სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე თანამშრომლობა - ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების გზით. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება.

ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს თანამშრომლები, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

მემორენდუმის ხელისმოწერის ცერემონიის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლის სილუეტები ქართულ კონსტიტუციონალიზმში“.