საერთაშორისო ურთიერთობები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მეგან ფიცგერალდს და ქსენია დაშუტინას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების თემას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს საარჩევნო დავებთან მიმართებაში.
ზაზა თავაძემ მადლობა გადაუხადა მისიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებისთვის და დამატებით გააცნო სასამართლოს ფუნქციები, ესაუბრა ინსტიტუციის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწევების შესახებ და განუმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არჩევნებთან დაკავშირებით.
ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და პატივისცემა გამოხატეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ.