სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2019 წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1354).

მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს, რომლებიც აწესებს პასუხისმგებლობას პროსტიტუციის ჩადენისათვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების კომპონენტს - სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია, რას ნიშნავს ტერმინი „პროსტიტუცია“ და ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.