სიახლეები

საქართველო - ამერიკის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობისადმი მიძღვნილი სოლიდარობის საღამო

26 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და სასამართლოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო - ამერიკის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

სოლიდარობის საღამო, 30 წლის მანძილზე ამერიკისა და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას მიეძღვნა და ემსახურებოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას. ღონისძიება გაიმართა ამერიკის კულტურის ცენტრის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით.