სიახლეები

პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი აირჩია

2021 წლის პირველ დეკემბერს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე.

მანანა კობახიძე 2018 წლის 12 იანვრიდან იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2021 წლის პირველ დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი თევდორაშვილი.