შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1421 |
ავტორ(ებ)ი | შპს “იხტიოსი” |
თარიღი | 7 მაისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. მესამე ნაწილის პირველი წინადადება: დაცვის უფლება გარანტირებულია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის
მე-4 მუხლი ს
პირველი ნაწილი: საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
მე-2 ნაწილი: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მე-4 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადება: სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მე-5 ნაწილის პირველი წინადადება: საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მე-11 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.
31-ე მუხლის
პირველი ნაწილი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
მეორე ნაწილი: ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
მესამე ნაწილის პირველი წინადადება: დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით.
34-ე მუხლის
პირველი ნაწილი: კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
მე-2 ნაწილი: ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
მესამე ნაწილი: ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
59-ე მუხლის
პირველი ნაწილი: სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
მეორე ნაწილის პირველი წინადადება: საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
60-ე მუხლის
პირველი ნაწილი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.
მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით,
ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის
მე-19 მუხლის
პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტი: საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნიორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
31-ე მუხლის
პირველი ნაწილი: კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკნონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა.
39- მუხლის
პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი: საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მე-2 ნაწილი: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადმანიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლთან შესაბამისობა:
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი (შემდეგში “სარჩელი”) “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (შემდგომში “სასამართლო”) არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა)თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (იურიდიული პირის) მიერ;
გ)სარჩელში მითითებული სადავო საკითხი,ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის (შემდგომში “კონსტიტუცია“) მე-2 თავთან მიმართებაში არის სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტი ექცევა კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ სფეროში, რის შესახებაც მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში. ამასთან, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი კონსტიტუციით ;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
ზ)სადავო ნორმათიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია, რამეთუ სარჩელით გასაჩივრებულიანორმატიული აქტი, და და ნორმატიული აქტების იერარქიაში მესზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციიურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელლით არ არის გასაჩივრებული არ არსებობს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. აღნიშნული პრინციპი კი მთელს ქართულ კანონმდებლობაზე და ყველა სამართლებრივ აქტზე უპირობოდ ვრცელდება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის და ის პრაქტიკულად ყველა ნორმის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.
საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის დღევანდელი რედაქცია: ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიქცევის შესახებ მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად სამართლის პრინციპებთან და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პრინციპებთან და ამავე კონსტიტუციით, საყოველთაოდ აღიარებულ დაცულ ღირებულებებთან, კერძოდ:
სასამართლოს სამართლებრივი აქტი არ არის სამეცნიერო ნაშრომი, არამედ იგი შეფარდებითი სამართლებრივი აქტია მისი სამართლებრივი და სოციალური ინპლემენტაციის ბუნებით, ანუ იგი უნდა იყოს რეალაციას დაქვემდებარებული აქტი და მისი აღსრულება არ უნდა იწვევდეს პირთა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ, უპასუხისმგებლო და უკანონო რესოციალიზაციას. თუმცა იმ რედაქციით რა ფორმითაც დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილში ჩანაწერი - „ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიქცევის შესახებ“, სწორედ ასეთი რესოციალიზაციის მაღალი რისკის შემცველია.
2007 წლის 29 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში შევიდა დამატება 268-ე მუხლის 11 ნაწილის სახით (არსებული რედაქციით), შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აღნიშნული ნორმის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატება:
_ თუ მისი ლეგიტიმური მიზანი არის სასამართლოს ეკონომიურობის პრინციპის საფუძველზე, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში (ხელი შეუწყოს) სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას, მაშინ იგი იმთავითვე წინააღმდეგობაში მოდის ამ მიზანთან, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კანონიერ ძალაში შესული, არ ართმევს მხარეს უფლებას პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში _ ჯერ სააპელაციო წესით, ხოლო შემდგომ საკასაციო წესით, ანუ მოცემულ საქმეზე (პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებით) მართლმსაჯულება დასრულებული არ არის, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფასთან არავითარ კავშირში არ არის. პირიქით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში (კერძოდ: აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში) მხარეს წარმოეშობა უფლება თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადწყვეტილების შებრუნების მოთხოვნით მიმართოს ახალი გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რაც ცალკე წარმოების წესით განიხილება და იგი მხარის მეორად მოთხოვნას წარმოადგენს და ეწინაღმდეგება სასამართლოს ეკონიომიურობის პრინციპს - სასამართლოს მხრიდან, სასამართლოში ერთი საქმის ფარგლებში სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შებრუნებისას შეუძლებელი ხდება მისი აღსრულება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონტრაჰენტის მხარეს - კრედიტორს წარმოადგენს არა მყარი ფინანსური ინტიტუტი (სადაც მინიმალურია ამის რისკი), არამედ ფიზიკური პირი ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოაგადოება, როდესაც ის ხედავს სასამართლოს დავის წარმოების გაგრძელებისას მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს და რისკს იმისა, რომ შეიძლება აღსრულებული (პირველი ინსტანციის სასამართლო) გადაწყვეტილება შემობრუნდეს, ის ცდილობს (აღსრულებული გადაწყვეტილების შებრუნების მომენტში) ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, განთავისუფლდეს მის საკუთრებაში არსებული აქტივებისგან და განახორციელოს ამ აქტივების სხვა პირებზე გადაცემა ან რაიმე ვალდებულებით მისი დატვირთვა (მათ შორის კანონის სრული ფორმალური წესის დაცვით - თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებებით. ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ასევე დამატებით ამ სამართლებრივ ფორმის ბოროტად გამოყენებით), რაც ართულებს და შეუძლებელს ხდის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების აღსრულებას და ამით ხელს უშლის სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების (სწრაფ და ეფექტურ) განხორციელებას.
კერძოდ: სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულებაა განხორციელოს პირის დარღვეული უფლებებისა და ინტერესების მიმართ ეფექტური მართლმსაჯულება და დაიცვას პირის უფლებები და ინტერესები, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების გზით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოვიდეს პირის დარღვეული უფლების და ინტერესის არსიდან და მის საფუძველზე დაყენებული მოთხოვნის შინაარსიდან და ხასიათიდან. შესაბამისად სასამართლომ (მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით) უნდა უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის შეუქცევადი აღსრულების შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებას დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ ეკარგება ყოველგვარი იურიდიული ინტერესი და იგი ფორმალური და დეკლარაციული ხასიათის იქნება, რაც სასამართლოს მხრიდან წარმოადგენს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას. რაც თანხვედრაში არ არის სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპთან და ასევე, საქმის სამართლიანი განხილვის პრინცპითან.
ამასთან დავძენთ, რომ ხსენებული საპროცესო ნორმა შეიცავს მატარიალური სამართლის ელემენტებს, როდესაც იგი უშვებს ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმების საფუძველზე - პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას, რაც მატერიალური სამართლის რეგულირების სფეროში შეჭრის მცდელობაა, ვაინაიდან სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ, კერძო ხასიათის ქონებრივ საოჯახო და პირად ურთიერთობებს - მათ შორის ვალდებულებით და სახელშეკრულებო ურთიერთობებს და დაუშვებელია ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კონკრეტული საპროცესო მოქმედების შერულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეგულირება. სწორედ ეს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და არ უნდა მოხდეს ნორმატიული ნებების აღრევა და მატერიალური უფლება უნდა წარმოიშვას, გაუქმდეს და შეცვლილი უნდა იქნეს მხოლოდ მატერიალური სამართლის საფუძველზე და არა საპროცესო სამართლის ნორმით, რომლის მიზანი და რეგულაციის სფერო არ არის ასეთი უფლებათა წარმოშობა ან შეცვლა.
ყველა სხვა შემთხვევაში ნორმა ტოვებს სამართლებრივად სახიფათო ღიობს და მაღალი რისკის ქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი პრინციპია სამართლის ნორმის მაქსიმალური განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა. ნორმატიულ აქტში მკაფიოდ და ცხადად უნდა იყოს მოცემული რეგულაციის კონკრეტული მიზანი და იგი არ უნდა სცდებოდეს მისი რეგულაციის სფეროს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში ნორმატიულ აქტს უნდა უწესებდეს „ხარისრის სტანდარტის“ მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობასთან და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპთან. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ სამართლებრივი რეგულაცია იყოს ნათელი და მკაფიო, იყოს ადექვატური მისი მიზნების მიმართ და არ გასცდეს რეგულაციის სფეროს და არ ჩაერიოს ისეთ სამართლებრივ რეგულაციებში, რაც მისი რეგულაციის სფეროს არ წარმოადგენს.
ნორმების განსაზღვრულობა არის სამართლებრივი სახელმწიფოს პოსტულატი ნაციონალურ დონეზე, მაგრამ იგი ასევე წარმოადგენს ევროპული კავშირის სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს. ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი ამყარებს ადამიანის მოლოდინის, მისი ფინანსური და ეკონომიური მგდრადობის საფუძვლებს და ქმნის სამართლებრივი უსაფრთხოების კანონიერ მოლოდინს.1.
როგორც აღინიშნა მაღალი ხარისხის ნორმის განსაზღრულობა, არა მხოლოდ თანამედროვე სახელმწიფოს, არამედ ევროპული კავშირის ფუნდამენტალური სამართლებრივი პრინციპია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს მოცემული ხარისხის სტანდარტს. იგი ცდება თავისი რეგულაციის სფეროს და უხეშად ერევა სხვა რეგულაციებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ცვლილების ინიცირება მოხდა 2007 წლის 29 ივნისს „სასამართლოს ეკონომიურობის“ პრინციპის საფუძველზე, თუმცა უპირველეს ყოვლისა თავად „სასამართლოს ეკონომიურობის“ პრინციპი არ არის აღმატებული „სამართლიანი სახელმწიფოსა“ და „სამართლიანი სასამართლოს“ პრინციპზე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაზე), უფრო პირიქით, მეტიც აშკარად ეწინააღმდეგება „სამართლიანი სახელმწიფოსა“ და სამართლიანი სასამართლოს“ პრინციპს (საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას) და მეორეს მხრივ მოცემულ შემთხვევაში „სასამართლოს ეკონომიურობის“ პრინციპმა აშკარად ვერ გაამართლა (უფრო მაღალი ხარისხის განსჯის შემთხვევაში არც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა გამართლებისა), შედეგად კი მივიღეთ მძიმე, რეგრესული მიზნებსა და რეგულაციის სფეროს გაცდენილი ნორმატიული აქტი, რომლებიც საქართველოს სასამართლო ცხოვრებაში ამკვიდრებს მხოლოდ მახინჯ პრაქტიკას, ძალზედ მძიმე შედეგებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის, საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიმართოს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოს, ამავე მუხლებით სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლება გარანტირებულია. ხოლო სასამართლოში მიმართვის ფორმა და წესი განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 177-ე, 364-ე, 367-ე და 391-ე მუხლებით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, თავისთავად აღნიშნული უფლება მოიცავს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით, სამივე სასამართლო ინსტანციისადმის მიმართვის უფლებას, რომლის ძირითადი მიზანია შესაბამისი პროცესუალური მოქმედების განხორციელებით, უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელების გზით, ადამინის ფუნდამენტური – გარანტირებული კონსტიტუციური უფლების – უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, და პირის დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც ქმნის სასამართლოში სარჩელის, საპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის შეტანის გზით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მყარ შესაძლებლობასა და კონსტიტუციურ გარანტიას, ვაინაიდან ზემოაღნიშნული დებულების (უფლების) არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიმართვის უფლება და ამ უფლების რეალიზაციის საფუძველზე (მართლმსაჯულების განხროციელების გზით - სასამართლოს მიერ) მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს უნდა ატარებდეს, არამედ შესაძლებელი უნდა იყოს ამ უფლების რეალიზაციის შედეგად, რეალური მართლმსაჯულების განხორციელება – სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების რეალური აღსრულება და შესაბამისად, მისი შემდგომი რეალიზაცია.
შესაბამისად, სასამართლოსადმი (იგულისხმება: სამივე ინსტანციის სასამართლო) მიმართვის უფლება და არსი არის სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების, მისი აღსრულებისა და რეალიზაციის რეალური შესაძლებლობა, რაც ქმნის სასამართლოსადმი მიმართვის შედეგად, სასამართლოს სამივე ინსტანციაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის არა ფორმალურ შესაძლებლობას, არამედ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვისა და სასამართლოს მიერ (საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპის დაცვით) მიღებული (უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე) საბოლოო გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების სწრაფი და ეფექტური განხორციელების რეალურ შესაძლებლობას. რასაც ასევე ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო – “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ მე-6 მუხლის შესაბამისად – სამართლიანი სასამართლოს უფლების განმარტებისას, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყველა პირისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი რეგულაცებით მოიცავს სამივე სასამართლო ინსატანციისადმი მიმართვის უფლებას, რომელიც დაკავშირებულია მათ სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება კი წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, არ არის მხოლოდ თეორიული უფლება, რომელიც უზრუნველყოფს უფლების აღიარებას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ მოიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აღსულდება. მოდავე მხარეთა უფლებების ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. ამგვარი გარანტიების შექმნისათვის კი არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 177-ე, 264-ე, 266-ე, 267-ე, 364-ე, 367-ე და 391-ე მუხლები), რაც პროცესუალურად გულისხმობს, სამივე სასამართლო ინსტანციისადმი მიმართვის უფლებას.
ყოველივე აღნიშნული, ცალსახად მიუთითებს საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - საქმის, სასამართლოს სამივე ინსტანციაში განხილვისა და მოსმენის დაცვის მნიშვნელობაზე.
ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსურლება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში, აშკარად შორსაა (ამ ტიპის გადაწყვეტილებები) სამართლიანობის პრინციპიდან.
საპროცესო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპი. თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილისა - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ფაქტიურად ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიქცევის შესახებ პირველი ინსატანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, ირღვევა სამართლიანი სახლმწიფოსა და საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპი.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესი:
“ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისიწნებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისიწნებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც”.
ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ დანაწესს, რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ანუ თავისი უფლების დაცვა განახორციელოს სასამართლოს მეშვეობით, მართლმსაჯულების განხორციელბის გზით - მათ შორის დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნის მიმართაც (მითუმეტეს თუ ხელშეკრულებაში აღნიშნული დათქმა - დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, შედავებულია მხარის მიერ, რომლის შედავების უფლებასაც წარმოშობს მოქმედი კანონკმდებლობა). ხოლო იმ პირობებში როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და ხდება მისი დაუყოვნებლივი აღსრულება, თან (პირველი ინსტანციის) სასამართლო გადაწყვეტილების შემობრუნების უზრუნველყოფის მოხთოვნის უფლების დაყენების გარეშე, იგი იმპერატიულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილ დანაწესს - ყოველი ადამიანის საყაოველთაოდ აღიარებულ და გარანტირებულ უფლებას, თავისი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას სასამართლოს გზით. რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების და თავისუფლების სასამართლო გზით დაცვის შემხთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შენარჩუნებული უნდა იყოს დავის დაწყებამდე არსებული სამართლებრივი მდგომრეობა (ე.წ. სტატუსკვო) და მხარის მიერ სასამართლოს გზით, თავისი უფლებებისა თავისუფლებების დაცვის მიზნით - დაცვის ობიექტი უნდა იყოს (ყოველი ადამიანის) დავის (იურიდიული) ინტერს(ებ)იდან გამომდინარე ხელშეუხებელი, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. იგი ასევე ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების პროცესში, საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველყოფის პირნციპს (იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი და 31 მუხლის პირველი ნაწილი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არ არსებობს როგორც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი 313-ე მუხლით გათვალისწინებული, ისე სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. ყოველივე ეს კი ჩვენი მხრიდან, საკონსტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველს წარმოადგენს, თანახმად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი 313-ე მუხლისა.
და ბოლოს, გთხოვთ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი გადაწყვიტოთ ზეპირი მოსმენით განმწესრიგებელ სხდომაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი