რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1409 |
ავტორ(ებ)ი | რემზი შარაძე |
თარიღი | 12 მარტი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 43-ე მუხლის 11-ე პუნქტის სიტყვები: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში, |
საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლის 1 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 18 მუხლის 1 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტი, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 60-ის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:
1)საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად მე უფლებამოსილი ვარ სარჩელით მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:ა) საქართველოს მოქალაქეებს.
3) საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4-ე ნაწილის ა პუნქტთან და ამავე მუხლის 5-ე ნაწილთან შესაბამისობა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მის ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4 )საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31 1 მუხლთან შესაბამისობა:
ჩემი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩემს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადაო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მის მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული მაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. მტკიცებულება ადასტურებს კონსტიტუციის სარჩელის საფუძვლიანობას და ა.შ. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1.საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია.
2.კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3.სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლის 1 პუნქტთან, საქართველოს კონსტიტუციის 18 მუხლის 1 პუნქტთან და საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1 პუნქტთან,
4.სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მუხლი 43-ის 11-ე პუნქტით ჩემი და სხვა პირთა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს სახელმწიფო არ ცნობს და არ იცავს, ყველა ადამიანი (პირი) სამართლის წინაშე თანასწორი არ ვართ და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი არ არის-ის გაუქმებულია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით არ არის განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და დასკვნის გამოცხადების ( ის ცხადდება სხდომათა დარბაზში.) კონკრეტული დრო . რადგან ამ კანონით ეს არ არის განსაზღვრული და თუ კანონის ანალოგს გამოვიყენებთ, გამოცხადების დროს განუსაზღვრელობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257 მუხლის მუხლის 1 ნაწილს:
1.საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.
მე 2017 წლის 23 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N 867) მოგმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოპასუხე მხარე არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დავის საგანი არის „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ( 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით). კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 24 იანვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს. სასამართლომ №867 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) არსებითად განსახილველად მიიღო 2017 წლის 17 მაისს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 2017 წლის 28 ნოემბერს დაიწყო განხილვა და 2018 წლის 22 თებერვალს მოისმინეს მხარეთა დასკვნითი სიტყვები და დასკვნითი სიტყვების მოსმენის დამთავრებისთანავე სასამართლოს მეორე კოლეგია გავიდა სათათბირო ოთახში, საიდანაც რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ და სხდომის თავჯდომარემ გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოცხადების დროს მხარეებს გაცნობებთო . N 867 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილება არ არის გამოცხადებული, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებები მიიღო (გამოაცხადა) შემდეგ კონსტიტუციური სარჩელებზე ეს სარჩელებია: 1)14 დეკემბერი, 2018 | № 1/4/809
საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებთან მიმართებით;
2)14 დეკემბერი, 2018 | № 3/2/767,1272 საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და...
3)14 დეკემბერი, 2018 | № 2/13/1234,1235
საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
1) №1234 კონსტიტუციურ სარჩელზე - ა) საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2016 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის პირველ...
4) 14 დეკემბერი, 2018 | № 2/12/1229,1242,1247,1299
საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ა) №1229 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან...
5)07 დეკემბერი, 2018 | № 2/10/1212
საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა,...
6) 27 ივლისი, 2018 | № 2/6/1216
საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
ა) საქართველოს მოქალაქე მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა...
7) 30 ივლისი, 2018 | № 1/3/1282
საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების...
ამ კონსტიტუციური სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №1282 (საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არ არსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. ლეგალიზებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღებული გადაწყვეტილება არის საქართველოსათვის საზიანო და დამანგრეველი და რომ ის ფაქტი, რომ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არ არსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის-მის არაკონსტიტუციურობას მე სრულად ვეთანხმები, ვეთანხმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მისი გამოტანა N 867 და სხვა პირთა განხილული სარჩელების გამოცხადებამდე ამ №1282 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანა არის დისკრიმინაციული:
№1282 კონსტიტუციური სარჩელის აღწერილობითი ნაწილით დადასტურებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1282) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ზურაბ ჯაფარიძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს. 2018 წლის 27 აპრილის №1/5/1282 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2018 წლის 30 მაისს. №1282 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა შეტანიდან 7 (შვიდ) თვესა და 13 დღეში, მაშინ როდესაც განხილვის ვადა არის 09 თვე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. ე. ი.№1282 კონსტიტუციური სარჩელის გამოტანისათვის განუსაზღვრელი ვადა განსაზღვრეს და ის გამოიტანეს მაშინ როდესაც კონსტიტუციური სარჩელის განხილვის არც 9 თვიანი ვადა და არც 11 თვიანი ვადა არ იყო გასული.
პირდაპირი კლასიკური ფაქტი და მაგალითი, რომ საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მუხლი 43-ის 11-ე ნაწილით ჩემი და სხვა პირთა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს სახელმწიფო და პარლამენტი არ ცნობს და არ იცავს, ყველა ადამიანი (პირი) სამართლის წინაშე თანასწორი არ ვართ და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი არ არის-ის გაუქმებული რადგან 1) საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1 პუნქტი-ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 2) საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
საიტი-www.gen.ge -დან:
ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება: ადმინისტრაციული ორგანო – ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა. ადმინისტრაციული ორგანოს უმეტესობა საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს. წყარო: ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (1)
ადმინისტრაციული წარმოების განმარტება:
ადმინისტრაციული წარმოება – Administrative Proceedings – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge (3)
მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები
1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
მუხლი 31. საპროცესო უფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია
ენციკლოპედია
საქმის არსებითი განხილვა არის:
ინდივიდუალური საჩივრის პროცედურის საფეხური, რომელზეც სასამართლო ან კვაზისასამართლო ორგანო განიხილავს საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ადგენს, იყო თუ არა დარღვევა
Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006
3)საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 31. საპროცესო უფლებები 1.ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. მართალია საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 22-ე მუხლით განსაზღვრულია საქმის განხილვის ვადა, მაგრამ რადგან გამოცხადების ვადა არ არის საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 31-ის 1 პუნქით გათვალისწინებული განსაზღვრული დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი არ არის, რადგან შედეგი არ არის ცნობილი და როდის იქნება ეს შედეგი არ არის განსაზღვრული. რადგან გამოცხადების ვადა არ არის განსაზღვრული (დადგენილი ) მე საკონსტიტუციო სასამართლოზე მაქვს მიმართვის უფლება, რომ მოვიტხოვო ნებისმიერ დროს გადაწყვეტილების გამოცხადება და მიმართული მაქვს კიდეც 2018 წლის 22 ნოემბერს, რომ გადაწყვეტილება გამოაცხადოს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო არ აცხადებს ან არ აცხადებინებენ სასამართლოს იმ მიზეზით, რომ გამოცხადების ვადა არ არის დადგენილი ე.ი. არ მაქვს, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ მაძლევს უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმეს გონივრულ ვადაში გავეცნო, მივიღო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია. ამით ასევე მთავრობას და საქართველოს პარლამენტს დარღვეული აქვს საქართველოს კონსტიტუციის 4-ე მუხლის 1 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 4-ე მუხლის 2 პუნქტი და საქართველოს კონსტიტუციის 4-ე მუხლის 4 პუნქტი, რადგან მუხლი 4-ით. სამართლებრივი სახელმწიფო 1პუნქტი - საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო; 2-ეპუნქტი- სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან და 4-ე პუნქტი-სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. როგორც ზემოთ დავასაბუთე საქართველოს მთავრობის და პარლამენს მიერ მიღებული და დამტკიცებული კანონებით არ დგინდება, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო- სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, რომ ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო არ არის შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, (დადგინდა , რომ სახელმწიფო შეზღუდული არ არის ამ უფლებებითა და თავისუფლებებით) როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან , რომ სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში და რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.
არა მგონია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის თემა, ვიდრე მეორე გამეორებითი აუქციონის (ნულოვანი აუქციონის) არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობის თემა, (( კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N 867)), რადგან მეორე გამეორებითი აუქციონის არსებობა საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტი დაადგენილ, საკუთრებისა და მემკვიდრეობის აღიარებულ და უზრუნველყოფილ უფლებას უკანონოდ ართმევს საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 40-დან 50 პროცენტს. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე როგორც საქართველოს კონსტიტუციიით, ასევე საქართველოს შესაბამისი კანონებით დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ე.ი. პირველ შემთხვევაში ამ №1282 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების საჩქაროდ გამოცხადებით (გამოტანით), ხოლო N 867 კონსტიტუციურ სარჩელებზე გადაწყვეტილების დროულად არგამოტანით საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს ურჩევნია საქართველოს მრავალი ოჯახის და მოქალაქის (მცხოვრების) გაუბედურება, გაღატაკება და ა. შ. მართალია საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს და პირდაპირ ვერ ჩაერევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ მათ მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მუხლი 43-ის 11-ე პუნქტით მათ შეუძლიათ ირიბად ჩაერიონ და დროულად არ გამოაცადებინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან არაკონსტიტუციური მუხლის ამ პუნქტის არსებობა აძლევთ მათ ამის საშუალებას. არ არსებობს მისი გაკონტროლების რაიმე მექანიზმი გარდა, კანონში გამოცხადების ვადის ჩაწერა-გამოცხადებისა, რადგან დედამიწაზე არ არსებობს კომუნიკაციის საშუალებით, ეს იქნება ელექტრონული თუ პირადული მისი გაკონტროლება. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი პირდაპირ დაგვცინის, აბუჩად გვიგდებს მოსახლეობას სადაო წინადადებით: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში. ამ კანონით დადგენილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის გამოცხადების ვადა
100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მუხლი 43-ის 11-ე პუნქტის სადაო სიტყვების არაკონსტიტუციურობაში. სასამართლოს მიერ სარჩელის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ირიბ ზეგავლენასაც ვერ მოახდენს, პირდაპირ ჩარევას არ ან ვერ განახორციელებს. ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი მაკონტრორებელია სამართლიანი კანონი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში.
მოვითხოვ ჩემი 2019 წლის 12 მარტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს და საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მუხლი 43-ის 11-ე ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის 1 პუნქტთან, საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის 1 პუნქტთან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1 პუნქტთან მიმართებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა