საერთაშორისო ურთიერთობები
უნგრეთის ელჩის ვიზიტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს უმასპინძლეს.
ვიზიტს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ელჩი გაეცნო საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიასა და უფლებამოსილებებს. საუბარი, ასევე, შეეხო სასამართლო ხელისუფლების როლს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე.