სიახლეები

ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 11 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მონაწილე 8 გუნდს შორის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: გამარჯვებული გუნდი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საუკეთესო მოსარჩელე და საუკეთესო მოპასუხე. საკონსტიტუციო სასამართლომ კი თავისი რჩეული მონაწილეები დაასახელა, რომლებსაც ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. წელევანდელ ოლიმპიადაზე სასამართლომ სამი სტუდენტი შეარჩია - ლელა მაჭარაშვილი (თსუ), დავით ღოლიჯაშვილი (თსუ) და ზაზა ზანგურაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტი).

ოლიმპიადა სასამართლოში უკვე მეათედ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ტრადიციულად, საიას ღონისძიების - „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში იმართება.

ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი და ევროპის საბჭო.