საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, 13-14 ივნისს მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVIII კონგრესის თავმჯდომარეების მოსამზადებელ შეხვედრაში, რომელსაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო. ასევე, 14 ივნისს ზაზა თავაძე დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლის იუბილეს ეძღვნება „ ჩვენი სათავეები- ჰანს კელზენის სამართლებრივი მემკვიდრეები“.
შეგახსენებთ, რომ 2014-2017 წლებში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეობდა და კონგრესის თავმჯდომარეობა ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან გასული წლის ზაფხულის დასაწყისში გადაიბარა.