საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის გუიდო რაიმონდის მიწვევით სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის გუიდო რაიმონდის მიწვევით სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. 26 იანვარს ზაზა თავაძე მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი სამუშაო წლის საზეიმო გახსნაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის სემინარში - სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილება.