სიახლეები

USAID-ის პროგრამის (EWMI-PROLoG) ექსპერტმა ჯეისონ დესანტომ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის წარმომადგენლებთან ტრენინგი ჩაატარა

2019 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში დარწმუნების, საჯარო გამოსვლისა და ადვოკატირების საკითხებზე, რომელიც USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ექსპერტმა ჯეისონ დესანტომ ჩაატარა. ღონისძიება ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ“, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა განიხილა დარწმუნებისა და საჯარო გამოსვლის უნარის სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ლაკონური მესიჯების ჩამოყალიბება, გამართვა და გადმოცემა, კითხვა-პასუხის წარმართვა და სხვა. 

ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორია. იგი არის სამართლებრივი კომუნიკაციის სპეციალისტი და ასწავლის სამართლის, ადვოკატირებისა და საჯარო დარწმუნების საკითხებს ნორსვესტერნის უნივერსიტეტში.