის განსჯადი სასამართლო, კონსტიტუციის 60 მუხლის 4 ნაწილის ა) პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოა.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I.კონსტიტუციის 11. მუხლი
1. დაცვის სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1)
იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა მაქვს თუ არა კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევასთან საქმე, აუცილებელია დავადგინოთ ვხვდები თუ არა ამ მუხლის დაცვის სფეროში.
გასაჩივრებული რეგულაცია უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად წრეს.(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). გასაჩივრებული ნორმები არეგულირებენ „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება ყველა საქართველოში მცხოვებ ადამინს მათ შორის მეც როგორც მოსარჩელეს. შესაბამისად იკვეთება პირთა იდენტიფიცირებული საერთო წრე საქართველოში მცხოვრები ადამიანების სახით. აღნიშნული დადგენილება „მწვანე“ სტატუსის მქონე მოქალაქეებს აძლევს უფლებას, დადგენილებაში მითითებულ ობიექტში, შეუზღუდავი შესვლის უფლებას, ხოლო ამ სტატუსის არ მოქნე ადამიანებს ეკრძალებათ ასეთ ობიექტებში შესვლა. შესაბამისად სადავო დადგენილები საერთო წრეს ორ ნაწილად ყოფს მწვანე სტატუსის მქონდედ და არმოქნედ. გამომდიარე იქიდან, რომ მე როგორც მოსარჩელე არცერთხელ არ ვარ ვაქცინირებული და არც ვირუსი მაქვს გადატანილი, მწვანე სტატუსის არმქონეთა ჯგუფში ვხდები, შესაბამისად კონსტიტუციის მე-11 მუხლის დაცვის სფერო ჩემთვის ხსნილია.
2. შეზღუდვა - დისკრიმინაცია
იმისთვის, რომ ჩემი უფლების შეზღუდვა მოცემულად ჩაითვალოს, შესადარებელ პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას უნდა ჰქონდეს ადგილი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
ა) ჩემს შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმების მიხედვით არსებითად მსგავს პირთა ერთი ჯგუფის ნაწილს, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ა) ქვეპუნქტის წინაპირობებს აკმაყოფილებს ეძლევა პრივილეგია შეუზღუდავად შევიდეს დადგენილებაში ჩამოთვლილ ობიექტებში, როდესაც არსებითად მსგავს პირთა წრის მეორე ჯგუფს, რომელსაც არ აქვს „მწვანე სტატუსი“ და რომელთა რიცხვს მეც განვეკუთნები, ეს უფლება შეზღუდული აქვს. შედეგად მეორე ჯგუფთან მიმართებაში დიფერენცირებული მოპყრობა სახეზეა.
აქედან გამომდინარე ამ ორ ჯგუფს შორის დიფერენცირება ხდება, სხვა ნიშნით - აქვს მწვანე სტატუსი თუ არა.
ბ) სადავო დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ბ. ქვეპუნქტს შემთხვევაში, თითქოს დადგენილების ავტორი კომპრომისზე მიდის და მეორე ჯგუფს რომელსაც არ აქვს „მწვანე“ სტატუსი „ალტერნატივას“ სთავაზობს PCR ტესტების სახით. თუმცა შემოთავაზებული „ალტერნატივა“ არ ემსახურება ნორმით დადგენილი უთანასწორობის აღმოფხვრას.
როგორც ცნობილია PCR ტესტის ჩატარება საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ჩემთვის, როგორც მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის საკმაოდ დიდ წნეხს და დაბრკოლებას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო დადგენილებაში ჩამოთვლილ ობიექტთა სია, სადაც არავაქცინირებულებს პირებს ეზღუდებათ შესვლა, საგრძნობლად დიდია და ცხოვრებისეული მოთხოვნების დაკმაყოფილების ფართო სპექტრს მოიცავს, იძულებული ვხდები იმისთვის, რომ მოხდეს ჩემი ობიექტებზე დაშვება, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი ხარჯებით, ჩავიტარო PCR ტესტი შესაბამისად აქედან გამოწვეული ხარჯები ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ ჩემთვის როგორც რიგითი მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ამ პუნქტის ამ ალტერნატივის გამოყენებას, რითიც მე იმავე არათანასწორ მდგომარეობაში ვრჩები როგორც დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შემთხვევაში.
