საერთაშორისო ურთიერთობები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, საპარლამენტო ასამბლეის წევრები კერსტინ ლუნდგრენი, ტიტუს კორლატეანი და ბას კლეანი (საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის სამსახურის სამდივნოს უფროსი).
მხარეებმა ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებზე საარჩევნო დავებთან დაკავშირებით, კერძოდ კი განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესში.
ზაზა თავაძემ და სტუმრებმა ასევე ისაუბრეს ინსტიტუციის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე საკონსტიტუციო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა გამოხატეს პატივისცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასაართლოს საქმიანობის მიმართ.