სიახლეები

ა.წ. 7 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საოქმო ჩანაწერი ე.წ. „ატსტუპნიკების“ საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პ

2017 წლის 7 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების: გიორგი ოკუჯავას, ელენე სხირტლაძის, გიორგი ღლონტის და სხვების კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის N860).

მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები ართმევს მას საკუთრების გამოსყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობის უფლებას, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს შეუძლია საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ობიექტი მისი ღირებულების 15%-დან 25%-მდე მესაკუთრისთვის გადახდის შემთხვევაში მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად სასამართლოს მეშვეობით. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.