ამ რეგულაციის ფარული განზრახვაც სწორედ ეს არის დიდი ფინანსური დანაკრაგებით შეწუხებული მოქალაქეები ვაქცინაციისკენ რომ მიიზიდონ. აღნიშნული განზრახვა თავად საკორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებებითაც დასტურდება, სადაც ისინი პირდაპირ მოითხოვდნენ სატელევიზიო ეთერში PCR ტესტების ხარჯების კოვიდ ვაქცინაციის უარმყოფელ მოქალაქეებზე გადაკისრებას ვაქცინაციის მსურველთა რიცხვის გაზრდის მიზნით.
ამავე დროს ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, ვირუსის გადამტანები არა მხოლოდ არავაქცინირებულები არამედ ვაქცინირებული მოქალაქეებიც შეიძლება იყვნენ, შესაბამისად დადგენილებაში ჩამოთვლილ ობიექტებში დაშვების წინაპირობად PCR ტესტის მხოლოდ არავაქცინირებულთათვის დაკისრება ასევე არავაქცინირებული ადამიანების ცალსახა დისკრიმინაციად ჩაითვლება თუ პროპორციული გამართლების საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად ეს შემოთავაზებული ალტერნატივა უბრალო ფორმალობას წარმოადგენს და ამით ჩემი როგორც არავაქცინირებულ მოქალაქის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მაშასადამე ამ შემთხვევაშიც, „მწვანე“ სტატუსის არმოქნე მოქალაქეები არათანასწორ მდგომარეობაში ვრჩებით ანალოგიურ პირობებში მყოფ „მწვანე“ სტატუსის მქონე მოქალაქეებთან მიმართბით. ამ პუნქტით გასაჩივრებული ნორმებით შექმნილი უთანასწორობა არ აღმოიფხვრება.
რაც შეეხება სწრაფ ტესტს აღნიშნული ალტერნატივა წარმოადგენს შეზღუდვის შემსუბუქებას თუმცა 95 % დადგენილი ობიექტებისა აღნიშნულ ტესტებს ადგილზე არ სთავაზობენ მოქალაქეებს, ხოლო ყოველდღიურად კლინიკებში ტესტების კეთება გამომდინარე დიდი მოთხოვნიდან და გრძელი რიგებიდან იმხელა დროსთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მათთვის ვინც დასაქმებული ვართ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ხდება ასეთი „ალტერნატივის“ გამოყენება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სწრაფი ტესტი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში აძლევს საშუალებას არავაქცინირებულ ადამიანებს, მწვანე პასპორტის მუდმივად მქონე მოქალაქეების მსგავსად შეუზღუდავად ისარგებლონ ნებისმიერი დაწესებულების მომსახურებით და განახორციელონ სხვა აქტივობები, რომელიც მწვანე პასპორტის გარეშე აკრძალულია. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არავაქცინირებულ ადამიანს სრაფი ტესტის ყოველდღიურად გაკეთების საშუალება არ აქვს, კერძოდ კლინიკები სწრაფ ტესტს აკეთებენ მხოლოდ წინა ტესტირებიდან 3 დღის გასვლის შემდეგ, გამოდის, რომ აღნიშნულ შუალედში, მას შემდეგ რაც გავა არავაქცინირებული ადამიანისთვის 24 საათიანი დროებითი მწვანე პასპორტის მოქმედების ვადა, შემდეგი ორი დღის განმავლობაში ვერანაირად ვერ ისარგებლებს შეზღუდული დაწესებულებებით და ვერც სწრაფ და ვერც PCR ტესტს ვერ გაიკეთებს ამ დროის შუალედში, რადგან კლინიკები ამის საშუალებას არ აძლევენ არავაქცინირებულ ადამიანს, ეს ყველაფერი კი ძალიან მძიმედ მოქმედებს მწვანე პასპორტის არ მქონე ადამიანებზე, მაშინ როდესაც შეზღუდვები ეხება ადამიანის ისეთი ძირითადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელ ობიექტებს, როგორიცაა კვების ობიექტები. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმედ აისახება იმ ადამიანებზე, რომელთაც რაიმე დაავადების ან სხვა მიზეზის გამო უწევთ კვება სპეციალური წინასწარ განსაზღვრული რეჟიმით და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი დაავადების მქონე ადამიანი არაა სრულად ვაქცინირებული მას ეკრძალება კვების ობიექტებში შესვლა, რაც შეიძლება ძალიან მძიმედ აისახოს მათ ჯანმრთელობაზე და შედეგად მათი სიკვდილიც კი მოჰყვეს.
აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაშიც ამ ჯგუფების სხვა ნიშნით დიფერენციაციასთან გვაქვს საქმე.
გ) რაც სადავო დადგენილების მე - 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის გ. ქვეპუნქტს შეეხება, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ანალოგიურ შემთხვევასთან პირთა ერთი ჯგუფის ნაწილს, რომელსაც გადატანილი აქვს ვირუსი ეძლევა აქვს „მწვანე“ სტატუსი და შესაბამისად პრივილეგია შეუზღუდავად შევიდეს დადგენილებით ჩამოთვლილ ობიექტებში, როდესაც არსებითად მსგავს პირთა წრის მეორე ჯგუფს, ეს უფლება შეზღუდული გვაქვს.
ამ შემთხვევაშიც ორ ჯგუფს შორის ხდება დიფერენცირება „მწვანე“ სტატუსის ქონის მიხედვით.
3. შეზღუდვის გამართლება
დაცვის სფეროს შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვლება თუ მთავრობის თვითნებურ ქმედებასთან არ აქვს ადგილი. თვითნებური ქმდება გამოირიცხება თუ მის დისკრეციის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ნორმის სახით გამოცემული გადაწვეტილება ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, არის დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.
თავად კონსტიტუციის 11. მუხლში, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფების დიფერენცირება გამართლებული, მითითებას არ ვხვდებით, (როგორც მაგალითად 13. მუხლის 3. პუნქტუში ან თუნდაც 14 მუხლის 2. პუნქტიშია მითითბული ძირითადი უფლების კანონისმიერი შეზღუდვის საფუძველი )
გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის განახლების შემდგომ არ მომხდარა არსებითი პრაქტიკის ჩამოყალიბება და არც ახალი კონსტიტუციის სახელმძღვანელო კომენტარი არსებობს განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას ძველი პრაქტიკის მიხედვით, სადაც გასაჩივრებული ნომრის კონსტიტუციურობა ე.წ. „მკაცრი ტესტის“ დახმარებით, რომელიც თავდაპირველად ლეგიტიმური მიზნის დაუძლეველი ინტერესის არსებობას და მიზნისა და საშუალების აბსოლუტურად აუცილებელობის შემოწმებას გულისხმობდა (თანასწორობის კონსტიტუციური შემოწმება,ლომთაძე,ხანთაძე,ზედელაშვილი, რიჩი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 2019 წლის გამოცემა, გვ. 49 - 50 ) თუმცა უახლეს გადაწყვეტილებებში აღნიშნული ტესტი თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით ხორცილედება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება 1/7/580, 2016 წლის 30 სექტემბერი;
აა) ლეგიტიმურ მიზანი
გასაჩივრებულ დადგენილებაში ლეგიტიმურ მიზანად არის მითითებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენცია. შესაბამისად შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მოცემულია.
ბბ) შეზღუდვის დასაშვებობა
შეზღუდვა ჩაითვლება დასაშვებად თუ ამ შეზღუდვით დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწევადია.
ა) უკვე საჯაროდ დადსტურებული ფაქტია, რომ კორონა ვირუსის მატარებელი შესაძლოა, როგორც არავაქცინირებულები ასევე ვაქცინირებულებიც იყვნენ. ასევე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ვაქცინირებული პირებისგან შესაძლოა, როგორც ძველი ისევე ახალი შტამის ვირუსები გავრცელდეს, რადგან ვაქცინა ვირუსის ახალ შტამზე ძალინ სუსტად ან პრაქტიკულად არ მოქმედებს და ვაქცინაციის ეფექტურობაც ძველ შტამებზე არარის 100% გარანტირებული. ამას ადასტურებს მრავალი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება სადაც უმტესწილად აცრილ მოქალაქეებში ვირუსის გავრცელება მაინც ხდებოდა. მაგალითად ისრაელი, ჩილე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში - ნიუ ჯერსი, ლოს ანჯელესი, სანდიეგო, სანფრანცისკო, ალამედა, კონტრაკოსტა და სხვა.
1.
https://www.telegraph.co.uk/news/2021/08/06/fully-vaccinated-unvaccinated-can-transmit-covid/?utm_content=telegraph&utm_medium=Social&utm_campaign=Echobox&utm_source=Facebook&fbclid=IwAR24fZAgFRpzpQa-WWgs9RvZAIWtNywfZky6fdXFI3q7iJSIcBTV18HnuFs#Echobox=1628273124
2.
https://www.amerikiskhma.com/a/cdc-new-report-on-delta-variant-spread/5985288.html?fbclid=IwAR12q-G9SUffA1cx8CddqHet1_05_kX4jLmzKmjSy9x2QdJShINF5etcrno
3.
https://www.politico.eu/article/herd-immunity-not-a-possibility-with-delta-variant/?fbclid=IwAR2e-GcDaqhT3kSwcqKC4k9IGEaO8iDpBiX4cyfZxruJD1c9mfhKaYor2_A
4.
https://www.bloomberg.com/news/articles/2021-08-21/science-can-t-keep-up-with-virus-creating-worry-for-vaccinated?utm_content=business&cmpid=socialflow-facebook-business&utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=socialflow-organic&fbclid=IwAR1WUIMyEcfbzlqEB7lewC6plToqtIzHqh3r2s_QVmwJAJKTUb9bpEFn3zg
5.
https://www.independent.ie/world-news/coronavirus/people-who-are-double-jabbed-stillcarryhigh-levels-of-virus-40766579.html?fbclid=IwAR1zKewrGeEG_31vE8s7Ovh0sbN0cB2V3PTmn3oJC2MFr7jQW4nHU_8TuTk
შესაბამისად მხოლოდ არავაქცინირებულების დადგენილებით განსაზღვრულ ობიექტებში არშეშვება დადგენილების ლეგიტიმური მიზანის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ვაქცინირებული ადამიანებიც ისეთივე ვირუსის გამავრცელებელი არიან როგორც არავაქცინირებული. ამასთანავე აკრძალულია იმგვარ ობექტებში მწვანე პასპორტის არ მქონე პირთა დაშვება, რომლებიც საჭიროა ადამიანის ძირითადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად როგორიცაა კვების ობიექტები, ასევე ისეთ ობიექტებში შესვლა, როგორიცაა სპორტული დარბაზები საცურაო დარბაზები და სხვა, რომელიც არა მხოლოდ სპორცმენი არამედ ნებისმიერი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანისთვის ყოველდღიურ საჭიროებას წარმოადგენს, ამას გარდა სპორტული აქტივობები ხელს უწყობს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმს აძლიერებს ვირუსთან საბრძოლველად შესაბამისად მწვანე პასპორტის შემოღება ლეგიტიმურ მიზანს რომ ემსახურებოდეს, არ იქნებოდა აკრძალული მსგავს ობიექტებში ადამიანების შეზღუდვა და პირიქით შესაძლებელია შეზღუდულიყო სავაჭრო ცენტრებში ან სხვა თავშეყრის ადგილებში ადამიანთა შეუზღუდავად შესვლა, რომელიც არ წარმოადგენს ადამიანის ძირითა და ყოველდღიურ საჭიროებას, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, არ ხდება კოვიდ რეგულაციების დაცვა და არსებობს ვირუსის გავრცელების უფრო მაღალი რისკი ვიდრე კვების ობიექტებში და სხვა შეზღუდულ ადგილებში, სადაც როგორც წესი უფრო მეტად ხდება სოციალური დისტანციის და სხვა კოვიდ რეგულაციების დაცვა. გარდა ამისა, ამგვარი შეზღუდვების დაწესებით სახელმწიფომ ფაქტობრივად უარი თქვა იმ პირთა ჯანმრთელობის დაცვაზე რომელთაც ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის განსაკუთრებით სჭირდებათ შეზღუდული დაწესებულებებით სარგებლობა. მაგალითად არავაქცინირებული დიაბეტის მქონე ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე რომელთაც ესაჭიროებათ კვება სპეციალური რეჟიმით. შესაბამისად ვაქცინირებულებისთვის „მწვანე“ სტატუსის მინიჭება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას არ ემსახუება და გაუმართლებელია. შესაბამისად აღნიშნული შესზღუდვა წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანების პირდაპირ და უხეშ დისკრიმინაციას.
მაშასადამე დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ა. ქვეპუნქტის შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ვაქცინირებულებიც ვირუსის გადამტანები შეძილება იყვნენ და ხელახლა დაინფიცირების რისკიც მაღალია მათი ობიექტებზე დაშვებით, ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა.
ბ) ამავე დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შემთხვევაში მოქალაქეთა დიფერენცირებით ლეგიტიმური მიზანი ასევე ვერ მიიღწევა, რადგან PCR ტესტის ჩატარება მხოლოდ არავაქცინირებულთათვის ობიექტებზე დაშვების წინაპარიობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულსებისგანაც შესაძლოა ვირუსით ინფიცირების და გავრცელების რისკი არსებობდეს. ხოლო რაც შეეხება ანტიგენ ტესტს აღნიშნული ტესტი ვერ იძლევა ზუსტ პასუხს, რის გამოც არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი იქმნება.
გ) ხოლო მათ ვისაც გადატანილი აქვს კორონა ვირუსი, (დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის გ) ქვეპუნქტის შემთხვევაში) გამომდინარე ანტისხეულების სისხლში მაღალი კონცენტრაციისა, ლეგიტიმური მიზანი, მათი ობიექტზებზე დაშვებით, მიღწევადია და შესაბამისად შეზღუდვა ამ ნაწილში გამართლებული.
შუალედური შედეგი: შესაბამისად იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ა) და ბ) პუნქტების მიხედვითადამიანების დიფერენცირება დაუშვებელია და არ არის გამართლებელი. ხოლო იმავე მუხლის გ) პუნქტის მიხედვით შეზღუდვა გამართლებულია.
გგ) აუცილებლობა
აუცილებელი მაშინ შეიძლება იყოს არავაქცინირებულ მოქალაქეთა დიფერენცირება, თუ იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის შემოთავაზებულ შეზღუდვის საშუალებებს შორის ყველაზე მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს.
ა)გამომდინარე იქიდან, რომ თავად ვაქცინირებული ხალხიც შესაძლოა ვირუსის გადამტანები იყვნენ მათი არავაქცინირებულებთან ერთად დადგენილებაში ჩამოთვლილ ობიექტებში დაშვება პირბადისა და დისტანციის დაცვით არ უნდა იყოს უფრო მეტი რისკის მატარებელი ვიდრე მხოლოდ ვაქცინირებულების დაშვება. მოგახსენებთ, რომ ობიექტებზე შესაძლებელია მწვანე ზონების შექმნა, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის და კოვიდგადატანილებისთვის იქნება გამიზნული, რომელიც გამოეყოფა არავაქცინირებულთა საერთო ზონას ხოლო საერთ ზონაში პირბადე და დისტანცია მკაცრად გაკონტროლდება. საქმინობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ კვირის გარკვეული დღეების გამოყოფილი იყოს ვაქცინირებულთათვის და დანარჩენი დღეები არავაქცინირებულთათვის ასეთ შემთხვევაში არავაქცინირებულთა დისკრიმინაცია არ მოხდება და დაცული იქნება უსაფრთხოება, ასევე თავად ობიქეტისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ფინანსურად მომგებიანი იქნება. დამატებითი უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია, რომ თავად ობიექტებს დაევალოთ სწრაფი ტესტების მოქალაქეებისთვის ადგილზევე შეთავაზება, რაც უსასრულო რიგებში ლოდინის ტექნიკურ ნაწილს მოაგვარებდა. ამ შემთხვევაში PCR ტესტების ჩატარების აუცილებლობა აღარ იარსებებდა და მოსახლეობისთვის დამატებითი ფინანსური წნეხი მოიხსნებოდა.
