არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1501 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | არტურ მურადიანი |
თარიღი | 11 მაისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის 318-ე ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებ
ბ.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის 999 -ე ბრძანება საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის 318-ე ბრძანების პირველი პუნქტი-აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს (სამოქალაქო პირებს სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა ,გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა .
|
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ. მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის 999 -ე ბრძანების მეორე თავის 2.4 პუნქტი- პოლიციელს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და ა.შ.), რომლებიც შეუფერებელია პოლიციელის პროფესიისთვის. |
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ. მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
28.09.2018 წლის 28 ოქტომბერს გენერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გამანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ,იმის გამო ,რომ თითქოსდა დავარღვიე შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის 318-ე ბრძანება და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მეორე თავის 2.4 პუნქტი.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მე პოლიციის კაპიტანი არტურ მურადიანი 2016 წლიდან ვმუშაობდი შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის V განყოფილების (ლოტკინის დასახლება) უბნის ინსპექტორ გამომძიებლის პოზიციაზე.
2018 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციიდან შევიდა ბარათი N1786713 , რის საფუძველზეც ჩემს მიმართ, მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე, დაიწყო დისციპლუნური წარმოება. შსს-მ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 ივლისს მე - არტურ მურადიანი დაახლოვებით 17:30 საათზე ვიმყოფებოდი ქ. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე არსებულ სლოტ-კლუბში "მონტე-კარლო". გარდა იმისა რომ ხსენებული დასკვნა ყოვლად ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ჩემი სლოტ კლუბში "მონტე-კარლო" შესვლის ფაქტი (ამ დროისთვის მე ვიმყოფებოდი მეგობარ გიორგი გვიმრაძესთან ერთად, აღნიშნული გამოკითხვისას ორივემ დავადასტურეთ), აღნიშნულ პერიოდში არ ვასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას და ვიმყოფებოდი შვებულებაში . შინაგან საქმეთა მინისტრის 28.09.2018 წლის ბრძანება სამართლებრივად სრულიად გაუმართავია და იგი არ ემყარება კანონითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ შრომით სტანდარტებს ,ნორმატიული აქტები ,რომლის თითქოსდა დარღვევის გამო გამანთავისუფლეფლეს,კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის ბრძანების „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებ“ პირველი და მეორე მუხლი და პოლიციის ეთიკის კოდექსის 2.4 მუხლი საქართველოს მთავარ კანონთან საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის .
2018 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს მე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით სადაც ვითხოვ ბათილად იქნეს ცნობილი ჩემი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გამოცემული შინაგან საქმეთა მინისტრის 28.09.2018 წლის N MIA 5 18 02365258 ბრძანება. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი .ამჟამად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციაში .
თანაზომიერება - მართალია საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მძიმე დისციპლინური ცდომილებისთვის ითვალისწინებს გაფრთხილების გარეშე გათავისუფლებას, თუმცა ამ პროცედურის განხორციელების დროსაც საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი. ხსენებული კანონის 86-ე მუხლის თანახმად დისციპლინური წარმოების ერთ-ერთი მიზანია დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, აგრეთვე ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მართალია, სამსახურებრივი ურთიერთობისას დისციპლინური საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოში დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოიძიოს სამართლის ნორმით აკრძალული ქმედების არსებობა და სწორად დაადგინოს საწყისი, რომელიც განაპირობებს ადეკვატური და სამართლიანი სახდელის დადებას. შესაბამისად, ასეთი სახის წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე უნდა მიიღოს ორგანომ ქმედების თანაზომიერი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის(დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის ან პროფესიული ვალდებულებების არასათანადო შესრულებისათვის არ შეიძლება, პირდაპირ ისეთი მძიმე ღონისძიების გამოყენება, როგორიც არის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.
ლეგიტიმური მიზანი .საქართველოში სათამაშო ბიზნესი ლეგალიზებულია ,18 წლის ასაკიდან ყველას აქვს უფლება დაუბრყოლებლად შევიდეს სამორინეში და ისე გაატაროს დრო როგორც ჩათვლის საჭიროდ. საქართველოში ათობით სამორინე ,სლოტ კლუბი ,ტოტალიზატორი და მსგავსი დანიშნულების მქონე დაწესებულება კანონით დადგენილი წესით ფუნქციონირებს საქართველოს ყველა ქალაქში ,აქედან დედაქალაქ თბილისში ოცამდე დაწესებულება ფუნქციონირებს .შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება უკგრძალავს პოლიციის თანამშრომელს კაზინოში შესვლა და თამაში ,მათ შორის შვებულებაში და არასამუშაო საათებში ყოფნის პერიოდში ,ხოლო ბრძანების მეორე პუნქტი მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის განსაზღვრავს ყველაზე მკაცრ ზომას ,კერძოდ სამსახურიდან დათხოვნას .გარდა იმისა ,რომ სასჯელი არაპროპორციულია გადაცდომის (თუ საერთოდ შეიძლება აღნიშნული ჩაითვალოს გადაცდომად) ,გაუგებარია საერთოდ რა მიზანს ისახავდა ჯერ უფლების აკგრძალვა და შემდეგ უკვე ამის გამო ყველაზე მკაცრი სასჯელის ,სამსახურიდან დათხოვნის ,დაწესება .თუ მიზეზი არის ის ,რომ პოლიციის თანამშრომლისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისათვის დაწესებულია მაღალი ეთიკური სტანდარტი და სამორინეში შესვლით და თამაშით ილახება სტრუქტურის ავტორიტეტი ,აღნიშნული ლოგიკით გამოდის რომ ყველა ვინც შედის სამორინეში დაბალი ეთიკური და მორალური ნორმების მატარებელია და რაც მთავარია თავად სახელმწიფო უწყობს ხელს სათამაშო ბიზნესის არსებობას და განვითარებას საქართველოში ,რადგან საქართველოში როგორც უკვე ავღნიშნე სათამაშო ბიზნესი ლეგალიზებულია .გაუგებარია ასევე რა სახის და რა ოდენობით ზიანი ადგება სტრუქტურის ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს ,შვებულებაში ყოფნის პერიოდში თანამშრომლის მიერ კაზინოში შესვლისას ,როცა მისი იდენტიპიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია ,როგორც თანამშრომლის . გარდა ამისა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის 318-ე ბრძანება და პოლიციელის ეთიკის კოდექსის 2.4 პუნქტი ზოგადად უკგრძალავს შინაგან საქმეთა სამინისტრიოს თანამშრომლეს სამორინეში შესვლას ,მათ შორის შვებულებაში ყოფნის პერიოდშიც . საქართველოს კანონი საჯარო სამსაახურის შესახებ 55-ე მუხლის საფუძველზე მოხელის სამსახურეობრივი უფლებამოსილება ჩერდება მოხელის შვებულებაში ყოფნის დროს .
გამოსადეგობა
თანაზომიერების ტესტის შეფასების ამ ეტაპზე უნდა შეფასდეს რამდენად არის შეზღუდვა მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა ლოგიკური კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის. სამინისტროს განმარტებით შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის 318-ე ბრძანება და პოლიციელის ეთიკის კოდექსის 2.4 პუნქტი ადგენს შინაგან საქმეთა მოსამსახურესათვის მაღალ ეთიკური და მორალური ნორმების სტანდარტს ,რის გამოც უკრძალავს სამინისტროს მოსამსახურეს სამორინეში შესვლას და ტამაშს ,აღნიშნული წესის დარღვევას შეუძლია სამინისტროს ავტორიტეტს მიაყენოს ზიანი მხოლოდ მაშინ ,როცა პიროვნება აღქმადია როგორც პოლიციის თანამშრომელი ,ამისათვის ის სამსახურებრივი ფორმაში ჩაცმული უნდა იყოს ,ან სამსახურებრივი ტაბელური იარაღი უნდა ქონდეს თან და ეტყობოდეს რომ შეიარაღებულია ,ან სხვა ფორმით ამჟღავნებდეს ,რომ პოლიციის თანამშრომელია,აღნიშნული შეუძლებელია შვებულებაში ყოფნის დროს ,რადგან სამინისტროს მოსამსახურე შვებულებაში ყოფნის პერიოდში არ ატარებს ფორმას ,ხოლო ტაბელური იარაღი ჩაბარებული აქვს სამორიგეო ნაწილში .
აუცილებლობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა შემოწმდეს რამდენად საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად უფლების ამგვარი ფორმით შეზღუდვა და ხომ არ შეიძლებოდა იგივე მიზანი იგივე ეფექტურობით მიღწეულიყო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით. მინისტრის 2010 წლის 20 მარტის 318-ე ბრაძანება და პოლიციელის ეთიკის კოდექსი უკგრძალავს შინაგან საქმეთა მოსამსახურეს სამორინეში შესვლას და ამ წესის დარღვევისთვის განსაზღვრავს სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას -სამსახურიდან დათხოვნას .აღნიშნული აძლევს უფლებას შინაგან საქმეთა მინისტრს პირველივე შემთხვევის გამო სამსახურიდან დაითხოვოს მოსამსახურე : შვებულებაში ყოფნის პერიოდში სამორინეში შესვლის გამო ,მოსამსახურე რომელიც არასოდეს არ ყოფილა მანამდე შემჩნეული მსგავს გადაცდომაში და რაც მთავარია მოსამსახურე რომელსაც საერთოდ მოქმედი შენიშვნაც კი არ გააჩნია .
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა