სიახლეები

გიორგი პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს, 27 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. გიორგი პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლორდ დევიდ ნიუბერგერს შეხვდება. ვიზიტი დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტშიც, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლუ უმასპინძლებს. გიორგი პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მაიკლ ტათჰამს შეხვდება. ზემოაღნიშნულის გარდა შეხვედრები დაგეგმილია  სხვადასხვა სამთვრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.