სიახლეები

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას N638 კონსტიტუციურ სარჩელზე

დღეს, 14 თებერვალს, 18:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას N638 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე ითხოვდა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას იმ ნაწილში, რომელიც კრძალავს პირისათვის შუამდგომლობის განხილვის შეტყობინებას და ადგენს მისი მონაწილეობის გარეშე მის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას, ასევე უკრძალავს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.