სიახლეები

ა.წ. 22 თებერვალს 13:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N626 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა

ა.წ.  22 თებერვალს 13:30 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  გაიმართება   N626   (მოსარჩელე - ოლეგ ლაცაბიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი;  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი სეკუნდა პუნქტი)   კონსტიტუციური სარჩელის  არსებითი განხილვა.