საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში ბაქოში გაემგზავრნენ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრნენ, სადაც დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციას "კანონის უზენაესობა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულება: ღირებულებები და პრიორიტეტები".
კონფერენციას მასპინძლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო და ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციას ესწრებიან ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, ასევე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო.