სიახლეები

ხვალ, 20 აპრილს 10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება N752 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა

ხვალ, 20 აპრილს 10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება N752 კონსტიტუციური სარჩელის (მოსარჩელე - „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვები „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“) არსებითი განხილვის სხდომა.