სიახლეები

ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით რიგაში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ლატვიის უნივერსიტეტის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის თემას სამართლის მეცნიერებისა და სამართლებრივი სისტემების სხავადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენს. კონფერენციაზე დაგეგმილია ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლატვიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სამართლის სხვა მოწინავე მეცნიერებისა და პრაქტიკოსი იურისტების სიტყვით გამოსვლა.

კონფერენციის მუშაობა 18 ოქტომბერს დასრულდება.