სიახლეები

პროექტ ''საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშეწყობა'' პრეზენტაცია

დღეს, 5 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშეწყობა” პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი.

პროექტის მიზნებზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა სნეჟანა ბოტუშაროვამ.

პროექტი, რომლის ხანგრძლივობაა 30 თვე, ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და სასამართლოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მან უფრო ეფექტურად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონსტიტუციური კონტროლის საშუალებით ადამიანის უფლებების დასაცავად.  პროექტი ასევე მიზნად ისახავს სასამართლოს საქმიანობის, პროცედურების და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაში სასამართლოს როლის შესახებ საზოგადოებისადა იურისტების ცნობიერების ამაღლებას.

პროექტს ახორციელებს „ჰუმან დაინამიქს კონსორციუმი“.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი რუმსში" შედგა.