სიახლეები

"ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარების" პრეზენტაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო - "ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარების" პრეზენტაციაში, რომელიც გაეროს ბავშთა ფონდისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამართლის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.