ბ) რაც შეეხევა ადამინებს რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ახლო კონტაქტი ექნებათ არავაქცინირებულთან, დაავადების მინიმალური რისკი ექმნებათ, რადგან ისინი ორგანიზმში დიდი რაოდენობით ანტისხეულების მატარებელები არიან. უფრო მეტიც, საჯაროდ აღიარებული ფაქტია, რომ ვირუსგადატანილი ადამინის სხეულში წარმოქმნილი ანტისხეულები ბევრად უფრო ძლიერი და მრავალფეროავნია ვიდრე ვაქცინირებული ადამინის სხვეულში გამომუშავდება, შესაბამისად დაინფიცირების რისკი, პირბადისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მითუმეტეს, ფაქტობრივად არ არსებობს. ხოლო გამონაკლისის სახით დაინფიცირების შემთხვევაში კი მსუბუქი გრიპის ფორმით გადაიტანენ, რაც დიფერენცირების აუცილებლობას არ წარმოადგენს. შესაბამისად მხოლოდ დაავადებაგადატანილებისთვის ობიექტებზე შესვლის პრივილეგიის მინიჭება, მაშინ როცა არავაქცინირებულებთა დაშვება მათთნ არანაირი საფრთხის მატარებელი არ არის, არ წარმოადგენს აუცილებლობას.
ყოველივა ზემოთთქმულიდან გამომდინარე არავაქცინირებულების ჩამოთვლილ ობიექტებში დაუშვებლობა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას არ წარმოადგენს. შესაბამისად ვირუსგადატანილებისთვის ამ პრივილეგიის მინიჭება ნეგატიურად აისახება არავაქცინირებულ მეორე ჯგუფის ძირითად უფლებებზე და გაუმართლებელია.
შუალედური შედეგი: მაშასადამე იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების 3 ტერცია მუხლის 1. პუნქტის ა) ბ) და გ) პუნქტების მიხედვითადამიანების ამ ფორმით დიფერენცირება არ წარმოადგენს აუცილებლობას და არის გაუმართლებელი.
დდ) თანაზომიერების პრინციპი
თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამავე დროს თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსის დაცვას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
გამომდინარე იქიდან, რომ გამოყენებული შეზღუდვებით ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა და და თუ მიიღწევა მის ნაცვლად უფრო მსუბუქი შეზღუდვის ალტერნატივა არსებობს, სოციალური დისტანციის, პირბადის, მწვანე ზონების ან კვირის დღეების გაყოფის სახით, შეზღუდვის პროპორციულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა სამართლიანობის აღდგენის მოტვიცაციიდან გამომდინარე წარმოვადგენ ჩემს მოსაზრებას შეზღუდვის პროპორციულობასთან დაკავშრიებით:
ამ შემთხვევაში კოლიზიაში მოდის ერთის მხრივ ჩემი და სხვა ადამიანებთან თანასწორი ცხოვრების უფლება და მეორე მხრივ ადამინების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი სამართლებრივი სიკეთეა და თანასწორობის უფლებას ბევრად აღემატევა, თუმცა არის ობიექტური გარემოებები რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი სხვა მოქალაქეებთან თანასწორობის უფლების უპირატეოსობაზე მიუთითბს:
პირველ რიგში ვირუსით გამოწვეული საფრთხე ყველა ადამინში ერთნაირად არ მოქმედებს. ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანების შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდაც კი გადის, მსგავსი სიტუაციაა ბავშვებში, რომლებსაც ასევე მსუბუქად გადააქთ ვირუსი. ხოლო ვინც რისკის ჯგუფში ხვდება ისედაც შესალებლობა გააჩნია ვაქცინაციის. შესაბამისად ვირუსი ყველა ადამიანისთვის თანაბრად საშიში არ არის და უმტეს შემთხვევებში ჯანმრთელ ადამიანს უპრობლემოდ გადააქვს. შეზღუდვა კი ყველა ადამიანს ერთნაირად ზღუდავს ვისაც არ აქვს „მწვანე“ სტატუსი.
ამავე დროს შეზღუდვების დაწესება იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული თუ ვაქცინირებული ადამიანი დაცული იქნებოდა ხელახლა დაინფიცირებისგან და მის გავრცელებისგან. როგორც გამოცდილებამ აჩვენა ვაქცინა არ იცავს დაინფიცირებისგან და არც ვირუსის გავრცელებისგან. ბოლო დროს ასევე აღინიშნება ვაქცინირებულთა ხშირი სიკვდილიანობაც. შესაბამისად მხოლოდ ობიექტებზე ვაქცინირებულთა დაშვებით დადგენილებით განსაზღრული ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა, რაც ამ ტიპის შეზღუდვების დაწესებას აზრს უკარგავს.
