სიახლეები
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის და კონსულის ვიზიტი
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში ფუად აზიზოვს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულს ბათუმში რუსტამ ზარბილიევს უმასპინძლა.
ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტიორულ ურთიერთობებზე.
შეხვედრა წინ უძღოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე, აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური მიწვევით, დაესწრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს მიულოცა მნიშვნელოვანი სამართლებრივი თარიღი და დაუდასტურა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისა და პარტიორობისათვის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობის გაგრძელებას, როგორც სამართლებრივი, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით.