სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1792 კონსტიტუციური სარჩელი).

2024 წლის პირველ მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზენიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1792 კონსტიტუციური სარჩელი).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშინორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის სადავო დებულება კი განსაზღვრავსსაქართველოს საკანონმდებლო მაცნესმომსახურების საფასურებს, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით (გარდა საკანონმდებლო აქტებისა) სარგებლობისთვის. ამასთან, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებულიასაქართველოს საკანონმდებლო მაცნესთავმჯდომარის უფლებამოსილება, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ფიზიკური პირი გაათავისუფლოს მომსახურების საფასურის გადახდისგან.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირების პირობებში, პირს ერთმევა შესაძლებლობა, თავისუფლად გაეცნოს ნორმატიული აქტების საბოლოო, კონსოლიდირებულ ვერსიას და საკუთარი ქმედებები შეუსაბამოს ამ აქტებით დადგენილ წესებს. ამასთან, სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით საფრთხე ექმნება საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, როგორც მატერიალური, ისე ფორმალური თვალსაზრისით, რამდენადაც საკანონმდებლო მაცნეში დაცული ინფორმაციის გაცნობისთვის დაწესებული საფასური განისაზღვრება არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ სადავო ნორმასაც, რომელიცსაქართველოს საკანონმდებლო მაცნესთავმჯდომარეს აძლევს ფიზიკური პირის მომსახურების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, არც გასაჩივრებული ნორმა და არც სადავო ბრძანების სხვა დებულებები, არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ კრიტერიუმს, რომელთა საფუძველზეც საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკითხის ამგვარი მოწესრიგება საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარეს უტოვებს მოქმედების ფართო არეალს და აჩენს მისი მხრიდან პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის რეალურ საფრთხეს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ) „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 26- მუხლის მე-4 პუნქტისა დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებულისაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესისმე-5 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის სიტყვებისმაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა)“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 6 იანვრის №802 ბრძანებით დამტკიცებულისაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესისმე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.