სიახლეები
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, ლიეტუვის რესპუბლიკასა და საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოების უფლებამოსილებათა მნიშვნელობაზე.
ასევე, ყურადღება გაამახვილეს სასამართლო ხელისუფლების როლზე სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე და ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.
ანდრიუს კალინდრამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მიმართ.