ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1717 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე |
თარიღი | 12 ივლისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 252, ნაწილი 2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ. |
მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები პუნქტი 1. - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. პუნქტი 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. მე-13-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები პუნქტი 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია. პუნქტი 2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. მუხლი 18-ე მუხლის პირველი პუნქტი პუნქტი 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. მუხლი 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები პუნქტი 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. პუნქტი 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე)საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის კონკრეტული ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ სარჩელით და შესაბამისი მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეებს.
გარდა ამისა, სახეზე არ არის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო: ა)იგი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)იგი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ, ვინაიდან განსახილველი საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას და აღნიშნული შინაარსის სარჩელის შეტანის უფლებამოსილება ფიზიკურ პირებს გააჩნიათ; გ)მასში მითითებული და განსახილველი საკითხები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული და გარანტირებული უფლებების დარღვევას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; დ)მასში მითითებული არც ერთი საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე)მასში მითითებული საკითხი საქართველოს კონსტიტუციის დებულებითაა გათვალისწინებული; ვ)მისი შეტანისთვის არ არის დარღვეული კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან აღნიშნული ვადა არ არის დადგენილი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით. ზ)სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს არ აქვს ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, შესაბამისად, ამ მოტივითაც არ არსებობს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები და იგი დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა N1 - არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სავალდებულო წესით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრებას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი წარმოდგენილია ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ.
მე-13 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - ადამიანს უფლება აქვს, რომ თავად განკარგოს საკუთარი ქმედებები, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში ადმინისტრაციული წარმოებისას მიმდინარეობისას აირჩიოს, თავად წამოადგინოს და დაიცვას საკუთარი თავი თუ აღნიშნული მიანდოს ადვოკატს/წარმომადგენელს სრულად, ან კიდევ მასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. აღნიშნულში ჩარევა ნიშნავს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევას და მისი ნებისა და მოქმედების შეზღუდვას, რისი განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს. მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც შესრულდება, ხოლო საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას და მის პოზიციას მისი ადვოკატი/წარმომადგენელი დააფიქსირებს. ამდენად საჭიროებას არ წარმოადგენს საქმის განხილვაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უშუალო მონაწილეობა.
მე-18 მუხლის პირველ ნაწილთან და 31-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ საქმის სწორად განხილვას, არამედ საპროცესო უფლებების დაცვას. პირის უფლება, ჰყავდეს ადვოკატი ან წარმომადგენელი მისი საპროცესო უფლებაა, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული, შესაბამისად, მისი სურვილი, რომ საქმის განხილვაში პირადად არ მიიღოს მონაწილეობა, არ შეიძლება შეიზღუდოს. როდესაც პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი/წარმომადგენელი, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ინტერესდება საქმის მიმდინარეობითა და შედეგით, ამისათვის იღებს შესაბამის ფინანსურ სახსრებს და გამოხატავს მაღალ პასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად, პირის დავალდებულება პირადად მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, არღვევს საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას.
31-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართება - ადვოკატის/წარმომადგენლის ყოლის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა კანონქვემდებარე აქტებით დაუშვებელია. ამგვარი უფლების ქონა თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ ადვოკატთან/წარმომადგენელთან ერთად საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, არამედ პირადად მონაწილეობის მიუღებლობას, რაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით იყოს განპირობებული. უფლების არსებობა ნიშნავს მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებას ან სულაც გამოუყენებლობას, რაშიც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლა დაუშვებელია. როდესაც პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი იყოს ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ, მისი დავალდებულება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, პირდაპირ ლახავს დაცვის უფლებას. მხოლოდ მის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით გამოიყენოს ეს უფლება და აღნიშნულში რაიმე ფორმით ჩარევა მისი უფლებების პირდაპირი შემლახველია და აზრს უკარგავს ადვოკატის/წარმომადგენლის როლს.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმის სტრატეგია, რისი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ისიც, რომ დამოუკიდებლად და საკანონმდებლო ჩარევების გარეშე გადაწყვიტოს საქმის განხილვისას მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა/მარწმუნებელმა მიიღოს მონაწილეობა თუ დამოუკიდებლად წარმოადგინოს და დაიცვას თავისი ინტერესები. აღნიშნულში ჩარევა კი ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და საქმის განმხილველ ორგანოს საშუალებას აძლევს მის საქმიანობაში ჩაერიოს და დაადგინოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის იძულებით მიყვანა. ცხადია, ამგვარი ქმედება საქმის განხილვაზე გავლენას მოახდენს და დიდი ალბათობით დადებით კონტექსტში ვერ წარმოჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის ინტერესები, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ამდენად, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას იცავს, მიზანს ვერ მიაღწევს და პირთა ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
მოთხოვნა N2 - არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოში მის იძულებით მიყვანას სასამართლოს განჩინების გარეშე.
მე-9 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - ადამიანის ღირსების უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისი შელახვა არც ერთი უფლების დაცვის მიზნით არ დაიშვება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანის ღირსებას ხელყოფს, საქართველოს კონსტიტუციის შემლახველია. განსახილველ შემთხვევაში, პირის შინაგან საქმეთა ორგანოში იძულებით წარდგენა მისი უფლებების უპირობო დარღვევაა. იძულებით წარდგენა მოიაზრებს, რომ პირმა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ განიცადოს ზემოქმედება. განსახილველი ზემოქმედების შედეგად, ადამიანი ღირსების შემლახავ შეგრძნებას, რაც უფრო მეტად მძაფრდება, თუ აღნიშნული ქმედება მესამე პირების თვალწინ ხორციელდება, რაც ცალსახად გარდაუვალია, რადგან შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენისას აუცილებლად მოხვდება გარეშე პირთა თვალსახედვის ქვეშ, ხოლო თავად განმხილველი პირის წინაშე კი ღირსებაშელახული წარდგება. გარდა აღნიშნულისა, როდესაც პირი ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს და საქმის წარმოებაში მონაწილეობას გადაწყვეტს ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა ორგანოები იძულების წესით მაინც მოახდენენ მის წარდგენას, უფრო მეტად ლახავს ადამიანის ღირსებას.
მე-9 მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართება - პირზე იძულებითი ხასიათის ზემოქმედების განხორციელება, მათ შორის იძულებით წარდგენა შინაგან საქმეთა ორგანოში, გარდა ღირსების შელახვისა, იწვევს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი განცდას. აღნიშნული საკითხები ადამიანის ღირსების მსგავსად აბსოლუტური ხასიათის მატარებელია და სხვა უფლების ხარჯზე მისი შელახვა დაუშვებელია. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს საქმის სამართლიანად განხილვის უზრუნველყოფის ვალდებულება, მაგრამ ამგვარი უზრუნველყოფა ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი ზემოქმედების ხარჯზე დაუშვებელია. ასევე, როდესაც პირი საქმის განხილვაში მონაწილეობას ადვოკატს/წარმომადგენელს მიანდობს და მასზე ზემოქმედება შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მაინც ხორციელდება, ბევრად ზრდის ამგვარ განცდებს და მე-9 მუხლის დარღვევის ხარისხს.
მე-13 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - ადამიანის თავისუფლების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულობისა და დაცვის არსი მათ შორის არის პირის დაცვა სახელმწიფო ორგანოთა ქმედებებისგან. ადამიანის იძულებით მიყვანა ლახავს მის თავისუფლებას. ცხადია, ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა სხვა უფლების დაცვის მიზნით დასაშვებია, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს რომელი უფლება უფრო მნიშვნელოვანია და რა უარყოფითი შედეგი დადგება, თუ ესა თუ ის უფლება არ შეიზღუდება. მოცემულ შემთხვევაში, თუ პირი გამოხატავს შინაგან საქმეთა ორგანოში საქმის განხილვაში მონაწილეობის სურვილს და ამ საკითხს იმდენად პასუხისმგებლობით უდგება, რომ მისი ინტერესების დაცვას ადვოკატს/წარმომადგენელს მიანდობს და შესაბამის ხარჯებს გაიღებს, თავისთავად იგულისხმება, რომ მისი ინტერესის სფეროს სასამართლოსათვის თავის არიდება არ წარმოადგენს და აღნიშნული მიზნად არ აქვს დასახული, ამდენად, დაუდგენელია, თუ რა მიზნით უნდა შეილახოს პირის თავისუფლება და იძულების წესით წარდგენილი იქნას შინაგან საქმეთა ორგანოში.
მე-13 მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართება - პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები. შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით წარდგენა პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს. ადამიანის თავისუფლების ხელყოფა მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას არის შესაძლებელი და ამგვარი საფუძვლით და ხელყოფით დაცული უნდა იყოს კონსტიტუციით დაცული სხვა უფლება. არც ერთ სახელმწიფო უწყებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისასაც კი, სასამართლოს განჩინების გარეშე არ აქვთ პირისათვის თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარი შეზღუდვის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, დაუდგენელია, გასაჩივრებულ სამართლებრივ ნორმაში მითითებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლები რატომ არის უპირატესი ძალის მქონე და აღნიშნული კანონი რატომ ითვალისწინებს სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქმის განხილვისას სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით მიყვანას. აღნიშნული ქმედების განხორციელების შესაძლებლობა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელოვანი შემზღუდველია და პირდაპირ ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს.
მე-18 მუხლის პირველ ნაწილთან და 31-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - საქმის სამართლიანად განხილვა მოიაზრებს არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ საქმის სწორად და სამართლიანად განხილვას. პირის იძულება, რომ შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მიყვანილ იქნას ამავე ორგანოში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ ნაწილს და 31-ე მუხლის პირველ ნაწილს, ვინაიდან პირი, რომელიც ისედაც მონაწილეობს საქმის განხილვაში ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად, იძულების წესით წარადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებში და ამ ფორმით აიძულებენ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილეობის მიღებას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს.
31-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართება - ადვოკატის/წარმომადგენლის ყოლის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა კანონქვემდებარე აქტებით დაუშვებელია. ამგვარი უფლების ქონა თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ ადვოკატთან/წარმომადგენელთან ერთად საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, არამედ პირადად მონაწილეობის მიუღებლობას, რაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით იყოს განპირობებული. უფლების არსებობა ნიშნავს მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებას ან სულაც გამოუყენებლობას, რაშიც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლა დაუშვებელია. როდესაც პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ წარმოდგენილი იყოს ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ, მისი დავალდებულება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, პირდაპირ ლახავს დაცვის უფლებას. მხოლოდ მის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით გამოიყენოს ეს უფლება და აღნიშნულში რაიმე ფორმით ჩარევა მისი უფლებების პირდაპირი შემლახველია და აზრს უკარგავს ადვოკატის/წარმომადგენლის როლს.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმის სტრატეგია, რისი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ისიც, რომ დამოუკიდებლად და საკანონმდებლო ჩარევების გარეშე გადაწყვიტოს საქმის განხილვისას მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა/მარწმუნებელმა მიიღოს მონაწილეობა თუ დამოუკიდებლად წარმოადგინოს და დაიცვას მისი ინტერესები. აღნიშნულში ჩარევა და პირის იძულებით წარდგენა კი ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და საქმის განმხილველ ორგანოს საშუალებას აძლევს მის საქმიანობაში ჩაერიოს და დაადგინოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის იძულებით მიყვანა. ცხადია, ამგვარი ქმედება საქმის განხილვაზე გავლენას მოახდენს და დიდი ალბათობით დადებით კონტექსტში ვერ წარმოჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის ინტერესები, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ამდენად, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას იცავს, მიზანს ვერ მიაღწევს და პირთა ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
მოთხოვნა N3 - არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს სასამართლოში მის იძულებით მიყვანას იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი წარმოდგენილია ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ.
მე-9 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - ადამიანის ღირსების უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისი შელახვა არც ერთი უფლების დაცვის მიზნით არ დაიშვება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანის ღირსებას ხელყოფს, საქართველოს კონსტიტუციის შემლახველია. განსახილველ შემთხვევაში, პირის იძულებით სასამართლოში წარდგენა მისი უფლებების უპირობო დარღვევაა. იძულებით წარდგენა მოიაზრებს, რომ პირმა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ განიცადოს ზემოქმედება. განსახილველი ზემოქმედების შედეგად, ადამიანი ღირსების შემლახავ შეგრძნებას, რაც უფრო მეტად მძაფრდება, თუ აღნიშნული ქმედება მესამე პირების თვალწინ ხორციელდება, რაც ცალდახად გარდაუვალია, რადგან სასამართლოში წარდგენისას აუცილებლად მოხვდება გარეშე პირთა თვალთახედვის ქვეშ, ხოლო თავად მოსამართლის წინაშე კი ღირსებაშელახული წარდგება. გარდა აღნიშნულისა, როდესაც პირი ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს და საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა მასში მონაწილეობა მიეღო ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოები იძულების წესით მაინც წარადგენენ სასამართლოში, უფრო მეტად ლახავს ადამიანის ღისებას და პატივს.
მე-9 მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართება - პირზე იძულებითი ხასიათის ზემოქმედების განხორციელება, მათ შორის იძულებით წარდგენა სასამართლოში გარდა ღირსების შელახვისა, იწვევს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი განცდის გამოვლენას. აღნიშნული საკითხები ადამიანის ღირსების მსგავსად აბსოლუტური ხასიათის მატარებელია და სხვა უფლების ხარჯზე მისი შელახვა დაუშვებელია. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს საქმის სამართლიანად განხილვის უზრუნველყოფის ვალდებულება, მაგრამ ამგვარი უზრუნველყოფა ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი ზემოქმედების ხარჯზე დაუშვებელია. ასევე, როდესაც პირი საქმის განხილვაში მონაწილეობას ადვოკატს/წარმომადგენელს მიანდობს და შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მაინც ხორციელდება, ბევრად ზრდის ამგვარ განცდებს და მე-9 მუხლის დარღვევის ხარისხს.
მე-13 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - ადამიანის თავისუფლების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულობისა და დაცვის არსი მათ შორის არის პირის დაცვა სახელმწიფო ორგანოთა ქმედებებისგან. ადამიანის იძულებით მიყვანა ლახავს მის თავისუფლებას. ცხადია, ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა სხვა უფლების დაცვის მიზნით დასაშვებია, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს რომელი უფლება უფრო მნიშვნელოვანია და რა უარყოფითი შედეგი დადგება, თუ ესა თუ ის უფლება არ შეიზღუდება. მოცემულ შემთხვევაში, თუ პირი გამოხატავს სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის სურვილს და ამ საკითხს იმდენად პასუხისმგებლობით უდგება, რომ მისი ინტერესების დაცვას ადვოკატს/წარმომადგენელს მიანდობს და შესაბამის ხარჯებს გაიღებს, თავისთავად იგულისხმება, რომ მისი ინტერესის სფეროს საქმის განხილვისათვის თავის არიდება არ წარმოადგენს და აღნიშნული მიზნად არ აქვს დასახული, ამდენად, დაუდგენელია, თუ რა მიზნით უნდა შეილახოს პირის თავისუფლება და იძულების წესით წარდგენილი იქნას სასამართლოში.
მე-18 მუხლის პირველ ნაწილთან და 31-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართება - საქმის სამართლიანად განხილვა მოიაზრებს არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ საქმის სწორად და სამართლიანად განხილვას. პირის იძულება, რომ შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მიყვანილ იქნას განმხილველ ორგანოში, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ ნაწილს და 31-ე მუხლის პირველ ნაწილს, ვინაიდან პირი, რომელიც ისედაც მონაწილეობს საქმის განხილვაში ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად, იძულების წესით წარადგენენ სასამართლოში და ამ ფორმით აიძულებენ უშუალოდ მონაწილეობის მიღებას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს.
31-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართება - ადვოკატის/წარმომადგენლის ყოლის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა კანონქვემდებარე აქტებით დაუშვებელია. ამგვარი უფლების ქონა თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ ადვოკატთან/წარმომადგენელთან ერთად საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, არამედ პირადად მონაწილეობის მიუღებლობას, რაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით იყოს განპირობებული. უფლების არსებობა ნიშნავს მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებას ან სულაც გამოუყენებლობას, რაშიც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლა დაუშვებელია. როდესაც პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი იყოს ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ, მისი დავალდებულება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, პირდაპირ ლახავს დაცვის უფლებას. მხოლოდ მის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით გამოიყენოს ეს უფლება და აღნიშნულში რაიმე ფორმით ჩარევა მისი უფლებების პირდაპირი შემლახველია და აზრს უკარგავს ადვოკატის/წარმომადგენლის როლს.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმის სტრატეგია, რისი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ისიც, რომ დამოუკიდებლად და საკანონმდებლო ჩარევების გარეშე გადაწყვიტოს საქმის განხილვისას მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა/მარწმუნებელმა მიიღოს მონაწილეობა თუ დამოუკიდებლად წარმოადგინოს და დაიცვას მისი ინტერესები. აღნიშნულში ჩარევა და პირის იძულებით წარდგენა კი ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და საქმის განმხილველ ორგანოს საშუალებას აძლევს მის საქმიანობაში ჩაერიოს და დაადგინოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის იძულებით მიყვანა. ცხადია, ამგვარი ქმედება საქმის განხილვაზე გავლენას მოახდენს და დიდი ალბათობით დადებით კონტექსტში ვერ წარმოჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის ინტერესები, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ამდენად, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას იცავს, მიზანს ვერ მიაღწევს და პირთა ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა