სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვია

დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპისა და ევრაზიის საქმეების ბიუროს, კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების ხელმძღვანელი ნატაშა ფრანჩესკი, ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების  პოლიტიკური ოფიცერი ლაურა ჰოჩლა   და   საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების პოლიტიკური თანაშემწე  ხათუნა ჭითანავა ეწვივნენ. სტუმრებს უმასპინძა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სტუმრებმა  მიიღეს ინფორმაცია სასამართლოს სპეციფიკისა და სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.