სიახლეები

ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

2023 წლის 15-18 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე, სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი და სასამართლოს სამდივნოს მთავარი მრჩეველი ეკატერინე მჟავანაძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდნენ, სადაც პოლონეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის მიწვევით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში.

კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „ადამიანის უფლებები - ევროპული პერსპექტივა“.

ღონისძიებას დაესწრნენ უცხო ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პოლონეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოსა და უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წევრები.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: „ადამიანის უფლებები - მათი უცვლელობა და მათი დინამიკა“, „ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი ღონისძიებების გააქტიურება და ინტეგრაცია - შესაძლებლობები და საფრთხეები; ადამიანის უფლებები ომის პირობებში და ტოტალიტარული რეჟიმების პრაქტიკა“.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პოლონეთის, ლატვიის და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა.