• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ავთანდილ ლომთაძე და მერაბ ხელაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
      • 5.05.2003
      • N2/5/172-198
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქე მერაბ ხელაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
      • 30.07.2002
      • №2/9/198
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 13 თებერვლის №2/2/172 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №2/2/172
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა,
თარიღი 13 თებერვალი 2003
გამოქვეყნების თარიღი 13 თებერვალი 2003 00:00

კოლეგიის შემადგენლობა:

1.ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;

2. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;

3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.

სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ავთანდილ ლომთაძე.

დავის საგანი: „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიმდინარე წლის 29 იანვარს გადმოეცა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის კონსიტუციური სარჩელი მისი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებისა და მისი 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად.

172-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 30 ივლისის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით (№2/9/198) არსებითად განსახილველად მიღებულ 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ 172-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც ეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ იგი არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. (იხილეთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 30 ივლისის №2/9/198 საოქმო ჩანაწერი).

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტების „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლების მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით,

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ავთანდილ ლომთაძის 172-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი და 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 172-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 50-ე და 51-ე პუნქტების, აგრეთვე 63-ე პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;

4. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

6. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);

2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე);

3. ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი);

4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