სიახლეები
შეხვედრა არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მეორე სესიას არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი შეუერთდნენ. მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიესალმა და ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, თეიმურაზ ტუღუშმა მიმოიხილა სასამართლოს ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ 23-26 თებერვალს სასტუმრო ”ლოპოტა რეზორტში” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და მოწვეული ექსპერტების სამდღიანი სამუშაო შეხვედრა დაიწყო, რომელიც საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებს ეთმობა. შეხვედრა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით იმართება.