სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილე მიულოცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 39 და დაბადებიდან 84 წლის იუბილე მიულოცა და  მას დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.  ზაზა თავაძე უწმინდესს  მისალოცად საპატრიარქოში ეწვია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მხრივ, ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.