სიახლეები

ზაზა თავაძე თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 55 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 55 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები ორ ქალაქში, ანკარასა და სტამბულში მიმდინარეობს.  ზაზა თავაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ზუთლუ არსლანთან.

ვიზიტის ფარგლებში ორ სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა.