საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N743 |
ავტორ(ებ)ი | ავთანდილ ქათამაძე |
თარიღი | 5 აპრილი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ავთანდილ ქათამაძის კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს განსახილველად მიიღების პირობებს, კერძოდ, ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილი არის უფლებამოსილი პირის - ავთანდილ ქათამაძის მიერ. სადავო ნორმა აშკარად ლახავს ა. ქათამაძის უფლებას მიიღოს სარჩო (დახმარება) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს შესაბამისად; გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხის კონსტიტუციურობაზე სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, ამავე პუნქტის ,,ა'''და ,,ვ’’ ქვეპუნქტებით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და, შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგე-ნილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩანაწერი, ,, . . . სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით’’ . . . (1-ლი პუნქტის სრული რედაქციაა შემდეგი: ,,დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმ-ნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრო-მითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი’’.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ანტიკონსტიტუციურობა მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგე-ნილებით დამტკიცებული იქნა ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობი-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’, რომლითაც გა-ნისაზღვრა დახმარების (სარჩოს) დანიშვნა (აღდგენა) 2007 წლის 1-ელ იანვრამდე პროფესიული დაა-ვადებით დაინვალიდებული პირებისათვის. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში 25.03.2013წ. შევიტანე განცხადება (რეგი-სტრაციის №34454) და სააგენტოს ვთხოვე დახმარების (სარჩოს) დანიშვნა ზემოთხსენებული წესის სა-ფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.03.2014წ. №04/17048 წერილობითი პასუხის თანახმად, ,,სა-ქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილების შესასრულებლად შექმნილმა უწყებათაშორი-სმა კომისიამ 27.01.2014წ. (ოქმი №9) განიხილა სს ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენა-დნობთა ქარხანაში’’ დაინვალიდებულ მაძიებელთა საკითხი (ვინც სოციალური მომსახურების სააგენ-ტოს განცხადებით მიმართა 2013წ. 1 მარტიდან 2014წ. 27 იანვრამდე) და მიიღო უარყოფითი გადაწყ-ვეტილება დახმარების დანიშვნაზე, რადგან სს ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნო-ბთა ქარხანა’’ (სს ,,ფერო’’) ლიკვიდაციის პროცესში არ იყო სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწი-ლეობით შექმნილი (იხ. ხსენებული ოქმის მე-5 გვ.). შესაბამისად, ვერ სრულდება ზემოაღნიშნული და-დგენილების მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმა-რება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტე-რიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ სა-წარმოში (უფლებამონაცვლე არ ყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავა-დება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალე-ობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი’’. - აღნიშნულია სააგენტოს ზემოთხსენებულ წერილობით პასუხში. იმის გამო, რომ უარი მეთქვა ზემოთხსენებული დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინე-ბული დახმარების (სარჩოს) დანიშვნაზე (აღდგენაზე), ადმინისტრაციული სარჩელით მივმართე თბილი-სის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვე: 1) ბათილად იქნეს ცნო-ბილი (გაუქმდეს) სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო’’-ს უწყებათაშორისი კომისისიის ინდი-ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება (ოქმი №9); 2) დაევალოს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო’’-ს უწყებათაშორის კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავთანდილ ქათამაძის 25.03.2013წ. განცხადე-ბის (რეგისტრაციის №34454) დაკმაყოფილების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დად-გენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-თ გათვა-ლისწინებული დახმარების (სარჩოს) დანიშვნასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014წ. 18 ივლისის გადაწყვე-ტილებით საქმეზე N3/1136-14 უარი მეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ხსენებული გადაწყვეტილება გა-ვასაჩივრე სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2014წ. განჩინებით საქმეზე N3ბ/1298-14 არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014წ. 18 ივლისის გადა-წყვეტილება საქმეზე N3/1136-14. პალატის ხსენებული განჩინება გავასაჩივრე საკასაციო წესით. საქართვე-ლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შემადგენლობის უმრავლესობამ 08.10. 2015წ. განჩინებით საქმეზე Nბს-165-162(კ-15) არ დააკმაყოფილა ჩემი საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2014წ. განჩინება საქმეზე N3ბ/1298-14. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივრის განმხილველი პალატის შემა-დგენლობის თავმჯდომარე (მომხსენებელი), მოსამართლე ქ-ნი მაია ვაჩაძე დარჩა განსხვავებულ აზრზე (გთხოვთ იხილოთ თანდართული განსხვავებული აზრი). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, თბილისის სააპელაციო სასა-მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცი-ულ საქმეთა პალატის შემადგენლობის უმრავლესობამ გაიზიარა სოციალური მომსახურების სააგენტოს მო-საზრება და უარი მითხრა დახმარების (სარჩოს) დანიშვნაზე (აღდგენაზე).
საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებისას ჩემი მოსაზრება ეფუძნებოდა იმ გარემობას, რომ არასწო-რად მიმაჩნდა სადავო საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.03.2014წ. №04/17048 წერი-ლობით პასუხში, სააგენტოს 27.01.2014წ. გადაწყვეტილებაში (ოქმი №9, გვ. 5), როგორც ინდივიდუა-ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული განმარტე-ბა სადავო ნორმის შინაარსთან და მისი მხოლოდ გარკვეულ (შეზღუდულ) პირთა წრეზე გავრცელებასთან დაკავშირებით. თუ გაზიარებული იქნება მათი მოსაზრება-განმარტება, მაშინ დასტურდება, რომ ადგილი აქვს ერთსა და იმავე გარემოებაში მყოფი პირების მიმართ დისკრიმანიციული ნორმატიული აქტის არსე-ბობა-მოქმედებას, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მე - ავთანდილ ქათამაძე 1984 წლი-დან ვარ პროფესიული დაავადებით შრომის 1-ლი ჯგუფის ინვალიდი დიაგნოზით - მანგანუმის ქრო-ნიკული ინტოქსიფიკაცია, რომლის საფუძველზეც 100%-ით მაქვს დაკარგული შრომისუნარიანობა და მიჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. ინვალიდობის 1-ლი ჯგუფი დადგენილი მაქვს უვადოდ და, შესაბამისად, ,,ფერო''-ს ქარხნიდან ვღებულობდი ყოველთვიურ სარჩოს 1984 წლიდან სხვადასხვა ოდენობით, ხოლო ბოლოს 106 (ასექვსი) ლარის ოდენობით 2007წ. 1-ელ მარტამდმე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მოხდებოდა სს ,,ფერო''-ს გაკოტრება და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი''-ს მიერ მისი აქტივების შე-სყიდვა 13.12.2006წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო, ერთის მხრივ, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზსა’’ და, მეორეს მხრივ, საქ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქ. ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,ფერო’’-ს შორის, ხოლო სს ,,ფერო''-ს დარჩა მხოლოდ პასივები (ვალ-დებულებები). ა. ქათამაძის სარჩელის საფუძველზე, ზესტაფონის რ-ლი სასამართლოს 17.10.2007წ. გა-დაწყვეტილებით საქმეზე №2/285 სს ,,ფერო’’-ს დაევალა ა. ქათამაძის მიმართ სარჩოს ანაზღაურების აღდგენა (გაგრძელება), თუმცა, იმის გამო, რომ ამ დროისათვის უკვე განხორციელებული იყო სს ,,ფერო’’-ს გაკოტრება და მისი აქტივების შესყიდვა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’-ს მიერ, სს ,,ფერო’’-მ სარჩოს გადახდა ვეღარ გააგრძელა, ვინაიდან გაკოტრების გამო ის უკვე აღარ წარმოადგენდა აქტივე-ბის მფლობელს, ხოლო შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა’’, როგორც სს ,,ფერო’’-ს არასამართალმემკვიდრემ, უარი განაცხადა სარჩოს გადახდის გაგრძელებაზე. იმ მიზეზით, რომ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’ არ იქნა ცნობილი სს ,,ფერო''-ს სამართალმემკვიდრედ, ზესტაფონის რ-ლმა, ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ა. ქათამაძის სარჩელი შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი’’-ს მიმართ ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკისრებაზე. ამრიგად, საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ ა. ქათამაძე ,,ზესტაფონის გ. ნიკოლა-ძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა''-ში მუშაობდა ამ ქარხნის სააქციო საზოგადოებად დაფუძ-ნებამდე დიდი ხნით ადრე, როდესაც ქარხანა მთლიანად, სრული 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და სადაც დაინვალიდდა ა. ქათამაძე 1984 წელს და მიიღო პროფესიული დაავადება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნო-ბთა ქარხანა’’ სააქციო საზოგადოებად რეგისტრაციაში გატარდა ზესტაფონის რ-ლი სასამართლოს 31. 12.1996წ. №32/5-25 დადგენილებით, რომლის აქციონერებსაც წარმოადგენდნენ საქართველოს სახელმ-წიფო 51% წილობრივი მონაწილეობით, საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო 48,2% წილობ-რივი მონაწილეობით და მუშათა კოლექტივი 0,8% წილობრივი მონაწილეობით. სს ,,ფერო''-ს ლიკვი-დაცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 24.03.2010წ., რასაც საფუძვლად დაედო გაკოტრების საქ-მის წარმოების დასრულების თაობაზე ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.02.2009წ. განჩინება (საქმე №2/426-08) და განჩინების განმარტების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.03.2010წ. გადაწყვეტილება. ამრიგად, მიუხედავად სააქციო საზოგადოებად დაფუძნებისა 31.12.1996წ. და მიუხედავად იმისა, რომ არასახელმწიფო წილი მის ქონებაში იყო მხოლოდ 0,8% (მუშათა კოლექტივის), სს ,,ფერო'' მაინც აგ-რძელებდა 2007წ. 1-ელ მარტამდე სარჩოს გადახდას იმ პირებზე, რომლებიც სააქციო საზოგადოებად მის ჩამოყალიბებამდე ამ ქარხანაში მუშაობისას დაინვალიდდნენ. ის გარემოება, რომ სს ,,ფე-რო'''31.12.1996წ. არ იყო დაფუძნებული სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, არ გამ-ხდარა დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ ქარხანას გაეგრძელებინა სააქციო საზოგადოებად დაფუძნებამდე იქ დაინვალიდებული პირებისათვის დახმარების (სარჩოს) გადახდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარ-ხანა’’ სააქციო საზოგადოებად დაფუძნებული იქნა სახელმწიფოს 99,2% წილობრივი მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო 51% წილობრივი მონაწილეობით და საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო 48,2% წილობრივი მონაწილეობით (ეს უკანასკნელიც საქართველოს სახელმწი-ფოს სახელით და მისი უფლებამოსილებით მოქმედ ორგანოს წარმოადგენდა). მხოლოდ 0,8% იყო მასში შრომითი კოლექტივის წილობრივი მონაცემები, რაც უნდა გაეთვალიწინებინა უწყებათაშორის კომისიას საკითხის გადაწყვეტისას და დაენიშნა დახმარება (სარჩო) ა. ქათამაძისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ემსჯელა საერთო სასამართლოებსაც და მიეღოთ ა. ქათამაძის სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება. უწყებათაშორისმა კომისიამ და სასამართლომ არ შეაფასეს ის გარემოება, რომ ,,ზესტაფონის გ. ნიკო-ლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის'არსებობა არ დაწყებულა მხოლოდ 31.12.1996წ., მისი სა-აქციო საზოგადოებად დაფუძნებით. ქარხნის ისტორია გაცილებით დიდი ხნით ადრე დაიწყო და იგი სახელმწიფოს სრულ 100%-იან საკუთრებას წარმოადგენდა, ვიდრე იგი სააქციო საზოგადოებად დაფუ-ძნდებოდა. მან მხოლოდ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა. აღნიშნავს კიდეც სასამართლო, რომ ზეს-ტაფონის რ-ლი სასამართლოს 31.12.1996წ. დადგენილებით განხორციელდა ,,ზესტაფონის გ. ნიკოლა-ძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის' ხელახალი რეგისტრაცია სააქციო საზოგადოებად (18.07. 2014წ. გადაწყვეტილების გვ. 7, 1-ლი აბზაცი და 04.12.2014წ. განჩინების გვ. 11, 1-ლი აბზაცი), რაც იმის უდავო დადასტურებაა, რომ სააქციო საზოგადოებად დაფუძნებამდე ქარხანა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი საკუთრების ფორმით არსებობდა, ამ პერიოდში დაინვალიდდა იქ ა. ქათამაძე და, შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება აღუდგინოს მას დახმარების (სარჩოს) გადახდა. უწყებათაშორისმა კომისიამ განსხვავებულად გადაწყვიტა და, შესაბამისად, საეთო სასამართლოებმაც გაიზიარეს კომისიის მოსაზრება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-თ გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის თაობაზე ამჟამად უკვე ლიკვიდირებულ სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ დასაქმებულ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ საწარმოში მუშაობდნენ და იქ დაინვალიდდნენ სააქციო საზოგადო-ებად მის დაფუძნებამდე. ხსენებული საწარმოც სახელმწიფოს არა 100%-იანი, არამედ ნაწილობრივი მონაწილეობით იყო დაფუძნებული 02.10.1995წ., მაგრამ უწყებათაშორისმა კომისიამ მათზე გაავრცელა ხსენებული დადგენილების მოქმედება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გაიზიარა რა უწყებათაშორისი კომისიის მოსაზრება ხსენებული დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 18.07.2014წ. გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხსენებული მე-2 პუნქტით დადგენილებამ გამონაკლისი დაუშვა სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ და ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებულ პირებზე და ცალსახად მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007წ. 1-ელ იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შეს-რულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, დაენიშნება დახმარება სხვა დამატებითი პირობების მითითების გარეშე. მიმაჩნია, რომ სასამართლოს ასეთი მსჯელობა არ გამომდინარებოს ამ ნორმის შინაარსიდან და არც მთლიანი წესიდან საერთოდ, კერძოდ, ხსენებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ხაზგასმით არის მინიშნება დათქმაზე: ,,ამ წესის შესაბამისად'დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მო-ქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს ,,ჭია-თურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეუ-ლობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ე. ი., ხსენებულ მე-2 პუნქტში საუბარია დადგენილებით დამტკიცებულ მთლიან წესზე საერთოდ, ზოგადად, მათ შორის, მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტზე და არა მხოლოდ ცალკე აღებულ მე-2 პუნქტზე. ამრიგად, ხსენებული მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის არსი მთლიან წესთან, მათ შორის, მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთად უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს და არა განცალკევებულად, რაც იძლევა ლო-გიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ მე-2 პუნქტი არანაირ გამონაკლისს არ ადგენს იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ხსენებული მე-2 პუნქტის მითითება იმის თაობაზე, რომ ,,ამ წესის შესაბამისად დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქა-ლაქეს, რომელსაც 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს ,,ჭია-თურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეუ-ლობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი’’, ნიშნავს იმას, რომ ამ პირებზეც ზუსტად იგივე წესი ვრცელდება, როგორც ეს დადგენილია ამ წესით საერთოდ, ზოგა-დად, მათ შორის, მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტით. შესაბამისად, უწყებათაშორის კომისიას არ ქონდა სა-ფუძველი განსხვავებულად განემარტა და გადაეწყვიტა დახმარების დანიშვნის საკითხი სს ,,ჭიათურ-მანგანუმში’’ და სს ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობ ქარხანა''-ში პროფესიული დაა- ვადებით დაინვალიდებული პირებისათვის. სასამართლოს კი სწორად უნდა შეეფასებინა აღნიშნული საკითხი და დაეკმაყოფილებინა სარჩელი. ხსენებული დადგენილებით დამტკიცებულ წესში მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის არსებობა განპირობებუ- ლია იმით, რომ ამავე წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ'''ქვეპუნქტით დამატებითი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება განისაზღვრა მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებზე. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ'''ქვეპუნქტში აღნიშნულია შემდეგი: გ) ამ წესის მე-5 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია: გ.ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (ასეთის არ-სებობის შემთხვევაში); გ.ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში - საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა; გ.გ) საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტო-რის) ბრძანების არარსებობის შემთხვევაში - ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება მიზეზობრივი კავშირი - პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მი-უხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა, და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითი-თებული იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში). ამრიგად, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ'''ქვეპუნქტმა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტისაგან განსხვავებუ-ლი არათუ რაიმე შეღავათი დააწესა მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებზე - სს ,,ჭია-თურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში მუშაობის გამო დაინვალიდებულებზე, არამედ, პირიქით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება დაუწესა მათ დახმრების დასანი-შნად. სწორედ ამიტომ, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ჩაწერილი დათქმა - ,,ამ წესის შესაბამისად დახმა-რება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი’’, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პირებზე მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტით დად-გენილი პირობებისგან განსხვავებული წესი იქნა დადგენილი დახმარების დასანიშნად. შესაბამისად, უწყებათაშორის კომისიას ა. ქათამაძის მიმართაც დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ხოლო საერთო სასამართლოს საფუძვლიანად უნდა მიეჩნია სარჩელი და დაეკმაყოფილებინა იგი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარე-მოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვე-ტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამრიგად, ზაკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულად არის აკრძალული საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. მიმაჩნია, რომ ჯერ უწყებათაშორისმა კომისიამ, ხოლო შემდეგ შესაბამისმა სასამართლო ინსტანციებმა არასწორად განმარტეს 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შეს-რულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების და-ნიშვნისა და გაცემის წესი’’-ს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა ა. ქათამაძის მიმართ დახმარების დანიშვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მისაღებად იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სს ,,ზესტა-ფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა’’ (სს ,,ფერო’’) ლიკვიდაციის პროცესში არ იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი. უწყებათაშორისი კომისიის 27.01.2014წ. (ოქმი №9) და სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საკითხის არასრულყოფილად განხილვა-შეფასების შედეგს და ემყარება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულები-სას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის არასწორ განმარტებას, ვინაიდან კომისიამ და სასამა-რთლომ არ შეაფასეს და არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ა. ქათამაძე ,,ზესტაფონის გ. ნიკო-ლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა’’-ში მუშაობდა და დაინვალიდდა 1984 წელს, მაშინ, რო-დესაც ხსენებული საწარმო სახელმწიფოს სრულ 100%-იან საკუთრებას წარმოადგენდა და, შესაბამი- სად, ა. ქათამაძეზეც უნდა გარცელებულიყო ხსენებული დადგენილება. უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (ოქმი №9, გვ. 5) და სასამართ-ლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე საფუძვლიანი და დასაბუთებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, ა. ქათამაძეს სხენებულ საწარმოში 1996 წლის შემდეგ რომ დაეწყო მუშაობა და ამის შემდეგ დაავადებუ-ლიყო იქ, როდესაც უკვე საწარმო სახელმწიფოს არა სრული 100%-იანი, არამედ მხოლოდ ნაწილობ-რივი მონაწილეობით დაფუძნდა და არსებობდა. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ქათამაძე დაავადდა ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნაში’’ 1984წ., ჯერ კიდევ მაშინ, როდე-საც ხსენებული ქარხანა სახელმწიფოს სრულ 100%-იან საკუთრებას წარმოადგენდა, მასზეც უნდა გავ-რცელებულიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზია-ნის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად (კანონის წინაშე თანა-სწორობა), ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე (1-ლი ნაწ.). დაუშვე-ბელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხე-ლის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებული რაიმე უპირატესობის მინიჭე-ბა ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება (მე-2 ნაწ.). საქმის გარე-მოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადა-წყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (მე-3 ნაწილი). აღვნიშნავ, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძველი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც იქნება განმაპირობებელი იმისა, რომ ცალკეული კატე-გორიის პირებზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული უპირატესობები სხვებთან შედარებით. ასეთი გამონაკლისი, განსაკუთრებული ფაქტობრივი გარემოება და კანონით გათვალისწინებული საფუძ-ველი სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ ან ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში დაინვალიდებული პირების მიმართ არ არსებობს და, შესაბამისად, არც არის მითითებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მა-რტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში’’. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ასევე, კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, არავის, მათ შორის, სახელმწიფო (ადმინისტრა-ციულ) ორგანოს, არ აქვს უფლება დისკრიმინაციული აქტი ან/და გადაწყვეტილება მიღოს საქმის იდე-ნტურ გარემოებებში მყოფი პირების მიმართ და განსხვავებულად განმარტოს და გამოიყენოს კანონის მოთხოვნა ასეთი პირების მიმართ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების იმგვარად განმარ-ტება-შეფასება, როგორც ეს გააკეთეს უწყებათაშორისმა კომისიამ და ა. ქათამაძის ადმინისტრაციული საქ-მის განმხილველმა საერთო სასამართლოებმა, რამაც ა. ქათამაძის სარჩელის დაუკმაყოფილებლობა განა-პირობა, ნიშნავს იმას, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლების მოთხოვ- ნები კანონის წინაშე და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ყველა ადამიანის თანასწორობის თაობა-ზე. ა. ქათამაძეს წაერთვა უფლება თავისსავე მსგავს პირობებში მყოფი სხვა პირების მსგავსად ჰქონდეს არ-სებობის იმ მატერიალური საშუალების მიღების შესაძლებლობა, რაც მიეცათ სხვა პირებს - სს ,,ჭია-თურმანგანუმში’’ და ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში დასაქმებულ და იქ დაინვალიდებულ პირებს. შესა-ბამისად, დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ხსენებული მუხ-ლის მე-2 პუნქტის იმგვარად განმარტების გათვალისწინებით, როგორც ეს განმარტებული და გაგებულია უწყებათაშორისი კომისიისა და საერთო სასამართლოების მიერ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყე-ნებს ერთსა და იმავე გარემოებაში მყოფ პირებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული დახმარება (სარჩო) შეიძლება დაენიშნოს (აღუდგეს) მხოლოდ იმ საწარმოში დასაქმებულ და იქ დაინვალიდებულ პირებს, რომელიც სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეო-ბით იყო შექმნილი, შემდეგ მოხდა მისი ლიკვიდაცია და უფლებამონაცვლე არ ყავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სს ,,ჭიათურმანგანუმში’’ და ,,საქნახშირი’’-ს დეპარტამენტში დასაქმებულ და იქ დაინვალიდებულ პირებს ენიშნებათ (აღუდგებათ) დახმარება (სარჩო) მიუხედავად იმისა, რომ საწარმო (ამ შემთხევევაში სს ,,ჭიათურმანგანუმი’’, ,,საქნახშირი’’) არ ყოფილა დაფუძნებული სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. ასევე, ხსენებულ წესს 19.02.2014წ., 07.09.2015წ., 07.10.2015წ. და 26.02. 2016წ. დაემატა 21-25 პუნქტები სამოქალაქო ავიაციის სისტემაში, ისევ ,,საქნახშირის’’ დეპარტამენტში და სს ,,ჭიათურმანგანუმში’’, აგეთვე სს ,,რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში’’ და ,,ჟინვალჰესის სამშენებლო სამმართველო’’-ში (,,ჟინვალჰესმშენში’’) დასაქმებულ და მათ ლიკვიდაციამდე იქ დაინვალიდებულ პირებ-თან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც ხსენებული წესით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნა შესაძლებელია იმ პირებზეც, რომლებიც მუშაობდნენ ამ საწარმოებში და დაინვალიდდნენ იქ მუშაობისას ამ საწარმოების ლიკვიდაციამდე აღნიშნული გარემოებები წარმოადგენენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ამავე პუნქტის ,,ა'''და ,,ვ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1-ლი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვა-ლეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანა-ზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’-ს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ დახმარების (სარჩოს) მიღების (აღდგენის) შესაძლებლობა უნდა მიეცეთ იმ პირებსაც, რომლებიც ასეთ საწარმოში მუშაობდნენ და დაინვალიდდნენ იქ მუშაობისას იმ დროს, როდესაც საწარმო სახელმწიფოს სრულ 100%-იან საკუთრებას წარმოადგენდა და შემდეგ მათი დაფუძნება ან/და ხელახალი რეგისტრაცია მოხდა სახელმწიფოს ნაწილობრივი (არა 100%-იანი წილობრივი) მონაწილებით და ლიკვიდირებული იქნენ უფლებამონაცვლის გარეშე. საამისოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ხსენებულ წესში 07.09.2015წ., 07.10.2015წ. და 26.02.2016წ. განხორციელებული დამატება ,,საქნახშირის’’ დეპარტამენტში, სს ,,ჭიათურმანგანუმში’’, სს ,,რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში’’ და ,,ჟინვალჰესის სამშენებლო სამმართველო’’-ში (,,ჟინვალჰესმშენში’’) დასაქმებულ და მათ ლიკვიდაციამდე იქ დაინვალი-დებულ პირებთან დაკავშირებით განხორციელებული დამატებები, რომელთა თანახმადაც ხსენებული წე-სით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნა შესაძლებელია იმ პირებზეც, რომლებიც მუშაობდნენ ამ საწარმოებში და დაინვალიდდნენ იქ მუშაობისას ამ საწარმოების ლიკვიდაციამდე (იხ. ხსენებული წესის 22-25 პუნქტები). აღნიშნულის გათვალისწინებით და ანალგიურად ხსენებულ წესს შესაძლებელია დაემა-ტოს აგრეთვე შემდეგი შინაარსის ნორმა (პუნქტი): ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 1996 წლის 31 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტ-რაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელო-ბის ფეროშენადნობთა ქარხანა’’-ში (სს ,,ფერო’’-ში)“ მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულო-ბით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ასეთი ცვლილების ან დამატების განხორციელება შესაძლებელ იქნება იმ შემთხვევაში, თუ არაკონსტი-ტუციურად იქნება ცნობილი ხსენებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩანაწერი ,, . . . სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა