ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე, მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N724 |
ავტორ(ებ)ი | ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე, მაია კანაშვილი |
თარიღი | 24 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ. მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. სარჩელში მითითებული არც ერთი სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მასში მითითებული სადაო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით. არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. მოსარჩელეები: 1) ნიკოლოზ ნინოშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი, სსკ-ის 260 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (იხ. დანართები N 1 და N 2) ( თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენიდან და ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა 0.000761 გრამი ამფეტამინი, მოსარჩელეს ბრალი წაეყენა დიდი ოდენაობით ნარკოტიკული საშუალების, ამფეტამინის შეძენა შენახვისთვის რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია - თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე. ასევე სსკ-ის 260 მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (იხ. დანართი N...) (ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა 0.3452 გრამი მესკალინი, მოსარჩელეს ბრალი წაეყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მესკალინის შეძენა შენახვისთვის რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია - თავისუფლების აღკვეთა რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ნიკოლოზ ნინოშვილს ასევე დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა რისთვისაც მას მიესაჯა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამჟამად სასამართლო არსებითი განხილვის სხდომის შედეგად დამტკიცებულია მიღწეული საპროცესო შეთანხმება რომელიც 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს საიდანაც 5 წელი შეცვლილია პირობითი მსჯავრით. ასევე მოსარჩელეს დაეკისრა 5000 ლარი ჯარიმა, შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. ასევე მსჯავრდებულს ჩამოერთვა უფლებები ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მართვის უფლება და სხვა უფლებები 5 წლით. 2) ლევან ჩაჩანიძე ბრალდებულად იქნა ცნობილი, სსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (იხ. დანართი N 5) (ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა ფენეთილმინის წარმოებული ნივთიერება 25C-NBOMe 2.2846 გრამი , შესაბამისად მოსარჩელეს ბრალი წაეყენა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნაში, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ასევე სსკ-ის 260 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (იხ. დანართი N 5) (ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა კანაფის ფისი 3,5177 გრამი , შესაბამისად მოსარჩელეს ბრალი წაეყენა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან 8 წლამდე. ასევე მოსარჩელეს ემუქრება ჩამოერთვას უფლებები ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მართვის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება 3 ან 5 წლით. ლევან ჩაჩანიძეს ასევე დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რაც მის კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლის შემადგენლობას და მას ემუქრება ჯარიმა 1000 ლარიდან ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით. 3) მაია კანაშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი, სსკ-ის 265 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (იხ. დანართები N 4 და N 3) (თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენიდან და ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი (მცენარე) კანაფი 76.09 გრამი, შესაბამისად მოსარჩელეს ბრალი წაეყენა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებაში, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ასევე მსჯავრდებულს ჩამოერთვა უფლებები ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მართვის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაროკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების, საქართველოს კანონის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართი N2-ში წარმოდგენილი სიის N12, N73, N76 და N107 პოზიციებში დაფიქსირებული ოდენობებისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა ,სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით. "კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორთა განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #1/1/493 პარაგრაფი II.2). მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართი N2-ით, სადაც უნდა იყოს განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების მცირე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მოსარჩელის შემთხვევაში საუბარი გვაქვს ზემოაღნიშნული კანონის დანართ N2-ში მოყვანილი სიის 12-ე (ამფეტამინი) და 107-ე (მესკალინი) პოზიციებზე. არცერთ მათგანს არ აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რაც ავტომატურად გულისხმობს რომ აღნიშნული ნივთიერებების ნებისმიერ, თუნდაც მიკროსკოპული ოდენობით აღმოჩენის შემთხვევაში პიროვნება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ 5 წლით. N107-ის მესკალინის შემთხვევაში თუ აღმოჩენილი ნივთიერების ოდენობა 0.0006 გრამს აღემატება (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა ერთი და იგივე ციფრია ანუ 0.0006 გრამი) ბრალდებული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ეს ზღვარი ამფეტამინის N12-ის შემთხვევაში 1 გრამია (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა კვლავ ერთმანეთს უტოლდება ანუ 1 გრამს უდრის). განხვავებული სურათი გვაქვს იგივე სიის რამოდენიმე პოზიციასთან, თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ერთერთი მაგალითად N116-ე პოზიციის მორფინის ფუძის და მისი მარილების შემთხვევა, რადგან მათი ოდენობები ნათლად გაწერილია მცირე 0.04 გრამი დიდი 0.4 გრამი და განსაკუთრებით დიდი 4 გრამი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სასამართლო ვერ განსჯის ერთნაირად, მცირე ოდენობით მორფინის ფუძის ან და მისი მარილების შენახვისათვის ბრალდებული პირის განსჯისას სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სადაც მას აქვს საშუალება თავისუფალი მიხედულობის ფარგლებში დაადინოს სასჯელი, რის შესაძლებლობას ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში იგი მოკლებულია კანონში არსებული ხარვეზის გამო, რომელიც არ განსაზღვრავს N12 და N107 ნივთიერებების მცირე ოდენობას. არსებითად თანასწორობა აბსოლუტურ მსგავსებას არ გულისხმობს, განსახილველ შემთხვევაში არსებით თანასწარობაზე მიუთითებს დანაშაულის იდენტური ბუნება და იდენტური მიზნები. კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მინიმალური გარანტიები, რათა ერთ შემთხვევაში მოსამართლეს მისცეს არსებითად თანასწორი პირებისთვის ერთგვარი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა. სადავო ნორმა, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით, რომლების მიმართ შესაძლებელია საერთოდ არ იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილს ასევე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს რადგან კონსტიტუციის შესაბამისად დაუშვებელია სოციალური კუთვნილების ნიშნით ან სხვა შეხედულებით მოქალაქეების დევნა. მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან იგი მიეკუთვნება ნარკომომხმარებლების სოციალურ ჯგუფს და ამისთვის მისი დაჯარიმება მე-14 მუხლის შესაბამისად სოციალური ნიშნით მადისკრიმინირებელი ნორმაა. მოსარჩელეს შეხედულებები ფსიქოაქტიური საშუალებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავდება სოციუმის უმრავლესობის შეხედულებებისაგან, ამავე დროს იგი თავისი ქმედებით არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას შესაბამისად რა მიზანს შეიძლება ისახავდეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი საფრთხეების და მესამე პირებთან მიმართებაში ზიანის მიყენების არარსებობის შემთხვევაში, თვალთმაქცურად სჯის პირს თითქოს და ამ პირისავე ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს, როდესაც საუბარი გვაქვს მესამე პირებთან მიმართებით ზიანის არ არასებობის საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ, რომ პირი არ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად ზოგადი პრევენციის საფუძველიც კი არ არსებობს. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არსებითად თანასწორთა განხილვასთან უთანასწოროდ, მაგალითად არ დგება ფსიქოაქტიური საშუალების ალკოჰოლისა და ნიკოტინის მომხმარებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების ფაქტზე თუ ისინი თრობის მდგომარეობაში არ სჩადიან სხვა სამართალდარღვევას. 2. მოსარჩელე მაია კანაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს საკუთარი მოხმარების მიზნით 76,09 გრამი ნედლი მცენარე კანაფის მოყვანის ფაქტთან. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ უკვე იმსჯელა არსებითად მსგავსი დანაშაულის ირგვლივ, როდესაც მოსარჩელე ბექა წიქარიშვილი ითხოვდა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისათვის პატიმრობის სახით სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც მას დაუკმაყოფილდა. მოგეხსენებათ მცენარე კანაფი ნედლი სახით მარიხუანისგან განსხვავებით ბევრად უფრო ნაკლები დოზით შეიცავს აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს და ამავე დროს ნედლ მდგომარეობაში მეტს იწონის ვიდრე გამომშრალი მარიხუანა. დღესდღეობით არსებული ვითარებიდან გამომდინარე ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა შენახვისათვის მსჯავრდებულებს ვეღარ შეეფარდებათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ამავე დროს ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფი კანაფის მოყვანისათვის კი მოსარჩელე მაია კანაშვილს მიესაჯა 5 წელი თავისუფლების აღკვეთა რომელიც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ასევე ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და ამავე დროს მას ჩამოერთვა მართვის უფლება 5 წლის ვადით. ამასთან აღსანიშნავია ბექა წიქარიშვილის საქმისგან გამასხვავებელი გარემოება. მოსარჩელე მაია კანაშვილი არ გახლდათ ჩართული ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში. მას არ შეუძენია ნარკომოვაჭრისაგან აღნიშული მცენარე კანაფი რითიც იგი ნარკოვაჭრობას შეუწყობდა ხელს. მან თავისი პირადი მოხმარების მიზნით მოახდინა მისი კულტივირება. 3. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში საქმე გვაქვს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილთან. მას ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების 25C-NBoMe-ს შეძენა შენახვა. დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და უფლებების ჩამორთმევას. კანონი ახალი ფსიქოაქტიური ნვთიერებების შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან ამ კანონის დანართში საერთოდ არ ხდება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობათა განსაზღვრა. შესაბამისად ასეთი ტიპის ნარკოტიკული დანაშაულისათვის დაკავებულ პირებს კანონი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საგნობრივად მსგავსი დანაშაულისათვის დაკავებულ პირებთან შედარებით. მაგალითად ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, კანონში დანართი N2-ით, რიგი ნივთიერებისათვის დადგენილია მცირე ოდენობის ზღვარი რაც იცავს ამ პირებს თავისუფლების აღკვეთისაგან. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში ექსპრტიზამ საერთოდ არ განსაზღვრა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაში აქტიური ნივთიერების ოდენობა და პირდაპირ მიუთითა ნივთიერების საერთო წონა, რაც განპირობებული კანონში არსებული ხარვეზით, როდესაც სხვა შემთხვევებში ყოველთვის ხდება აქტიური ნივთიერების ოდენობის დადგენა. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძეს ასევე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან კონსტიტუციის შესაბამისად დაუშვებელია სოციალური კუთვნილების ნიშნით ან სხვა შეხედულებით მოქალაქეების დევნა. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე რადგან იგი მიეკუთვნება ნარკომომხმარებლების სოციალურ ჯგუფს და ამისთვის მისი დაჯარიმება მე-14 მუხლის შესაბამისად სოციალური ნიშნით მადისკრიმინირებელი ნორმაა. მოსარჩელეს შეხედულებები ფსიქოაქტიური საშუალებების პირად მოხმარბასთან დაკავშირებით განსხვავდება სოციუმის უმრავლესობის შეხედულებებისაგან ამავე დროს იგი თავისი ქმედებით არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას შესაბამისად, რა მიზანს შეიძლება ისახავდეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი საფრთხეების და მესამე პირებთან მიმართებაში ზიანის მიყენების არარსებობის შემთხვევაში, თვალთმაქცურად სჯის პირს თითქოს და ამ პირისავე ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს, როდესაც საუბარი გვაქვს მესამე პირებთან მიმართებით ზიანის არ არასებობის საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ, რომ პირი არ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად ზოგადი პრევენციის საფუძველიც კი არ არსებობს. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს არსებითად თანასწორთა განხილვასთან უთანასწოროდ, მაგალითად არ დგება ფსიქოაქტიური საშუალების ალკოჰოლისა და ნიკოტინის მომხმარებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების ფაქტზე თუ ისინი თრობის მდგომარეობაში არ სჩადიან სხვა სამართალდარღვევას. 4. აღსანიშნავია, რომ აღნიშული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხების დადება ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს, პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება ამ უკანასკენელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ცალსახად ჩანს განსახილველ საქმეში, ვინაიდან მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ აღეკვეთა თავისუფლება 6 წლითა და 6 თვით საიდანაც 1 წელსა და 6 თვეს მოიხდის თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებაში ხოლო 5 წელი თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა პირობითი სასჯელით, ხოლო ჯარიმის სახით დაეკისრა ასევე 5000 ლარი, ხოლო მოსარჩელე მაია კანაშვილს მიესაჯა 5 წელი თავისუფლების აღკვეთა რომელიც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს მას ჩამოერთვა მართვის უფლება 5 წლის ვადით. ყოველივე ზემოაღნიშნული ასევე არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს. საპროცესო შეთანხმება განპირობებულია სამართლებრივ რეგულაციებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომების არსებობის გამო. მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილს ემუქრებოდა მინიმუმ 8 წელი თავისუფლების აღკვეთა (პირობითი მსჯავრით სასჯელის შეცვლის უფლების გარეშე) ხოლო მაია კანაშვილს კი მინიმუმ 4 წელი პატიმრობა შესაბამისად ისინი გამოუვალი მდგომარეობით იძულებული გახდნენ აღნიშნული საპროცესო შეთანხმებების პირობებს დათანხმებოდნენ. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილებით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის, სისლხის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაროკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების, საქართველოს კანონის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართი N2-ში წარმოდგენილი სიის N12, N73, N76 და N107 პოზიციებში დაფიქსირებული ოდენობებისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კოსნსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება”.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეში, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N592 (გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი 83-84) "83.საბოლოოდ, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას. 84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს" მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში შეუძლებელია არსებობდეს მისი მფლობელობიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის სიმცირიდან გამომდინარე მათი გავრცელების გონივრული ეჭვი, რაც გამორიცხავს საკუთარი თავის გარდა სხვისი ჯანმრთელობისათვის რაიმე სახით ზიანის მყენების შესაძლებლობას. მისი მფლობელობიდან ამოღებული ნივთიერება ამფეტამინის მიკროსკოპული ოდენობა 0.0007 გრამი საერთოდ ვერ მოახდენს ზეგავლენას თუნდაც მოსარჩელის ფსიქიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე, რადგან ამ ნაერთის ერთჯერადი მოხმარების ოდენობა არასამედიცინო მიზნით გამოყენების შემთხვევაში 100-300 მილიგრამს შედგენს, როგორც მედიცინის დოქტორის დონალდ გ. ბარცელუს (დოქტორი დონალდ ბარცელუ გახლავთ ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი, პომონა ველის ჰოსპიტალის დოქტორი) წიგნში “Medical Toxicology of Drug Abuse: Synthesized Chemicals and Psychoactive Plants” (წამლის ბოროტად გამოყენების სამედიცინო ტოქსიკოლოგია: სინთეზირებული ქიმიური ნაერთები და ფსიქოაქტიური მცენარეები. დანართები და ვებ გვერდი: (დანართი N6 ) https://books.google.ge/books?id=9JLiJcjdqkcC&pg=PA7&lpg=PA7&dq=amphetamine+abuse+dosage+150+mg&source=bl&ots=JRIiDGY5qU&sig=PpAp349qtL25GSptO33AD2dfaFc&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjUuZnWgHJAhVFjQ8KHWFsAogQ6AEILjAD#v=onepage&q=amphetamine%20abuse%20dosage%20150%20mg&f=false ) არის აღნიშნული. 0.3452 გრამი მესკალინი წარმოადგენს მოხმარების ერთჯერადი დოზის მინიმალურ ოდენობას. http://www.ncbi.nlm.nih.gov/ საიტზე გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევის თანახმად (სტატია ნომერი: PMC2763256) ადამიანებში მესკალინის მოხმარების ერთჯერადი ეფექტური დოზა შეადგენს 300-დან 700 მილიგრამამდე. ამავე მეცნიერულ კვლევაში აღნიშნულია, რომ “მესკალინის ქრონიკული მოხმარების შემთხვევებშიც კი არ აღინიშნება ჯანმრთელობის კუთხით ზიანი, მიუხედავად დამახასიათებელი გვერდითი მოვლენებისა. დამტკიცებულია რომ ეს ნივთიერება არ იწვევს მისდამი არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ დამოკიდებულებას. ამ ნივთიერების არასამედიცინო მიზნით ნაკლებად მოსალოდნელია მისი გვერდითი მოვლენების გამო როგორიც არის: მწარე გემო; გულისრევა; პოტენციის დაქვეითება”. საქართველოში კანონის "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" დანართი N2 ნარკოტიკული საშუალებების ცხრილის პოზიცია N107-ის თანახმად 0.0006 გრამი მესკალინის ფლობა წარმოადგენს უვადოდ თავისუფლების აღკვეთის საფუძველს. რაც ნიშნავს, რომ დასჯადი ოდენობა ერთჯერადი მოხმარების დოზაზე (700 მილიგრამი გაყოფილი 0.0006 გრამზე) დაახლოებით ათას ას სამოცდაქვსჯერ ნაკლებია. ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის რეპრესიულობაზე და ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ მადისკრიმინირებელ, არაადამიანურ მოპყრობაზე, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის მე-2 ნაწილს. ევროპული ორგანიზაციის “European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction (EMCDDA)” ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული მონიტორინგის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის სისტემაში და მისი დაფინანსების ქვეშ მყოფ ორგანიზაციას ვებ გვერდზე “http://www.emcdda.europa.eu/topics/law/penalties-at-a-glance” გამოქვეყნებული ანგარიშების შესაბამისად ევროპულ ქვეყნებში მაგალითად გერმანიაში მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს სასჯელის სახე. საიტზე ასევე აღნიშნულია რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით რეალურად მცირე ოდენობით შენახვის შემთხვევაში სასამართლო ხშირ შემთხვევაში განარიდებს პირს რაიმე სახის პასუხისმგებლობისგან, საქართველოში კი მოსამართლე ამდენად მცირე ოდენობის აღმოჩენისას, როგორიც გახლავთ ერთი მოხმარებისათვის აუცილებელი დოზის ერთ მეათასედზე ნაკლები კანონით შეზღუდულია სასჯელის მინიმალური რვა წლიანი ვადით, რითიც ფაქტიურად მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ეზღუდება, იგი აპრიორი მინიმუმ 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აქვე მოგახსენებთ რომ “ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული მონიტორინგის ცენტრი” გახლავთ ევროპაში მეტად რეპრეზენტატიული ინსტიტუტი მისმა დაფინანსებამ ევროკავშირის მხრიდან მაგალითად 2015 წლისთვის შეადგინა 15 მილიონ ევროზე მეტი. მას ხელმძღვანელობენ ისეთი პირები როგორიც გახლავთ მაგალითად ბელგიის იუსტიციის მინისტრი კლაუდ გილლარდი. ამავე ორგანიზაციის ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობად განისაზღვრება მინიმუმ ერთი ადამიანისთვის საკმარისი ოთხჯერადი დოზა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კანონის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართი N2-ით, სადაც უნდა იყოს განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების მცირე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მოსარჩელის ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში საუბარი გვაქვს ზემოაღნიშბული კანონის დანართ N2-ში მოყვანილი სიის 12-ე (ამფეტამინი) და 107-ე (მესკალინი) პოზიციებზე. არცერთ მათგანს არ აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რაც ავტომატურად გულისხმობს რომ აღნშნული ნივთიერებების ნებისმიერ, თუნდაც მიკროსკოპული ოდენობით აღმოჩენის შემთხვევაში პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ 5 წლით. N107-ის მესკალინის შემთხვევაში თუ აღმოჩენილი ნივთიერების ოდენობა 0.0006 გრამს აღემატება (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა ერთი და იგივე ციფრია ანუ 0.0006 გრამი) ბრალდებული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ეს ზღვარი ამფეტამინის N12-ის შემთხვევაში 1 გრამია (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა კვლავ ერთმანეთს უტოლდება ანუ 1 გრამს უდრის). იქედან გამომდინარე, რომ ნივთიერებებს არ აქვთ განსაზღვრული მცირე ოდენობა, ხოლო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა ერთი და იგივე სიდიდეა, მოსარჩელე ნარკოტიკული საშუალების მეტად უმნიშვნელო ოდენობის ფლობისთვისაც კი ისჯება კანონის უმაღლესი სასჯელის ფორმით თავისუფლების აღკვეთით მოსარჩელის შემთხვევაში მინიმუმ 8 წლით. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართ N2-ში მოყვანილი სიის მე-12-ე და 107-ე პოზიციების ოდენობების განმსაზღვრავი ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე17-ე მუხლის II პუნქტს. მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილს ასევე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს რადგან კონსტიტუციის შესაბამისად დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა და მისი ღირსების ხელყოფა. მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე რადგან, იგი თავისი ქმედებით არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას შესაბამისად რა მიზანს შეიძლება ისახავდეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი საფრთხეების და მესამე პირებთან მიმართებაში ზიანის მიყენების არარსებობის შემთხვევაში, თვალთმაქცურად სჯის პირს თითქოს და ამ პირისავე ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებლის მიმართ, გამოიხატება არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების ნემისმიერი შემთხვევის აუცილებელ დასჯადობაში, არამედ, ასევე, მომხმარებლის სრულ უფლებრივ დელეგიტიმაციაში. სახელმწიფოს მხრიდან ნარკომომხმარებელის ეთგვარი მორალური მიუღებლობა ეფუძნება იმ სტერეოტიპს, რომ ქრონიკულ ნარკომანს დაკარგული აქვს ღირსება, ვინაიდან მისთვის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სურვილი ფასეულობათა სისტემაში, შეიძლება პირველ ადგილზე იყოს, რაც გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დაუძლეველი მოთხოვნილებით. ამგვარი „ამორალურობა“ და „პოტენციური დამნაშავეობა“, სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების აზრით, ამართლებს ნარკომომხმარებლის ღირსების უგულვებელყოფას. ამავე დროს, როდესაც საუბარი გვაქვს მესამე პირებთან მიმართებით ზიანის არ არასებობის საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ, რომ პირი არ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად, არ არსებობს ზოგადი პრევენციის საფუძველიც კი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამგვარი ქმედებისათვის ადამიანის დასჯა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის II პუნქტით გარანტირებულ უფლებებს 2. მოსარჩელე მაია კანაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს საკუთარი მოხმარების მიზნით 76,09 გრამი ნედლი მცენარე კანაფის მოყვანის ფაქტთან. აღსანიშნავია რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ უკვე იმსჯელა არსებითად მსგავსი დანაშაულის ირგვლივ, როდესაც მოსარჩელე ბექა წიქარიშვილი ითხოვდა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისათვის პატიმრობის სახით სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც მას დაუკმაყოფილდა. მოგეხსენებათ, მცენარე კანაფი ნედლი სახით მარიხუანისგან განსხვავებით ბევრად უფრო ნაკლები დოზით შეიცავს აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს და ამავე დროს ნედლ მდგომარეობაში მეტს იწონის ვიდრე გამომშრალი მარიხუანა. დღესდღეობით არსებული ვითარებიდან გამომდინარე ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა შენახვისათვის მსჯავრდებულებს ვეღარ შეეფარდებათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, ამავე დროს ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, როგორიც არის მცენარე კანაფის 76.09 გრამის ოდენობით პირადი მოხმარებისათვის მოყვანა მოსარჩელე მაია კანაშვილს მიესაჯა 5 წელი თავისუფლების აღკვეთა რომელიც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, ასევე ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და ამავე დროს მას ჩამოერთვა მართვის უფლება 5 წლის ვადით, რაც არაპროპორციულად მძიმე სასჯელია. 3. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში საქმე გვაქვს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილთან. მას ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების 25C-NBoMe-ს შეძენა შენახვა. დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და რიგი უფლებების ჩამორთმევას. კანონი ახალი ფსიქოაქტიური ნვთიერებების შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძისაგან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერების 25C-NBoMe-ს დაუდგენელი ოდენობა (ექსპერტიზის მიერ კანონში არსებული ხარვეზის გამო არ მომხდარა რეალურად არსებული ოდენობის დადგენა) განკუთვნილი იყო მისი პირადი მოხმარებისათვის და მისი მტკიცებით შეადგენდა სამჯერადი მოხმარების დოზას. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძეს ასევე აღმოაჩნდა 3.5177 გრამი კანაფის ფისი. კანონში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართ N2-ში 76-ე პოზიცია, მაისი მცირე ოდენობა 0.005 გრამით განისაზღვრება, როდესაც მისი ერთჯერადი პერორალური მოხმარების დოზა 3 გრამს შეადგენს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა 0,5 და 5 გრამია. შესაბამისად, მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძეს 3.517 გრამი პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი კანაფის ფისის შეძენა შენახვისათვის სსკ 260-ე მუხხლის მე-3 ნაწილი შესაბამისად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძეს ასევე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს რადგან კონსტიტუციის შესაბამისად დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა და მისი ღირსების ხელყოფა. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან იგი თავისი ქმედებით არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას შესაბამისად რა მიზანს შეიძლება ისახავდეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი საფრთხეების და მესამე პირებთან მიმართებაში ზიანის მიყენების არარსებობის შემთხვევაში, თვალთმაქცურად სჯის პირს თითქოს და ამ პირისავე ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებლის მიმართ, გამოიხატება არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების ნებისმიერი შემთხვევის აუცილებელ დასჯადობაში, არამედ, ასევე, მომხმარებლის სრულ უფლებრივ დელეგიტიმაციაში. სახელმწიფოს მხრიდან ნარკომომხმარებელის ეთგვარი მორალური მიუღებლობა ეფუძვნება იმ სტერეოტიპს, რომ ქრონიკულ ნარკომანს დაკარგული აქვს ღირსება, ვინაიდან მისთვის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სურვილი ფასეულობათა სისტემაში, შეიძლება პირველ ადგილზე იყოს, რაც გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების დაუძლეველი მოთხოვნილებით. ამგვარი „ამორალურობა“ და „პოტენციური დამნაშავეობა“, სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების აზრით, ამართლებს ნარკომომხმარებლის ღირსების უგულვებელყოფას. ამავე დროს, როდესაც საუბარი გვაქვს მესამე პირებთან მიმართებით ზიანის არარსებობის საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ, რომ პირი არ მოიხმარს ფსიქოაქტიურ საშუალებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად, ზოგადი პრევენციის საფუძველიც კი არ არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამგვარი ქმედებისათვის ადამიანის დასჯა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის II პუნქტით გარანტირებულ უფლებებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეში, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N592 (გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი 83-84) "83.საბოლოოდ, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას. 84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს" ამავე მსჯელობიდან გამომდინარე ღირსების შემლახველი სასტიკი და არაპროპორციული სასჯელი იქნება მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფარდება 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებში, რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (განჩინება, პარაგრაფი II.2) აგრეთვე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება, პარაგრაფი II – 9) აღნიშნავს: სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს...საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“. სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტებიდან გამომდინარე. კანონმდებელს ვერ ექნება დანაშაულებრივი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების ნორმატიულად ამოწურვის პრეტენზია. ამიტომაც, მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის იმპერატიული განსაზღვრსას და გაითვალისწინოს მასში მოსამართლის ლეგიტიმური როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება ზედმეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხე. სსკ 260 მუხლის მე-2 ნაწილი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა შენახვა (გასაღების მიზნის გარეშე). სსკ 260 მუხლის მე-3 ნაწილი 1 გრამამდე ამფეტამინის შეძენა შენახვისთვის, 0.5 გრამზე მეტი კანაფის ფისის შეძენა შენახვა ითვალისწინებს (გასაღების მიზნის გარეშე) სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე, ხოლო მე-6 ნაწილი 0.0006 გრამზე მეტი ოდენობით მესკალინის შეძენა შენახვისათვის (გასაღებისი მიზნის გარეშე) ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთიას ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე გარდა საპროცესო შეთანხმებისა, რომლის რეალიზებისთვის ბრალდების მხარის კეთილი ნებაა გადამწყვეტი. ზემოაღნიშნული ქმედების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიკუთვნება, ისეთი დანაშაულების გვერდით როგორიცაა მკვლელობა, აგრეთვე ითვალისწინებს უფრო მაღალ სანქციას ვიდრე გაუპატიურება, ამასთან კანონმდებელი განსხვავებულ ნარკოტიკულ საშუალებებს არ გამიჯნავს მათი ხასიათის მიხედვით, მაშინ როდესაც განსხვავებულია მათი შედეგები, და შესაბამისად მათი სოციალური საშიშროების ხარისხი. ყოველივე ზემოაღნიშნული, იმ ფონზე როდესაც განვითარებული საზოგადოება მსჯელობს დეკრიმინალიზაციასა და პასუხისმგებლობის ზომების შემცირებაზე, ზედმეტად მკაცრ საჯელად გვეჩვენება. როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით არის დაცული, და ის აბსოლუტურ უფლებათა რანგს მიეკუთვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის, სისლხის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების, საქართველოს კანონის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართი N2-ში წარმოდგენილი სიის N12, N73, N76 და N107 პოზიციებში დაფიქსირებული ოდენობებისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის I პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით ადამიანის პირადი ცხოვრების განმსაზღვრელი კომპონენტია დაცულია. თუმცა, მოცემულ საქმეში (განჩინებაში) სასამართლოს არ დაუკონკრეტებია პირად ცხოვრებას მიკუთვნებულ რომელ საკითხს იცავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე იმსჯელა საქმეში: ,,საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს... ოჯახურ ურთიერთობებს, ისევე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი საგანგებოდ ითვალისწინებს თავისუფალი განვითარების უფლებას.’’ სწრედ ამ ჭრილში მოსარჩელე წარმოადგენს თავის არგუმენტაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილი, კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართ N2-ში მოყვანილი სიის მე-12-ე და 107-ე პოზიციები წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-20 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში, რამდენადაც კონსტიტუციის მე-16 მუხლი აფართოვებს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პატივისცემის უფლებას. 5. N536 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისთვის.განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას (II.55)მკაცრი სანქციის გამოყენებით, სადავო ნორმა არღვევს მოსარჩელისთვის მე-16 მუხლით გარანტირებულ დაცვის უფლებებს. 6. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის I პუნქტის შესაბამისად "ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება , პირადი საქმიანობის ადგილი , პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას." რაც მოიცავს იმ შეზღუდვას რომ ამ უფლების რეალიზების დროს არ უნდა შელახო მესამე პირის უფლებები და ზიანი არ უნდა მიაყენო საზოგადოების ინტერესებსა და საზოგადოებრივ წესრიგს. შებამისად, ბრალდებულს აქვს უფლება მოახდინოს მის წინაშე მდგომი ნებისმიერი პრობლემის, მათ შორის ჯანდაცვის პრობლემის საკუთარი შეხედულებით და ინტერესით გადაწყვეტა. აღნიშნულის ფარგლებში მოსარჩელე ახდენდა ისეთი პირადი ჯანმრთელობის პრობლემის მართვას როგორიც გახლავთ ნარკოლეფსია. რომლის სამკურნალოდაც სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ამფეტამინი რომელიც ლეგალურად საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. მოსარჩელის თვალსაზრისით ამფეტამინის თერაპევტული დოზებით მიღება (10 მილიგრამი) არ წაროადგენს საზიანოს მისი ჯანმრთელობისათვის არამედ პირიქით, იგი მისი გაუმჯობესებისათვის არის აუცილებელი რისი უფლებაც მას კანონით ეზღუდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეში, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N592 (გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი 82) "თუმცა არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია". მოსარჩელე ნიკოლოზ ნინოშვილი მსჯავრდებულია ასევე ერთჯერადი მოხმარებისათვის სამყოფი ოდენობის 323 მილიგრამი მესკალინის შენახვისათვის, რისთვისაც მას კანონის შესაბამისად 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ნიკოლოზ ნინოშვილი მესკალინის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოდენობის ფლობით არ უქმნიდა საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგსა და მესამე პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. ოდენობის სიმცირე გამორიცხავს გავრცელების გონივრული ეჭვის არსებობასაც. შესაბამისად, მოსარჩელის ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პირადი ინტერესი წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრების შემადგენელ ნაწილს. მაგალითად მოვიყვანთ ამერიკის კონგრესის მიერ შექმნილი რელიგიის თავისუფლების აქტს (N 95-341 95-ე კონგრესი) რომელიც 1994 წლიდან აძლევს ნებართვას რელიგიური მიზნებით ამერიკის ძირძველი მოსახლეების ინდიელების რელიგიური ტრადიციების და კულტურული თავისებურებების პატივისცემიდან გამომდინარე მესკალინის რელიგიური მიზნებით მოხმარების, შენახვის და გადაზიდვის უფლებასა და თავისუფლებას. აქტის მოქმედება ვრცელდება ამერიკის მოქალაქეებზე განურჩევლად მათი რასობრივი თუ სხვა სახის კუთვნილებისა. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული მაკლინის ჰოსპიტალის ფსიქიატრიული განყოფილების ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯონ ჰ. ჰარპერი თავის კვლევაში აღნიშნავს: “მიუხედავად საზოგადოებრივი აზრისა რომელიც თვლის მესკალინს საშიშ ნარკოტიკად, რეალურად გვაქვს მესკალინის ამერიკელი ინდიელების მიერ მოხმარების 150 წლიანი ისტორია და დღემდე არ არის გამოვლენილი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევები......მესკალინი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დამოკიდებულებების სამკურნალოდ გამოიყენება”. (http://www.maps.org/news-letters/peyotechild.pdf). (დანართი N7) 7. მოსარჩელე მაია კანაშვილის შემთხვევაში, საქმე გვაქვს საკუთარი მოხმარების მიზნით 76,09 გრამი ნედლი მცენარე კანაფის მოყვანის ფაქტთან. იგი პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი გარკვეული ოდენობის ფლობით არ უქმნიდა საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგსა და მესამე პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. ოდენობის სიმცირე გამორიცხავს გავრცელების გონივრული ეჭვის არსებობასაც. შესაბამისად მოსარჩელის ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პირადი ინტერესი ასევე წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრების შემადგენელ ნაწილს. 8. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში საქმე გვაქვს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილთან. მას ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების 25C-NBoMe-ს შეძენა შენახვა. მოსარჩელე ლევან ჩაჩანიძეს ასევე აღმოაჩნდა 3.5177 გრამი კანაფის ფისი. იგი პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი გარკვეული ოდენობის ფლობით არ უქმნიდა საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგსა და მესამე პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. ოდენობის სიმცირე გამორიცხავს გავრცელების გონივრული ეჭვის არსებობასაც. შესაბამისად მოსარჩელის ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პირადი ინტერესი ასევე წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრების შემადგენელ ნაწილს. საქართველოს კანონის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, დანართი N2-ში წარმოდგენილი სიის N12, N73, N76 და N107 პოზიციებში დაფიქსირებული ოდენობები უხეშად არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას, რადგან საერთოდ არ ადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერების იმ მინიმალურ დაუსჯად ოდენობას, რომელიც მისცემს მოსარჩელეებს მათი პირადი მოხმარებისათვის სხვადასხვა მიზნით გამოყენების საშუალებას (იქნება ეს ჯანდაცვის პრობლემა თუ პირადი ცხოვრების ნაწილი, რომლის ხელშეუხებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული). შესაბამისად, პიროვნების დასჯა თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისათვის მოიხმაროს, ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება, თუ კი ის ამით არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებსა და საზოგადოებრივ წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ამ ინდივიდის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვასა და მის კონსტიტუციურ უფლებებში უხეშ ჩარევას. ყოველივე ზემოაღნიშნული შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის I პუნქტთან და მე16 მუხლთან რადგან არ შეიძლება ერთჯერადი მოხმარებისათვის სამყოფი ოდენობის (ნიკოლოზ ნინოშვილის შემთხვევაში მესკალინისა და ამფეტამინის შენახვისათვის) გამო მოსარჩელე განსაკუთრებით მძიმედ კვალიფიცირებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის ქვეშ იმყოფებოდეს. ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან მოსარჩელეები მაია კანაშვილი და ლევან ჩაჩანიძე, რომლებიც პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისათვის და მოყვანა-კულტივირების მძიმედ კვალიფიცირებული დანაშაულისათვის ისჯებიან. ანალოგიური მსჯელობა შესაძლოა გავრცელდეს კონსტიტუციის მე-17 მუხლის II მუხლთან მიმართებით, რადგან თავისუფლების აღკვეთა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის აშკარად გადამეტებულია და არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.
საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მუხლი 3-ის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლებთან მიმართებით.
1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად შრომა თავისუფალია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე 260-ე მუხლის 1,2,3,6 პუნქტები, 265-ე მუხლის მე-2 და 273 მუხლით გასამართლებულ პირებს ავტომატურად ჩამოერთმევათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება იმის და მიუხედავად არის თუ არა მსჯავრდებულთან მიმართებაში ნარკოტიკული თრობის დროს ავტომობილის მართვის ფაქტი დაფიქსირებული. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული თავისი უფლებებით უქმნის საფრთხეს საზოგადოებას. უდაოა ფაქტია, რომ ნებისმიერი თრობის მდგომარეობაში ისევე როგორც ალკოჰოლური თრობისას აკრძალული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მაგრამ ჩვენი აზრით სრულიად გაუმართლებელია ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისათვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა. ამ ლოგიკით ყველას ვინც ინახავს ალკოჰოლურ სასმელს უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა, რადგან იგი ხშირ შემთხვევაში იწვევს არანაკლებ დამოკიდებულებას მის მომხმარებლებში და ზოგიერთ შემთხვევაში მეტად საშიშია სატრანსპორტო საშუალების მართვისას ვიდრე ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ ნარკომომხმარებელთა სოციალური ჯგუფისათვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა ემსახურება დანაშაულის პრევენციას რომელიც ამ პირებმა შესაძლებელია მომავალში ჩაიდინონ, მაგრამ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას, რომელიც ნათლად არის განმარტებული საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის I პუნქტში “ადმიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით”. მაგალითად, ფარმაცევტული საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ უნდა ემსახურებოდეს მსჯავრდებულისათვის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან წვდომის შეზღუდვას და მოსალოდნელი დანაშაულის პრევენციას თუმცა გაუგებარია ამ სახის შეზღუდვით თუ რა მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. ლოგიკურია დამნაშავის დასჯა ჩადენილი დანაშაულისათვის და არა მისი თავისუფლებების წინასწარი შეზღუდვა. ამავე ლოგიკით მოსალოდნელია მომავალში შესაძლო დანაშაულის ჩადენისათვის ასევე დავაპატიმროთ ნებისმიერი მოქალაქე. არ შეიძლება დანაშაულის ჩადენამდე მოსარჩელეებს შეეზღუდოს უფლებები და თავისუფლებები, რითიც მას სახელმწიფო ფატობრივად “ა პრიორი” დამნაშავედ ცნობს კანონდარღვევაში რომელიც მათ ჯერ არ ჩაუდენიათ. 2. მოსარჩელეების ნიკოლოზ ნინოშვილის და ლევან ჩაჩანიძის შემთხვევაში, როდესაც მათი ოჯახების ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს ტაქსად გამოყენებული ავტომობილი. ლევან ჩაჩანიძეს ოჯახში ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი რომელთაგან ერთერთი არის მძიმედ დაავადებული დიაბეტით. მოსარჩელე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ირჩევს მისთვის მისაღებ შრომის ფორმას, რისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება მას ეზღუდება. 3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ სახელმწიფო გარკვეულ სოციალურ ჯგუფს (ნარკომომხმარებლებს) სოციალური კუთვნილებით სდევნის და კონსტიტუციით მინიჭებულ შრომის უფლებას უზღუდავს. შესაბამისად საქმე გვაქვს კონსტიტუციის მე-40, 30-ე და მე-14 მუხლების დარღვევასთან. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდარღვევად უნდა ითვლებოდეს ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული თრობის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა (იქნება ეს თრობა გამოწვეული ალკოჰოლით თუ სხვა ფსიქოაქტიური საშუალებით). სრულიად გაუგებარია თუ რატომ უზღუდავს საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მუხლი 3-ი საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის I პუნქტის დარღვევით, მომავალში მოსალოდნელი დანაშაულისათვის მოსარჩელეებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულ თავისუფალი შრომის უფლებას.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა