სიახლეები

ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2023 წლის 3-5 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ, ქ. ბაქოში, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „კანონმდებლობის გაუმჯობესება კონსტიტუციური ნორმების გამოყენების მეშვეობით“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხო ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და უცხოელმა სტუმრებმა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ: თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სერბეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვ.