სიახლეები

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“

ა.წ. 9-11 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეათედ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გამართავს ოლიმპიადას „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომელიც საიას ღონისძიების - „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში იმართება.
წელს ოლიმპიადაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მონაწილეობს 8 გუნდი. ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.

შესარჩევი რაუნდებისა და ნახევარფინალის შემდგომ, 11 დეკემბერს გაიმართება ფინალი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორი, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და დონორების რჩეული. ოლიმპიადა დაიხურება საზეიმო ვითარებაში.

ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი და ევროპის საბჭო.