ამის დასტურად, რომ „მწვანე“ სტატუსის შემოღება არანაირ პოზიტიურ შედეგს დაავადების გაცრცელებაზე არ ახდენს მეტყველებს ყოველდღიური უცვლელი მონაცემები დაინფიცირებულ და გარდაცვლილ პაციენთა შესახებ. 2021 წლის 1 დეკემბრს ძალაში შესული შეზღუდვების დაწების შემდეგ სიკვდილიანობის და დაინფიცირების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებში ცვლილებები არ შესულა.
ასავე გასათვალისწინებელია, რომ ახალი ვირუსის შტამი „ომიკრონი“ გადამდებია როგორც აცრილთათვის ისე აუცრელთათვის და ისე ვირუსგადატანილთათვის. ამ შემთხვევაში თუ დადგენილებით ჩამოთვლილ ობიექტებში მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები შევლენ ისინი არ დაინფიცირდებიან ?! თუ დაინფიცირდებიან მაშინ არავაქცინირებულებმა რა დააშავეს რომ დაუწესეს შეზღუდვა ?!
რაც შეეხება საკითხს თუ რატომ ვუცხადებთ ვაქცინაციას უნდობლობას , მოგახსენებთ რომ ზოგადად ვაქცინა 10 წლეულებით ტესტირებას გადის სანამ მასიურ ხმარებაში გადავა, გართულების რისკები რომ გამოირიცხოს, რაც ამ ვაქცინებში არ მომხდარა, რამოდენიმე თვეში უკვე ვაქცინა მასიურ ხმარებაში შევიდა. გამოდის, რომ ტესტირებას ადამინებზე ატარებენ. ასევე უნდობლობის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ არც სახელმწიფო და არც თავად ვაქცინის მწარმოებელი ვაქცინით ჯანმრთელობის დაზიანების ან სიკვდილის შემთხვევაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ იღებს. ასევე უნდობლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ვაქცინაცინას არანაირი შედეგი არ მოაქვს როგორც ვირუსით დაავადების ისე გავრცელების მხრივ. ასევე უნდობლობის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანმა სამუდამოდ დაისახიჩრა ჯანმრთელობა ვაქცინაციით და ბევრიც გარდაიცვალა თრომბით ან მიოკარდიტით.
რადგან არსებობს ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსპობის რისკი მითუმეტეს არავის აქვს უფლება რაიმე სახით პირდაპირ თუ ირიბად მიმითითოს ვაქცინაციისკენ. საქართველოს კონსტიტუციის 10 მუხლის 1 პუნქტის, 1 წინადადებით სიცოცხლის უფლება დაცულია. ვაქცინაციის იძულებით კი აღნიშნული უფლება საფრთხის ქვეშ დგება.
სწორედ ამიტომ არ მსურს ვაქცინის გაკეთება. მაშასადამე, უარი მწვანე სტატუსის მიღებაზე ამ განხრით ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება და გამართლებულია.
„მწვანე“ სტატუსით არაპირდაპირი არავაქცინირებულთა იძულება არა მხოლოდ ნაციონალურ არამედ საერთაშორისო ნორმებსაც არღვევს:
ევროპარლამენტის ანსამბელის 2021 წლის 27 იანვრის N 2361 რეზოლუციის 7.3.1 და 7.3.2 პუნქტიების მიხედვით:
7.3.1.უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და რომ დაუშვებელია პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სახის ზეწოლა აცრაზე, თუ მოქალაქეს ამის სურვილი არ აქვს;
7.3.2 დაუშვებელია მოქალაქის დისკრიმინაცია მარტო იმიტომ, რომ არარის ვაქცინირებული, თუ მოქალქეს ვაქცინაციის შემთხვევაში ჯანმრთელობის გართულების შესაძლო რისკების ხედავს, ან თუ სურვილი არ აქვს იყოს ვაქცინირებული;
ვაქცინაციის იძულება ეწინააღმდეგება ასევე 4.04.1997 წლის "ადამიანის უფლებათა და ღირსების დაცვის კონვენციას ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების მხრივ " (ევროპული ხელშეკრულებების 164 კრებული) Übereinkommen zum Schutz der Menschenrechte und der Menschenwürde im Hinblick auf die Anwendung von Biologie und Medizin: Übereinkommen über Menschenrechte und Biomedizin * Oviedo, 4.IV.1997
ამ კონვენციის 1 არტიკლის მიხედვითამ კონვენციის მხარეები იცავენ ყველა ადამიანის ღირსებასა და იდენტობას და უზრუნველყოფენ ყველასთვის დისკრიმინაციის გარეშე როგორც პიროვნული სიკეთეების ასევე სხვა ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დაცვას, ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების ჭრილში.
ამასთანავე ეს ჩემი უფლებაა გადავწყვიტოთ ჩემი საკუთარი ბედი მინდა ვაქცინაცია თუ არა. ეს საკითხი თვითგამორკვევის და თვითშეგნების საკითხია და ზრდასრულ ჩამოყალიბებულ ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება თვითონ მიიღოს გადაწვყეტილება სახელმფოს „დახმარების“ გარეშე. თუ ვინმეს ეშინია ვირუსით სიკვდილის მეცნიერება სთავაზობს ვაქცინაციას რითიც შეუძლია თავი ვირუსის გართულებებისგან დაიცვას. ხოლო ვინც უარს აცხადებს ვაქცინაციაზე იგი ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ბედს განაგებს, არავის აქვს უფლება, თვით სახელმწიფოსაც კი, ამ სფეროს შეეხოს და რაიმე დააძალოს. თუმცა სწორედ ამ „მწვანე“ სტატუსით და შეზღუდვებით ხალხს ვაქცინაციისკენ უბიძგებენ. მიუხედავად არაპირდაპირი იძულებისა მე უნდობლობას ვუცხადებ ამ კონკრეტულ ვაქცინას არა იმიტომ, რომ ზოგადად ვაქცინაციის არ მწამს, (ყვლანაირი აცრა მაქვს გაკეთებული) არამედ იმიტომ, რომ ბევრი საკითხი ალოგიკური და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელზეც არ აქვს არავის პასუხი.
აღნიშნული დადგენილების შეზღუდვებით არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებას არამედ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე- 7 და 27 მუხლებსაც ლახავს მიზღუდავს რა საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების უფლებას.
ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე მნიშნველოვანი იარაღი ადამინის ძლიერ იმუნიტეტია, რომლის გაძლიერების ერთერთი წყარო სპროტული და გამაჯანსაღებელი სამიქნობით დაკავებას წარმოადგენს. აღნიშნული შეზღუდვებით კი სპორტულ და გამაჯანსაღებელ ობიექტებში მეკრძალება შესვლა, რაც სრულიად ალოგიკურია.
შესაბამისად იმ სიკეთის დაცვა, რომელსაც შეზღუდვების დაწესებით არის გამიზნული არაეფექტურია თან მითუმეტეს თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატივები არსებობს, რომელსაც იგივე შედეგამდე მივყავართ. შესაბამისად თუ ამ შეზღუდვებით ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა დადგენილება წესების შესრულებას სრულიად აზრი ეკარგება. მაშინ გაურკვეველია, რატომ უნდა მოხდეს ჩემი თავისუფლების შეზღუდვა და დისკრიმინაცია სხვა მოქალაქებთან მიმართებაში, თუ დედგენილებით დასახული ლეგიტიმური მიზანი ვერ სრულდება. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ჩემი ინტერესი შესაძლებლობა მომეცეს შევიდე ყველა დადგენილებით აკრძალულ ობიექტში აღემატება დადგენილებით დაცულ საჯარო ინტერესს, და მაშასადამე შეზღუდვა არაპროპორციულია.
მაშასადამე სადავო დადგენილების ნორმებით მოქალაქეების დიფერენცირება ჯანმრთელობის ნიშნის მიხედვით ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის გაუმართლებელი და წარმოადგენს დისკრიმინაციას სხვა ნიშნის მიხედვით, რაც მას არაკონსტიტუციურად აქცევს.
მაშასადამე გასაჩივრებული ნორმები ჩემს კონსტიტუციის 11. მუხლით გარანტირებულ ძირითად უფლებასთან მოდიან კოლიზიაში და ბათილად უნდა იქნენ ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა