სიახლეები
ხვალ 5 მაისს 10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება N696 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა
ხვალ, 5 მაისს 10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება N696 კონსტიტუციური სარჩელის („საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითი განხილვის სხდომა.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნისთვის დამზადება, შეძენა, შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით